თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 21:13
ავტორი: love united,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 12
ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები
"ჰალ სიტისთან" მომავალი დაპირისპირების საინტერესო ფაქტები
ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები
"ჰალ სიტი"


ჰალის მენეჯერს, სტივ ბრიუს "ბოქსინ დეის" მომდევნო მატჩში "იუნაიტედის" წინააღმდეგ, შეუძლია ათამაშოს ის შემადგენლობა, რომლითაც წინა მატჩში იასპარეზა. რობი ბრეიდის გამოკლებით, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს, ბრიუსს მოუწევს ნდობის გამოცხადება იგივე 11 ფეხბურთელისთვის, ვინც ითამაშეს სუონსის, სტოკის და უესტ ბრომის წინააღმდეგ. სონე ალუკოს აწუხებს აქილევსის მყესი, სტეფან ქუინსს კი მუხლქვეშა მყესი- ორივე მათგანი არ იქნება "იუნაიტედთან" თამაშში.

გუნდის განაცხადი:მაკგრეგორი, ჰარპერი, დევისი, ჩესტერი, ფაიე, ფიგეროა, ბრიუსი, როსენიორი, ელმუჰამადი, ბრეიდი, ლივერმორი, ჰადელსტოუნი, მეილერი, კორენი, საგბო, მაკშაინი, გრაჰამი, ფრაიატი.


ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები

ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები

სტივ ბრიუსი მის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება


"მანჩესტერ იუნაიტედი"


დენი უელბეკის თამაში სათუოა "ბოქსინ დეის" მატჩში ჰალის წინააღმდეგ. მან რამდენიმე დარტყმა მიიღო მუხლის არეში "ვესტ ჰემთან" თამაშში და შესაძლოა განუმეორდეს ის ტრავმა, რაც სეზონის დასაწყისშიც აწუხებდა. ასე რომ, უელბეკს "KC სთეიდიუმზე" ალბათ ვერ ვიხილავთ.

მაიკლ კერიკი(აქილევსის მყესი) და რობინ ვან პერსი(ბარძაყის ტრავმა) სავარაუდოდ შეხვედრას გამოტოვებენ მარუან ფელაინის მსგავსად, რომელსაც პრობლემები მაჯასა და ზურგზე აქვს. რაც შეეხება ანდრეს ლინდეგაარდს, ის ლაზარეთიდან დაბრუნდა.

გუნდის განაცხადი:დე ხეა, ლინდეგაარდი, ჯონსტონი, რაფაელი, სმოლინგი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა, ვიდიჩი, ფაბიო, ვალენსია, ნანი, ჯონსი, ფლეტჩერი, ქლევერლი, გიგზი, ანდერსონი, იანგი, ზაჰა, იანუზაი, რუნი, უელბეკი, კაგავა, ერნანდესი.


ჰალი-მანჩესტერი:ფაქტები

უელბეკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


საინტერესო ფაქტები


ჰალს საკუთარ მოედანზე მხოლოდ 3 გოლი აქვს გაშვებული პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. ის საუკეთესო გუნდია ამ თვალსაზრისით.

"იუნაიტედს" მოგებული აქვს ბოლო 7 შეხვედრა ჰალთან ყველა ტურნირზე.

ბოლოს გამართულ შეხვედრაში, რომელიც 2010 წლის იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, 4 გოლი უეინ რუნი გაიტანა. შეხვედრა 4-0 დასრულდა.

მანჩესტერს 26 დეკემბერს გამართული 17 თამაშიდან 16 მოგება აქვს. ერთადერთი მარცხი წითლებმა 2002 წელს "მიდლსბროსთან" განიცადეს.

"ჰალ სიტის" ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული 26 დეკემბერს "სიტის" წინააღმდეგ. შეხვედრა ქალაქელთა გამარჯვებით, 5-1 დასრულდა.

დენი უელბეკს ბოლოს ზედიზედ 2 მატჩში გოლი გატანალი 2012 წლის აპრილში ჰქონდა. მას არ აქვს ზედიზედ 3 თამაშში გოლი გატანილი 2010 წლის ნოემბრიდან. მას შემდეგ, რაც სანდერლენდში თამაშობდა.

უეინ რუნის (149 გოლი "იუნაიტედში") აკლია ერთი გოლი იმისთვის, რომ გახდეს მეორე ფეხბურთელი, ვინც პრემიერ ლიგაში 150 გოლიან ნიშნულს გადასცდება. პირველი ასეთი ფეხბურთელი ტიერი ანრია, რომელსაც 175 გოლი აქვს გატანილი "არსენალის" შემადგენლობაში.

ამჟამად, პრემიერ ლიგაში, დეკემბრის თვეში ყველაზე ცოტა ქულა "ჰალ სიტის" აქვს აღებული. საშუალო მაჩვენებლით- 0.80 ქულა(12 ქულა 15 მატჩში).

წყარო:dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU
26 დეკემბერი 2013 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
დავაი დღეს შრეკის გოლი გაასოწრებს
0
№12
ავტორი: uri13
26 დეკემბერი 2013 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
bijeboo v.persies ra chirs ver metyvit?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top