თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 20:25
ავტორი: love united,
ნანახია: 2817,
კომენტარები: 11
ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები
გამოიკვეთა რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი, რომლითაც პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან
ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები
იანვრის სატრანსფერო ფანჯარი რამდენიმე დღეში გაიხსნება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ელოდება, თუ ვის იყიდიან ცნობილი კლუბები. დეილიმეილმა 5 უცხოელი ფეხბურთელი გამოარჩია, ვის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. ხუთიდან ოთხით "იუნაიტედიც" ინტერესდება. სწორედ მათ წარმოგიდგენთ სტატიაში:

მოთამაშე:დიეგო კოსტა
დაინტერესებული გუნდები:არსენალი, ჩელსი და იუნაიტედი


ძალიან ცოტამ იცოდა ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ, როდესაც ლივერპულმა ზაფხულში შეთავაზება გაუკეთა "ატლეტიკოს". მერსისაიდელები მადრიდელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ კოსტამ გაახანგრძლივა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი და ამ სეზონში 20 მატჩში 23 გოლის გატანა შეძლო. 25 წლის დიეგოთი არამხოლოდ ბრიტანული კლუბები, "ჩელსი", "არსენალი" და "იუნაიტედი" დაინტერესდნენ, არამედ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელიც, ვისენტე დელ ბოსკეც. კოსტამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებშიც გამოიძახეს. "არსენალი" ალბათ ყველაზე მეტად იაქტიურებს კოსტას ტრანსფერზე- ისინი 32 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ ფორვარდში.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

გოლების მანქანა:"ატლეტიკოს" ფორვარდით განსაკუთრებით "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებიან


ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

მან შეძლო 23 გოლის გატანა მხოლოდ 20 შეხვედრაში




მოთამაშე:კოკე
დაინტერესებული კლუბები:იუნაიტედი, ბაიერნი, არსენალი და ლივერპული


"ატლეტიკოს" ფანები ალბათ შეშინდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ მათი გუნდის მეორე ფეხბურთელითაც ინტერესდებიან ინგლისური გრანდები. დიეგო სიმეონეს გუნდი წელს შესანიშნავ შედეგს აჩვენებს- ისინი მეორე ადგილზე არიან, 5 ქულით ასწრებენ "რეალს". ამაში დიდი წვლილი სწორედ კოკეს მიუძღვის. "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ესპანელით. ის აპირებს 30 მილიონი ევროს გადახდას ნახევარმცველში. იმის გათვალისწინებით, რომ შოტლანდიელი აპირებს პრემიერ ლიგის მოგებას, სურს დაიმატობს კიდევ ერთი კრეატიული ნახევარმცველი. მაგრამ "ბაიერნის" მენეჯერი, პეპ გვარდიოლაც დაინტერესებულია კოკეთი, ისევე როგორც "არსენალი" და ლივერპული.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

დევიდ მოიესი ორჯერ იყო "ატლეტიკოს" მატჩზე კოკეზე დასაკვირვებლად




მოთამაშე:ფრედი გუარინი
დაინტერესებული კლუბები:ჩელსი, იუნაიტედი


მეორე ნახევარმცველი, რომლის გადაბირებას "იუნაიტედი" ეცდება არის "ინტერის" ფეხბურთელი ფრედი გუარინი. მაგრამ კოლუმბიელის გადაბირება საკმაოდ რთული იქნება. "ჩელსი" ასევე ცდილობს ფრედის დარწმუნებას "სტენფორდ ბრიჯზე" გადასასვლელად. რაც შეეხება "ინტერს", ნერაძურის ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს გუარინისთან, რათა შეინარჩუნონ ის. ლონდონური კლუბი "ინტერს" 13 მილიონ ევროს სთავაზობს.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

ხელი აწიეთ, ვისაც გსურთ გუარინი? "ჩელსი" და "იუნაიტედი" ეცდებიან ფრედის შეძენას


ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

გუარინიმ დაადასტურა, რომ მისი აგენტი "ჩელსის" წარმომადგენლებს ესაუბრა




მოთამაშე:ანდრეა რანოკია
დაინტერესებული კლუბები:ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი და იუნაიტედი


იმის გათვალისწინებით, რომ "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი, პრემიერ ლიგის კლუბები ეცდებიან მეორე მილანელის, ანდრეა რანოკიას ყიდვას. 25 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ სურს დარჩენა, მაგრამ მოთამაშისთვის, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს თამაში, არ იქნება ცუდი "ჩელსიში", "არსენალში", "ტოტენჰემში" ან "იუნაიტედში" გადასვლა. დევიდ ლუისის მომავალი "არისტოკრატებში" ჯერ გაურკვეველია, 33 წლის ჯონ ტერის კონტრაქტი უსრულდება, ამიტომ ლურჯები სერიოზულად მოეკიდებიან რანოკიას ტრანსფერს.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

რანოკია კარიერას დიდი ალბათობით ბრიტანეთში გააგრძელებს


წყარო:dailymail


ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

მას მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს თამაში, ამ შემთხვევაში ლონდონურ ან მანჩესტერულ კლუბში გადასვლა ურიგო არ იქნება


ტრანსფერები
11 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
27 დეკემბერი 2013 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ ვინც ლიგაზე თამაშობს ზამთარში კლუბს არ შეიცვლის, რატომ უნდა დატოვოს კლუბი დიეგო კოშტამ? მარტო გიჟი თუ იტყვის უარს ლიგაზე თამაშზე, იწვალა კაცმა გოლები იტანა და ახლა მერვედფინალი როცა მოდის გადავიდეს სხვაგან?? სადაა ლოგიკა, იგივეა ყველა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელზე.
0
№2
ავტორი: A.J.44
27 დეკემბერი 2013 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
როისი ან დგრაქსლერი მინდა კიკეც გაასწორებდა
0
№3
ავტორი: Malboro463
27 დეკემბერი 2013 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: A.J.44
ახლა მერვედფინალი როცა მოდის გადავიდეს სხვაგან?? სადაა ლოგიკა, იგივეა ყველა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელზე.

თან გასვლის ფავორიტები არიან
0
№4
ავტორი: red devil
27 დეკემბერი 2013 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Aqedan arcerti ar aris gadmomsvleli
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
27 დეკემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
აქიდან მარტო კოკე რა !!
0
№6
ავტორი: Vodafone
27 დეკემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კოკე მინდა მაგრა, მარა არა მგონია ამ ზამთარში ვიჩალიჩოთ
0
№7
ავტორი: GGMU
27 დეკემბერი 2013 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
არც დრაქსლერი არც კოშტა, არც კოკე, არც როუსი არ გადმოვა ზამთარში იმიტო რო ჩემპიონთა ლიგაზემ თამაშOბენ
0
№8
ავტორი: UTD-Rule
27 დეკემბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მეც კოკე მინდა,მაგრამ ალბათ ზამფხულში უფრო მეტი შანსი გვექნება მაგის ყიდვის smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Best 7
27 დეკემბერი 2013 21:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მე რიბეირო ან როისი მინდა კოკე არ გადავა ყველაზე კაი ვარიანტია ამ ზამთარს რიბეირო
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
27 დეკემბერი 2013 22:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რანოკია , კოშტა, კოკე , გუარინი და როისი ესენი ჩვენთან გადმოვიდნენ და გუნდი ყველაფერს მოიგებს UCL-საც , CAPITAL ONE CUP-ს EPL-საც და FA CUP-საც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top