თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 15:42
ავტორი: Esi,
ნანახია: 2653,
კომენტარები: 17
უახლესი სატრანსფერო ჭორები
სრულადში შემოგთავაზებთ ახალ ამბებს იუნაიტედის ტრანსფერებთან დაკავშირებით...
უახლესი სატრანსფერო ჭორები
რაც უფრო ახლოვდება იანვარი მით უფრო მეტი იწერება პრესაში ამა თუ იმ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.ამ მხრივ იუნაიტედი გამონაკლისი არ არის.მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა მხოლოდ მარუან ფელაინის შეძენა შეძლო და ამის შემდეგ იუნაიტედს არც თუ ისე კარგი სტარტი აქვს პრემიერ ლიგაში,პრესა ყოველ დღე ახალ ფეხბურთელს უკავშირებს იუნაიტედს.ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რამდენიმე ფეხბურთელი,რომელიც შესაძლოა იუნაიტედში აღმოჩნდეს.ამ სიახლეში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელებს,რომლებზეც ბოლო კვირებია არა და არ წყდება ჭორები იუნაიტედში გადასვლასთან დაკავშირებით.

*ევერტონ რიბეირო

ყველაზე რეალურ კანდიდატად,რომელიც იუნაიტედში ამ ზათარში გადავა,პრესა ევერტონ რიბეიროს მიიჩევს.ეს უკანასკნელი ბრაზილიურ კლუბ კრუზეიროს ღირსებას იცავს და ამ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი დაიდო კლუბის გაჩემპიონებაში,ასევე გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
როგორც Daily Mail იტყობინება,რიბეირომ ESPN-სთან ინტერვიუში გამოთქვა სურვილი,რომ ის ბედნიერი იქნება თუ ითამაშებს ისეთი ფეხბურთელების გვერდით,როგორებიც უეინ რუნი და რობინ ვან პერსი არიან.ასევე მისმა აგენტმა განაცხადა,რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს იუნაიტედის ხელმძღვანელობასთან.
24 წლის ბრაზილიელს ამპლუით ნახევარმცველია,ასევე შეუძლია ითამაშოს თავდამსხმლის უკან და ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე.


*ჩაბი ალონსო

კიდევ ერთი ფეხბურთელი,რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად შეუძლია აღმოფხვრას ის პრობლემები,რომლებიც იუნაიტედის ნახევარდაცვის პოზიციაზეა.გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელი დიდი შანსია,რომ იანვრიდან სხვა კლუბში ვიხილოთ,რადგან როგორც Daily Star აცხადებს,მადრიდის რაელის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა,მას ალონსოზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს კლუბში.ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი შესაძლოა 32 წლის ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს და სხვაგან გადაბარგდეს.

ალონსომ 5 სეზონი გაატარა ინგლისში,კერძოდ კი ლივერპულში,საიდანაც ის მადრიდის რეალში გადავიდა.მას ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული,მათ შორის FA Cup,კოპა დელ რეი,პრიმერა დივიზიონი,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ტიტული,ჩემპიონთა ლიგა.


*უესლი სნეიდერი


უკვე დიდი ხანია,რაც მანჩესტერ იუნაიტედი ამ ფეხბურთელისადმია დაინტერესებული,მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს დაინტერესება დაინტერესებად რჩება და იუნაიტედს ჯერ არანაირი შეთავაზებით მიუმართავს კლუბისთვის.

ამჟამად 29 წლის ჰოლანდიელი თურქულ კლუბ გალათასარაიში ასპარეზობს.ბოლო პერიოდში კი პრესა აცხადებს,რომ ის სავარაუდოდ იუნაიტედში გადავა,რადგან წითელი ეშმაკები ამ ფეხბურთელისადმი ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ.ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გალათასარაის მაისურით 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.


*დიეგო კოშტა თუ რადამელ ფალკაო?

მიუხედავად იმ განცხადებისა,რომელიც დევიდ მოიესმა გააკეთა,პრესა მაინც ჯიუტად აცხადებს,რომ კლუბი იანვარში თავდამსხმელს შეიძენს.ამისკენ მათ ალბათ იმ ფაქტმა უბიძგა,რომ იუნაიტედის ფორვარდი რობინ ვან პერსი ამ სეზონში ტრავმიანობს.

დევიდ მოიესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ ის ფორვარდს არ შეიძენს,მაგრამ the Express-ის განცხადებით იუნაიტედი დაინტერესებულია რადამელ ფალკაოთი და დიეგო კოშტათი.როგორც ზემოთხსენებული პრესა იტყობინება,იუნაიტედი ამ ორიდან კი სავარაუდოდ ერთ-ერთს შეიძენს.


წყარო:bleacherreport
ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
25 დეკემბერი 2013 18:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დრაქსლერი და როისი არ გადმოვლენ, რიბერიოს მიაწვნენ ჯობია..
0
№12
ავტორი: red devil
25 დეკემბერი 2013 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ribero kai iqneba tu gadmova barklic davitriot koke da eg ari axla meti agaravin agar gvinda
0
№13
ავტორი: BERDI
25 დეკემბერი 2013 19:12
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგი იქნება რიბეირო თუ გადმოვა დანარჩენები ძალიან მეეჭვება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№14
ავტორი: salier1
25 დეკემბერი 2013 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
კერიკის და ფელაინის მიუხედავად ალონსოც მინდა, მაგრად მევასება სადაც უთამაშია ყველგან გუნდის ხერხემალი იყო.
0
№15
ავტორი: ლადო
25 დეკემბერი 2013 20:48
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სნეიდერი და რიბერიო ვიყიდოთ და საკმარისია
0
№16
ავტორი: Jubo
25 დეკემბერი 2013 22:37
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
აი არცერთი არ გადმოვა და საერთოდ სერიოზული ტრანსფერი არ გაკეთდება დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2013 00:45
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რიბეირო მინდა რა. ყველაზე რეალური ამ მომენტში ეგაა და ეგ მინდა რა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top