თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2012, 00:27
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2452,
კომენტარები: 21
6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ
მატჩის ანალიზი
6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ
მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა არსენალის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე. ფერგიუსონის ბიჭები უკეთ გამოიყურებოდნენ ვიდრე მისი ლონდონელი მოწინააღმდეგე. ამ სტატიაში თქვენ იხილავთ იმას, თუ რა ისწავლა გუნდმა დღევანდელი თამაშიდან არსენალის წინააღმდეგ.


6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ

რამდენად კარგია ვან პერსი?

ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს ჩვენ ამას ყოველ კვირას ვიძახით, რომ ვან პერსი შეუდარებელია. მე მოვლენებს წინ გავუსწრებ და დიდი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ იგი ერთადერთი ტრანსფერია, რომელიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ნამდვილად ეს ასეა! ჰოლანდიელი თავდამსხმელი დღეს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა გუნდს და ანგარიში გახსნა. პერსი ნამდვილ კოშმარად იქცა არსენალისთვის და გუნდის მეკარეს მანონეს არაერთხელ აიძულა გაეკეთებინა სეივი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მისი ტრანსფერის შემდეგ იუნაიტედი დიდ წარმატებას მიაღწევდა, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით თუ რამდენად დიდი იქნებოდა ეს წარმატება.

როგორც ხედავთ, ამ კითხვაზე პერსიმ სწრაფად გასცა პასუხი.

6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ


მანჩესტერმა უნდა გამოიყენოს ანტონიო ვალენსიას სისწრაფე.

ანტონიო ვალენსია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნახევარმცველია პრემიერლიგაში ამ დროისთვის. იგი არაჩვეულებრივათ შეთამაშდა რუნის და პერსის დუეტთან, რამაც ძალზედ გააძლიერა გუნდის შეტევა. თუმცა, მისი საუკეთესო მხარე არის-სისწრაფე. ამ თვისებით იგი არანაირ საშუალებას არ უტოვებს თავის მოწინააღმდეგეს. მან არაერთხელ გამოიყვანა "იდიოტათ" ანდრე სანტოსი და შექმნა არაერთი ბრწყინვალე მომენტი შეტევაში. ამასთან ერთად, გუნდში მალე დაბრუნდება სინძი კაგავა, რაც უფრო გააძლიერებს რუნისა და პერსის დუეტს. ვალენსია თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და თუ ეს ასე გაგრძელდა სეზონის ბოლომდე, მაშინ გუნდი გაჭირვების გარეშე შეძლებს ტიტულის მოგებას.

6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ

ღირს თუ არა დროს დახარჯვა ეშლი იანგზე?

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იუნაიტედის გულშემატკივრები დიდად არ ნერვიულობენ ნანის საზამთრო ტრანსფერზე გალხავთ ის, რომ გუნდში არის კიდევ ერთი მსოფლიო დონის ნახევარმცველი-ეშლი იანგი. იგი არაჩვეულებრივად ფლობს ბურთს და კარგად ეხმარება გუნდს შეტევაში. აქედან გამომდინარე, თუ პორტუგალიელი ნახევარმცველი გუნდს დატოვებს, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება იანგის ჩასმა შემადგენლობაში.

მაგრამ, არსენალთან მატჩის შემდეგ გამიჩნდა ასეთი კითხვა. ღირს თუ არა დროს ხარჯვა ეშლი იანგზე? რა თქმა უნდა, იგი დღეს ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ მას არ აქვს იმის ნიჭი, რომ რაღაც ახალი შემოიტანოს გუნდის შეტევაში, მოიფიქროს რაიმე ახალი და შედეგიანი. თუ ის მოუკლებს სიმულირებას და ცოტა გამოფხიზლდება, შესაძლოა მან შეძლოს ეს ყველაფერი.
ეს უბრალოდ ჩემი აზრია.

მისი პროგრესი არც თუ ისე კარგი ტემპით მიმდინარეობს და თუ იგი არ შეცვლის თავისი თამაშის სტილს და ცოტათი მაინც არ დაემსგავსება ანტონიო ვალენსიას, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი დაიწყებს ახალი ნახევარმცველის შეძენაზე ფიქრს.

6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ

ქლევერლი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

თამაშის წინ ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გამოვიდოდა მოედანზე მაიკლ ქერიქთან ერთად, პოლ სქოულზი თუ ტომ ქლევერლი. დიდი თამაში, დიდი მოლოდინი. სქოულზის გამოცდილება ნამდვილად არ აწყენდა გუნდს დღევანდელ თამაში, მაგრამ ქლევერლი არაჩვეულებრივად გამოიყურება ამ სეზონში და მან შეძლებისდაგვარად ყველას დაუმტკიცა ეს. იგი კარგად გამოიყურებოდა შეტევაში, ანაწილებდა ბურთს მოედანზე და კარგ წინააღმდეგობას უწევდა კასორლას, უილშერს, ლუკას პოდოლსკის და არტეტას. გეთანხმებით ქლევერლი არ იყო იდეალური (რასაც მისი ცვილება მოყვა) და დღესაც სწავლობს თავის შეცდომებზე, მაგრამ უდაოდ ფერგიუსონი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო შემცვლელი იქნება პოლ სქოულზისთვის.

6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ

უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით.

ვაკვირდები დავიდს და ბოლო თამაშებში იგი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მე დარწმუნებული ვიყავი რომ მას არ ჰქონდა მომავალი ამ გუნდში, მაგრამ ცხადია ვცდებოდი. დავიდ დიდ ბოდიშს გიხდი. დიახ, მან ბოლო წამებზე მაინც გაუშვა გოლი, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მშრალი შეინარჩუნო საკუთარი კარი არსენალის წინააღმდეგ, არც თუ ისე მარტივია. გასვლაზე ჩელსისთან და სახლში არსენალის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ დავიდმა შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და არაჩვეულებრივად ჩაატარა ორივე შეხვედრა.

6 რამ, რაც ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლეთ

ფერგიმ იცის, თუ როგორ უნდა გააკეთოს საქმე კარგად.

ალბათ გაგიჩნდათ ისეთი გრძნობა, თითქოს მანჩესტერს თავისი კარგი თამაში არ უთამაშნია, მაგრამ ეს ასეც არის. ისინი სუსტად გამოიყურებოდნენ და ბურთიც დაუთმეს მოწინაღმდეგე გუნდს. ალბათ ფიქრობთ იმაზეც, რომ თუ გუნდი ითამაშებდა ისე როგორც ჩელსის წინააღმდეგ ითამაშა, შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა იცის, თუ როგორ უნდა მოიგოს ასეთ რთულ თამაშებში. წამოიღოს სამი ქულა და არა ერთი ან საერთოდ არაფერი. ყველაზე მეტად შოტლანდიელს უჭირს, როდესაც მისი გუნდი ცხრილის სათავეში იმყოფება და ალბათ ყველამ კარგად ვიცით რატომაც, მაგრამ ფერგიუსონი ყოველთვის ახერხებდა გუნდის დამშვიდებას და გაკონტროლებას. ბოლოსდაბოლოს, მას რომ ეს არ ცოდნოდა გუნდი ამდენს ვერ მიაღწევდა.
სტატიები
21 კომენტარი
№1
ავტორი: R.v.Persie
4 ნოემბერი 2012 00:28
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
საღოლ კარგია. ეს რა ლინკებია გამაგებინე ოღონდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№2
ავტორი: ViDa
4 ნოემბერი 2012 00:29
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
R.v.Persie,
სურათების ჩასმა დამავიწყდა :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2012 00:33
  • სიახლეები: 1665
  • კომენტარები: 12135
საღოლ, საღოლ good2

ვან პერსი შეუდარებელია, ვალენსიაზე მგონი აღარ ღირს კამათი რომ ნანის 100 თავით ჯობია, ქლევერლი და ანდო უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ და ფერგიუსონს ეგ არავისგან ესწავლება მგონი, ყველაფერი რიგზეა, ცხრილის სათავეში ვართ, მშვენიერი ტური იყო am
0
№4
ავტორი: BERDI
4 ნოემბერი 2012 00:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ. კაი თამაში იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: gilmour
4 ნოემბერი 2012 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვალენსიას რო ცოტა ფანტაზიაც ქონდეს იდეალური იქნებოდა.
დეხეას რაც შეეხება დღეს მხოლოდ ორჯერ დაგვირტყეს ზუსტად და რომელ სეივზე და კარის სიმშრალეზეა საუბარი.
რავიცი ამ სტატიას ბევრ რამეში დავეთანხმე ბევრშიც არა..
0
№6
ავტორი: Amanda Seyfried
4 ნოემბერი 2012 01:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ვალენსისა ერთი დიდი მინუსი ისაა რო ყველამ ვიცით ბურთს რო მიიღებს რასაც გააკეთებს :D მაგრამ ხელს ვერ უშლიან და მაინც აკეთებს love
0
№7
ავტორი: ForeverRed
4 ნოემბერი 2012 02:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
Amanda Seyfried,
wink
0
№8
ავტორი: VaRdo
4 ნოემბერი 2012 02:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Amanda Seyfried
ვალენსისა ერთი დიდი მინუსი ისაა რო ყველამ ვიცით ბურთს რო მიიღებს რასაც გააკეთებს :D მაგრამ ხელს ვერ უშლიან და მაინც აკეთებს


ესეიგი არ იციან wink მართლა ტროლეიბუსი ხომ არაა? ხან იქით მიდის ხან აქეთ უბრალოდ ადგილიდან იცის სწრაფად მოწყვეტა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: v.persie and rooney
4 ნოემბერი 2012 09:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მანჩე ყველგან 1-ლია ჩემპიონთა ლიგაზეც ა პრემიერ ლიგაშიც
0
№10
ავტორი: Red Hooligan
4 ნოემბერი 2012 11:01
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
საღოლ ავტორ.....

პერსი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია ბოლო წლებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 აპრილი 2021, 23:00
იუნაიტედი
გრანადა
ევროპა ლიგა
18 აპრილი 2021, 19:00
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
გრანადა15 აპრილი
ბარნლი18 აპრილი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

11 აპრილი 2021, 19:30
ტოტენჰემი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
8 აპრილი 2021, 23:00
გრანადა0
იუნაიტედი2
ევროპა ლიგა
4 აპრილი 2021, 22:30
იუნაიტედი2
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი11 აპრილი
გრანადა8 აპრილი
ბრაიტონი4 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top