თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 21:13
ავტორი: love united,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 12
ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები
"ჰალ სიტისთან" მომავალი დაპირისპირების საინტერესო ფაქტები
ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები
"ჰალ სიტი"


ჰალის მენეჯერს, სტივ ბრიუს "ბოქსინ დეის" მომდევნო მატჩში "იუნაიტედის" წინააღმდეგ, შეუძლია ათამაშოს ის შემადგენლობა, რომლითაც წინა მატჩში იასპარეზა. რობი ბრეიდის გამოკლებით, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს, ბრიუსს მოუწევს ნდობის გამოცხადება იგივე 11 ფეხბურთელისთვის, ვინც ითამაშეს სუონსის, სტოკის და უესტ ბრომის წინააღმდეგ. სონე ალუკოს აწუხებს აქილევსის მყესი, სტეფან ქუინსს კი მუხლქვეშა მყესი- ორივე მათგანი არ იქნება "იუნაიტედთან" თამაშში.

გუნდის განაცხადი:მაკგრეგორი, ჰარპერი, დევისი, ჩესტერი, ფაიე, ფიგეროა, ბრიუსი, როსენიორი, ელმუჰამადი, ბრეიდი, ლივერმორი, ჰადელსტოუნი, მეილერი, კორენი, საგბო, მაკშაინი, გრაჰამი, ფრაიატი.


ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები

ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები

სტივ ბრიუსი მის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება


"მანჩესტერ იუნაიტედი"


დენი უელბეკის თამაში სათუოა "ბოქსინ დეის" მატჩში ჰალის წინააღმდეგ. მან რამდენიმე დარტყმა მიიღო მუხლის არეში "ვესტ ჰემთან" თამაშში და შესაძლოა განუმეორდეს ის ტრავმა, რაც სეზონის დასაწყისშიც აწუხებდა. ასე რომ, უელბეკს "KC სთეიდიუმზე" ალბათ ვერ ვიხილავთ.

მაიკლ კერიკი(აქილევსის მყესი) და რობინ ვან პერსი(ბარძაყის ტრავმა) სავარაუდოდ შეხვედრას გამოტოვებენ მარუან ფელაინის მსგავსად, რომელსაც პრობლემები მაჯასა და ზურგზე აქვს. რაც შეეხება ანდრეს ლინდეგაარდს, ის ლაზარეთიდან დაბრუნდა.

გუნდის განაცხადი:დე ხეა, ლინდეგაარდი, ჯონსტონი, რაფაელი, სმოლინგი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა, ვიდიჩი, ფაბიო, ვალენსია, ნანი, ჯონსი, ფლეტჩერი, ქლევერლი, გიგზი, ანდერსონი, იანგი, ზაჰა, იანუზაი, რუნი, უელბეკი, კაგავა, ერნანდესი.


ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები

უელბეკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


საინტერესო ფაქტები


ჰალს საკუთარ მოედანზე მხოლოდ 3 გოლი აქვს გაშვებული პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. ის საუკეთესო გუნდია ამ თვალსაზრისით.

"იუნაიტედს" მოგებული აქვს ბოლო 7 შეხვედრა ჰალთან ყველა ტურნირზე.

ბოლოს გამართულ შეხვედრაში, რომელიც 2010 წლის იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, 4 გოლი უეინ რუნი გაიტანა. შეხვედრა 4-0 დასრულდა.

მანჩესტერს 26 დეკემბერს გამართული 17 თამაშიდან 16 მოგება აქვს. ერთადერთი მარცხი წითლებმა 2002 წელს "მიდლსბროსთან" განიცადეს.

"ჰალ სიტის" ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული 26 დეკემბერს "სიტის" წინააღმდეგ. შეხვედრა ქალაქელთა გამარჯვებით, 5-1 დასრულდა.

დენი უელბეკს ბოლოს ზედიზედ 2 მატჩში გოლი გატანალი 2012 წლის აპრილში ჰქონდა. მას არ აქვს ზედიზედ 3 თამაშში გოლი გატანილი 2010 წლის ნოემბრიდან. მას შემდეგ, რაც სანდერლენდში თამაშობდა.

უეინ რუნის (149 გოლი "იუნაიტედში") აკლია ერთი გოლი იმისთვის, რომ გახდეს მეორე ფეხბურთელი, ვინც პრემიერ ლიგაში 150 გოლიან ნიშნულს გადასცდება. პირველი ასეთი ფეხბურთელი ტიერი ანრია, რომელსაც 175 გოლი აქვს გატანილი "არსენალის" შემადგენლობაში.

ამჟამად, პრემიერ ლიგაში, დეკემბრის თვეში ყველაზე ცოტა ქულა "ჰალ სიტის" აქვს აღებული. საშუალო მაჩვენებლით- 0.80 ქულა(12 ქულა 15 მატჩში).

წყარო:dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
25 დეკემბერი 2013 21:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი სტატიაა საინტერესო ..ყოჩაღ ავტორ
0
№2
ავტორი: VaRdo
25 დეკემბერი 2013 21:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველანაირი პირობაა იმის, რომ ჰალი მოიჭიმოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Shako Jones
25 დეკემბერი 2013 22:02
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რუნი კაგავათი უნდა დავესხათ თავს და უნდა გავაფარჩაკოთ :3
0
№4
ავტორი: Best 7
25 დეკემბერი 2013 22:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რა უნდა ჰოლის მოგებას
0
№5
ავტორი: Vodafone
25 დეკემბერი 2013 22:14
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ბრედი მაგრა მევასებოდა, მეწყინა მაგის გაშვება.
ხვალ მოგების გარდა არაფერი არ გვაწყობს
0
№6
ავტორი: LizarD
25 დეკემბერი 2013 22:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
3 ქულა, 3 ქულა და მეტი არაფერი, ადვილი გუნდი არ არის !!
0
№7
ავტორი: A.J.44
25 დეკემბერი 2013 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
მეწმუნეთ ხვალ ძალიან რთული თამში იქნება მგნია რო ფრეს ვითამაშებთ
0
№8
ავტორი: Jubo
25 დეკემბერი 2013 22:36
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ცხრა ქულა გვინდა ბოქსინგიდან თუ რამის ამბიცია გვაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: BERDI
25 დეკემბერი 2013 22:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგარი სიახლე ყოჩაღ. კარგი შემადგენლობით უნდა გამოვიდეს წესით ზაჰა ათამაშოსს ზაჰაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2013 01:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საინტერესო იყო! უნდა მოვიგოთ რა უეჭველი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top