თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 15:42
ავტორი: Esi,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 17
უახლესი სატრანსფერო ჭორები
სრულადში შემოგთავაზებთ ახალ ამბებს იუნაიტედის ტრანსფერებთან დაკავშირებით...
უახლესი სატრანსფერო ჭორები
რაც უფრო ახლოვდება იანვარი მით უფრო მეტი იწერება პრესაში ამა თუ იმ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.ამ მხრივ იუნაიტედი გამონაკლისი არ არის.მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა მხოლოდ მარუან ფელაინის შეძენა შეძლო და ამის შემდეგ იუნაიტედს არც თუ ისე კარგი სტარტი აქვს პრემიერ ლიგაში,პრესა ყოველ დღე ახალ ფეხბურთელს უკავშირებს იუნაიტედს.ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რამდენიმე ფეხბურთელი,რომელიც შესაძლოა იუნაიტედში აღმოჩნდეს.ამ სიახლეში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელებს,რომლებზეც ბოლო კვირებია არა და არ წყდება ჭორები იუნაიტედში გადასვლასთან დაკავშირებით.

*ევერტონ რიბეირო

ყველაზე რეალურ კანდიდატად,რომელიც იუნაიტედში ამ ზათარში გადავა,პრესა ევერტონ რიბეიროს მიიჩევს.ეს უკანასკნელი ბრაზილიურ კლუბ კრუზეიროს ღირსებას იცავს და ამ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი დაიდო კლუბის გაჩემპიონებაში,ასევე გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
როგორც Daily Mail იტყობინება,რიბეირომ ESPN-სთან ინტერვიუში გამოთქვა სურვილი,რომ ის ბედნიერი იქნება თუ ითამაშებს ისეთი ფეხბურთელების გვერდით,როგორებიც უეინ რუნი და რობინ ვან პერსი არიან.ასევე მისმა აგენტმა განაცხადა,რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს იუნაიტედის ხელმძღვანელობასთან.
24 წლის ბრაზილიელს ამპლუით ნახევარმცველია,ასევე შეუძლია ითამაშოს თავდამსხმლის უკან და ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე.


*ჩაბი ალონსო

კიდევ ერთი ფეხბურთელი,რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად შეუძლია აღმოფხვრას ის პრობლემები,რომლებიც იუნაიტედის ნახევარდაცვის პოზიციაზეა.გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელი დიდი შანსია,რომ იანვრიდან სხვა კლუბში ვიხილოთ,რადგან როგორც Daily Star აცხადებს,მადრიდის რაელის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა,მას ალონსოზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს კლუბში.ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი შესაძლოა 32 წლის ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს და სხვაგან გადაბარგდეს.

ალონსომ 5 სეზონი გაატარა ინგლისში,კერძოდ კი ლივერპულში,საიდანაც ის მადრიდის რეალში გადავიდა.მას ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული,მათ შორის FA Cup,კოპა დელ რეი,პრიმერა დივიზიონი,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ტიტული,ჩემპიონთა ლიგა.


*უესლი სნეიდერი


უკვე დიდი ხანია,რაც მანჩესტერ იუნაიტედი ამ ფეხბურთელისადმია დაინტერესებული,მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს დაინტერესება დაინტერესებად რჩება და იუნაიტედს ჯერ არანაირი შეთავაზებით მიუმართავს კლუბისთვის.

ამჟამად 29 წლის ჰოლანდიელი თურქულ კლუბ გალათასარაიში ასპარეზობს.ბოლო პერიოდში კი პრესა აცხადებს,რომ ის სავარაუდოდ იუნაიტედში გადავა,რადგან წითელი ეშმაკები ამ ფეხბურთელისადმი ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ.ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გალათასარაის მაისურით 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.


*დიეგო კოშტა თუ რადამელ ფალკაო?

მიუხედავად იმ განცხადებისა,რომელიც დევიდ მოიესმა გააკეთა,პრესა მაინც ჯიუტად აცხადებს,რომ კლუბი იანვარში თავდამსხმელს შეიძენს.ამისკენ მათ ალბათ იმ ფაქტმა უბიძგა,რომ იუნაიტედის ფორვარდი რობინ ვან პერსი ამ სეზონში ტრავმიანობს.

დევიდ მოიესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ ის ფორვარდს არ შეიძენს,მაგრამ the Express-ის განცხადებით იუნაიტედი დაინტერესებულია რადამელ ფალკაოთი და დიეგო კოშტათი.როგორც ზემოთხსენებული პრესა იტყობინება,იუნაიტედი ამ ორიდან კი სავარაუდოდ ერთ-ერთს შეიძენს.


წყარო:bleacherreport
ჭორები
17 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
25 დეკემბერი 2013 15:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ბოლო 2 ზღაპარია არცერთი არ გვჭირდება და არცერთი არ გადმოვა დალშე რა ვთქვა. სნეიდერს სიამოვნებით ვიხილავდი და არც რიბეიროზე ვიტყოდი უარს. მევასებიან ბრაზილიელი ტალანტები love საღოლ ესიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Esi
25 დეკემბერი 2013 15:55
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რიბეირო ბრაზილიელი,რომაა მაგიტომ მინდა მარტო :))) ხო უნდა მოვესწრო ისეთ ბრაზილიელს რომელიც იუნაიტედში თავის ისტორიას შექმნის :( ერთადერთი რაფაელია ჯერ მარტო,არადა ბევრი მინდა lol
0
№3
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2013 15:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რიბეიროზე ძალიან ბევრს წერენ და არ ვიცი, ალბათ გადმოვა. სნეიდერს გადმოუიყვანენ და ბოლო წამს უარს გვეტყვის, ყველაფერი ჭორი იყოო იტყვის :დ ბოლო ორი ხო სალაპარაკოდაც არ ღირს

კოკე დაიდოს! დრაქსლერს მიხედეთ კიდე wink
0
№4
ავტორი: Esi
25 დეკემბერი 2013 15:58
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გიორგი,
კოკე და როისი,პლუს რიბეირო და ვსო მოიესი ჩემს ოცნებას ამისრულებს lol
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
25 დეკემბერი 2013 16:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სნეიდერი რიბეირო კოსტა აქიდან რომელიმე მაინც გადმოვიდეს დიდ მადლობას გადავუხდი მოიესს
0
№6
ავტორი: A.J.44
25 დეკემბერი 2013 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
დრაქსლერი ან როისი მინდა <3
0
№7
ავტორი: yurashvili2012
25 დეკემბერი 2013 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
kostas falkao mirchevnia

kostac kai pormashia axla
0
№8
ავტორი: gilmour
25 დეკემბერი 2013 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სნეიდერი ცალი ფეხით და მეორე ფეხის 80%–ით რო გადმოვა მერე გაირკვევა რო არავითარი შეთავაზება არ ყოფილა ინგლისური კლუბისაგან და ჰოლანდიელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად გრძნობს თავის ამჟამინდელ კლუბში.
0
№9
ავტორი: Ví Ví
25 დეკემბერი 2013 17:21
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ყველაზე რეალურად მაინც სნეიდერს ვთვლი ! 1-2 წლის წინ იყო მაგაზე ლაპრაკი და მაგრად მეგონა რო გადმოდიოდა მარა არ მოხდა და რავი არ იქნება ცუდი აზრი ნაღდად გააძლიერებს იუნაიტედს ნახევარდაცვაში
0
№10
ავტორი: love united
25 დეკემბერი 2013 17:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დრაქსლერი არ იქნება ცუდი,როისი.მაგრამ ყველას მაინც ბარკლი მირჩევნია :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top