"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინ შეეძლო რობინ ვან პერსის გადმოყვანა გუნდში. სწორედ ალექსის გაგზავნილი სკაუტი ადევნებდა 2001 წელს "ფეიენორდის" თამაშს, სადაც ვან პერსი უნდა გამოსულიყო. მატჩის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში ვან პერსი უხეშობისთვის გააძევეს. სკაუტმა ფერგიუსონს უთხრა, რომ ცუდი ხასიათის ბიჭი იყო მიუხედავად მისი ნიჭისა. საბოლოოდ სერ ალექსმა არ გადაიყვანა გუნდში ვან პერსი, ამით ისარგებლა "არსენალმა" და რობინი 2004 წელს 2 მილიონ ფუნტად გაიფორმა.
"იგი ჯერ კიდევ 16-17 წლის იქნებოდა როცა მასზე დაკვირვებას ვახდენდით. სპეციალურად მისთვის გავგზავნე ჰოლანდიაში ჯიმი რაიანი. თამაშის შემდეგ მან მითხრა, რომ რობინი ძალიან ნიჭიერი იყო მაგრამ ცუდი ხასიათის. 16 წლის ასაკში ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მიუხედავად ამისა საბოლოოდ "არსენალში" გადავიდა. მე არასდროს ვფიქრობდი მის გუნდში გადმოყვანას, სანამ კონტრაქტის ამოწურვაზე არ გავიგე. პირადად მე დავურეკე არსენ ვენგერს და საბოლოოდ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. თუ რობინს 1 წელზე მეტი ექნებოდა დარჩენილი კონტრაქტის ამოწურვამდე, მას არ გადმოვიყვანდით. შემდეგ ეტაპზე ვან პერსი ჩვენს კონტრაქტს დაეთანხმა და "არსენალსაც" გადავურიცხეთ ფული. არსენ ვენგერი სწორად მოიქცა, რადგან უფასოდ არ გაუშვა რობინი"._განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.