თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 20:25
ავტორი: love united,
ნანახია: 2822,
კომენტარები: 11
ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები
გამოიკვეთა რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი, რომლითაც პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან
ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები
იანვრის სატრანსფერო ფანჯარი რამდენიმე დღეში გაიხსნება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ელოდება, თუ ვის იყიდიან ცნობილი კლუბები. დეილიმეილმა 5 უცხოელი ფეხბურთელი გამოარჩია, ვის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. ხუთიდან ოთხით "იუნაიტედიც" ინტერესდება. სწორედ მათ წარმოგიდგენთ სტატიაში:

მოთამაშე:დიეგო კოსტა
დაინტერესებული გუნდები:არსენალი, ჩელსი და იუნაიტედი


ძალიან ცოტამ იცოდა ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ, როდესაც ლივერპულმა ზაფხულში შეთავაზება გაუკეთა "ატლეტიკოს". მერსისაიდელები მადრიდელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ კოსტამ გაახანგრძლივა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი და ამ სეზონში 20 მატჩში 23 გოლის გატანა შეძლო. 25 წლის დიეგოთი არამხოლოდ ბრიტანული კლუბები, "ჩელსი", "არსენალი" და "იუნაიტედი" დაინტერესდნენ, არამედ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელიც, ვისენტე დელ ბოსკეც. კოსტამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებშიც გამოიძახეს. "არსენალი" ალბათ ყველაზე მეტად იაქტიურებს კოსტას ტრანსფერზე- ისინი 32 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ ფორვარდში.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

გოლების მანქანა:"ატლეტიკოს" ფორვარდით განსაკუთრებით "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებიან


ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

მან შეძლო 23 გოლის გატანა მხოლოდ 20 შეხვედრაში




მოთამაშე:კოკე
დაინტერესებული კლუბები:იუნაიტედი, ბაიერნი, არსენალი და ლივერპული


"ატლეტიკოს" ფანები ალბათ შეშინდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ მათი გუნდის მეორე ფეხბურთელითაც ინტერესდებიან ინგლისური გრანდები. დიეგო სიმეონეს გუნდი წელს შესანიშნავ შედეგს აჩვენებს- ისინი მეორე ადგილზე არიან, 5 ქულით ასწრებენ "რეალს". ამაში დიდი წვლილი სწორედ კოკეს მიუძღვის. "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ესპანელით. ის აპირებს 30 მილიონი ევროს გადახდას ნახევარმცველში. იმის გათვალისწინებით, რომ შოტლანდიელი აპირებს პრემიერ ლიგის მოგებას, სურს დაიმატობს კიდევ ერთი კრეატიული ნახევარმცველი. მაგრამ "ბაიერნის" მენეჯერი, პეპ გვარდიოლაც დაინტერესებულია კოკეთი, ისევე როგორც "არსენალი" და ლივერპული.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

დევიდ მოიესი ორჯერ იყო "ატლეტიკოს" მატჩზე კოკეზე დასაკვირვებლად




მოთამაშე:ფრედი გუარინი
დაინტერესებული კლუბები:ჩელსი, იუნაიტედი


მეორე ნახევარმცველი, რომლის გადაბირებას "იუნაიტედი" ეცდება არის "ინტერის" ფეხბურთელი ფრედი გუარინი. მაგრამ კოლუმბიელის გადაბირება საკმაოდ რთული იქნება. "ჩელსი" ასევე ცდილობს ფრედის დარწმუნებას "სტენფორდ ბრიჯზე" გადასასვლელად. რაც შეეხება "ინტერს", ნერაძურის ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს გუარინისთან, რათა შეინარჩუნონ ის. ლონდონური კლუბი "ინტერს" 13 მილიონ ევროს სთავაზობს.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

ხელი აწიეთ, ვისაც გსურთ გუარინი? "ჩელსი" და "იუნაიტედი" ეცდებიან ფრედის შეძენას


ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

გუარინიმ დაადასტურა, რომ მისი აგენტი "ჩელსის" წარმომადგენლებს ესაუბრა




მოთამაშე:ანდრეა რანოკია
დაინტერესებული კლუბები:ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი და იუნაიტედი


იმის გათვალისწინებით, რომ "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი, პრემიერ ლიგის კლუბები ეცდებიან მეორე მილანელის, ანდრეა რანოკიას ყიდვას. 25 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ სურს დარჩენა, მაგრამ მოთამაშისთვის, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს თამაში, არ იქნება ცუდი "ჩელსიში", "არსენალში", "ტოტენჰემში" ან "იუნაიტედში" გადასვლა. დევიდ ლუისის მომავალი "არისტოკრატებში" ჯერ გაურკვეველია, 33 წლის ჯონ ტერის კონტრაქტი უსრულდება, ამიტომ ლურჯები სერიოზულად მოეკიდებიან რანოკიას ტრანსფერს.

ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

რანოკია კარიერას დიდი ალბათობით ბრიტანეთში გააგრძელებს


წყარო:dailymail


ყველაზე მოთხოვნადი ტრანსფერები

მას მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს თამაში, ამ შემთხვევაში ლონდონურ ან მანჩესტერულ კლუბში გადასვლა ურიგო არ იქნება


ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
27 დეკემბერი 2013 23:31
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
გუარინი მირჩევნია ყველააას, გადმოიყვანეთ ეგ კაციიი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top