თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2012, 11:33
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2857,
კომენტარები: 14
ფერგიუსონი: "ტრანსფერს მე ვხელმძღვანელობდი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინ შეეძლო...
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინ შეეძლო რობინ ვან პერსის გადმოყვანა გუნდში. სწორედ ალექსის გაგზავნილი სკაუტი ადევნებდა 2001 წელს "ფეიენორდის" თამაშს, სადაც ვან პერსი უნდა გამოსულიყო. მატჩის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში ვან პერსი უხეშობისთვის გააძევეს. სკაუტმა ფერგიუსონს უთხრა, რომ ცუდი ხასიათის ბიჭი იყო მიუხედავად მისი ნიჭისა. საბოლოოდ სერ ალექსმა არ გადაიყვანა გუნდში ვან პერსი, ამით ისარგებლა "არსენალმა" და რობინი 2004 წელს 2 მილიონ ფუნტად გაიფორმა.

"იგი ჯერ კიდევ 16-17 წლის იქნებოდა როცა მასზე დაკვირვებას ვახდენდით. სპეციალურად მისთვის გავგზავნე ჰოლანდიაში ჯიმი რაიანი. თამაშის შემდეგ მან მითხრა, რომ რობინი ძალიან ნიჭიერი იყო მაგრამ ცუდი ხასიათის. 16 წლის ასაკში ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მიუხედავად ამისა საბოლოოდ "არსენალში" გადავიდა. მე არასდროს ვფიქრობდი მის გუნდში გადმოყვანას, სანამ კონტრაქტის ამოწურვაზე არ გავიგე. პირადად მე დავურეკე არსენ ვენგერს და საბოლოოდ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. თუ რობინს 1 წელზე მეტი ექნებოდა დარჩენილი კონტრაქტის ამოწურვამდე, მას არ გადმოვიყვანდით. შემდეგ ეტაპზე ვან პერსი ჩვენს კონტრაქტს დაეთანხმა და "არსენალსაც" გადავურიცხეთ ფული. არსენ ვენგერი სწორად მოიქცა, რადგან უფასოდ არ გაუშვა რობინი"._განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

წყარო: Tribalfootball.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2012 16:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბაბუს ვინმე დაასწრებს რამეს? არაუშავრს, ეხლა ხო ჩვენთანაა megustamucho
0
№12
ავტორი: Jubo
4 ნოემბერი 2012 18:56
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: RoooneY AND rVp
4 ნოემბერი 2012 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
სგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ
0
№14
ავტორი: VaRdo
5 ნოემბერი 2012 14:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არაუშავს ეხლა ხო ჩვენთანაა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top