მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა არსენალის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე. ფერგიუსონის ბიჭები უკეთ გამოიყურებოდნენ ვიდრე მისი ლონდონელი მოწინააღმდეგე. ამ სტატიაში თქვენ იხილავთ იმას, თუ რა ისწავლა გუნდმა დღევანდელი თამაშიდან არსენალის წინააღმდეგ.
რამდენად კარგია ვან პერსი?
ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს ჩვენ ამას ყოველ კვირას ვიძახით, რომ ვან პერსი შეუდარებელია. მე მოვლენებს წინ გავუსწრებ და დიდი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ იგი ერთადერთი ტრანსფერია, რომელიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ნამდვილად ეს ასეა! ჰოლანდიელი თავდამსხმელი დღეს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა გუნდს და ანგარიში გახსნა. პერსი ნამდვილ კოშმარად იქცა არსენალისთვის და გუნდის მეკარეს მანონეს არაერთხელ აიძულა გაეკეთებინა სეივი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მისი ტრანსფერის შემდეგ იუნაიტედი დიდ წარმატებას მიაღწევდა, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით თუ რამდენად დიდი იქნებოდა ეს წარმატება.
როგორც ხედავთ, ამ კითხვაზე პერსიმ სწრაფად გასცა პასუხი.
მანჩესტერმა უნდა გამოიყენოს ანტონიო ვალენსიას სისწრაფე.
ანტონიო ვალენსია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნახევარმცველია პრემიერლიგაში ამ დროისთვის. იგი არაჩვეულებრივათ შეთამაშდა რუნის და პერსის დუეტთან, რამაც ძალზედ გააძლიერა გუნდის შეტევა. თუმცა, მისი საუკეთესო მხარე არის-სისწრაფე. ამ თვისებით იგი არანაირ საშუალებას არ უტოვებს თავის მოწინააღმდეგეს. მან არაერთხელ გამოიყვანა "იდიოტათ" ანდრე სანტოსი და შექმნა არაერთი ბრწყინვალე მომენტი შეტევაში. ამასთან ერთად, გუნდში მალე დაბრუნდება სინძი კაგავა, რაც უფრო გააძლიერებს რუნისა და პერსის დუეტს. ვალენსია თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და თუ ეს ასე გაგრძელდა სეზონის ბოლომდე, მაშინ გუნდი გაჭირვების გარეშე შეძლებს ტიტულის მოგებას.
ღირს თუ არა დროს დახარჯვა ეშლი იანგზე?
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იუნაიტედის გულშემატკივრები დიდად არ ნერვიულობენ ნანის საზამთრო ტრანსფერზე გალხავთ ის, რომ გუნდში არის კიდევ ერთი მსოფლიო დონის ნახევარმცველი-ეშლი იანგი. იგი არაჩვეულებრივად ფლობს ბურთს და კარგად ეხმარება გუნდს შეტევაში. აქედან გამომდინარე, თუ პორტუგალიელი ნახევარმცველი გუნდს დატოვებს, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება იანგის ჩასმა შემადგენლობაში.
მაგრამ, არსენალთან მატჩის შემდეგ გამიჩნდა ასეთი კითხვა. ღირს თუ არა დროს ხარჯვა ეშლი იანგზე? რა თქმა უნდა, იგი დღეს ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ მას არ აქვს იმის ნიჭი, რომ რაღაც ახალი შემოიტანოს გუნდის შეტევაში, მოიფიქროს რაიმე ახალი და შედეგიანი. თუ ის მოუკლებს სიმულირებას და ცოტა გამოფხიზლდება, შესაძლოა მან შეძლოს ეს ყველაფერი.
ეს უბრალოდ ჩემი აზრია.
მისი პროგრესი არც თუ ისე კარგი ტემპით მიმდინარეობს და თუ იგი არ შეცვლის თავისი თამაშის სტილს და ცოტათი მაინც არ დაემსგავსება ანტონიო ვალენსიას, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი დაიწყებს ახალი ნახევარმცველის შეძენაზე ფიქრს.
ქლევერლი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
თამაშის წინ ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გამოვიდოდა მოედანზე მაიკლ ქერიქთან ერთად, პოლ სქოულზი თუ ტომ ქლევერლი. დიდი თამაში, დიდი მოლოდინი. სქოულზის გამოცდილება ნამდვილად არ აწყენდა გუნდს დღევანდელ თამაში, მაგრამ ქლევერლი არაჩვეულებრივად გამოიყურება ამ სეზონში და მან შეძლებისდაგვარად ყველას დაუმტკიცა ეს. იგი კარგად გამოიყურებოდა შეტევაში, ანაწილებდა ბურთს მოედანზე და კარგ წინააღმდეგობას უწევდა კასორლას, უილშერს, ლუკას პოდოლსკის და არტეტას. გეთანხმებით ქლევერლი არ იყო იდეალური (რასაც მისი ცვილება მოყვა) და დღესაც სწავლობს თავის შეცდომებზე, მაგრამ უდაოდ ფერგიუსონი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო შემცვლელი იქნება პოლ სქოულზისთვის.
უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით.
ვაკვირდები დავიდს და ბოლო თამაშებში იგი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მე დარწმუნებული ვიყავი რომ მას არ ჰქონდა მომავალი ამ გუნდში, მაგრამ ცხადია ვცდებოდი. დავიდ დიდ ბოდიშს გიხდი. დიახ, მან ბოლო წამებზე მაინც გაუშვა გოლი, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მშრალი შეინარჩუნო საკუთარი კარი არსენალის წინააღმდეგ, არც თუ ისე მარტივია. გასვლაზე ჩელსისთან და სახლში არსენალის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ დავიდმა შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და არაჩვეულებრივად ჩაატარა ორივე შეხვედრა.
ფერგიმ იცის, თუ როგორ უნდა გააკეთოს საქმე კარგად.
ალბათ გაგიჩნდათ ისეთი გრძნობა, თითქოს მანჩესტერს თავისი კარგი თამაში არ უთამაშნია, მაგრამ ეს ასეც არის. ისინი სუსტად გამოიყურებოდნენ და ბურთიც დაუთმეს მოწინაღმდეგე გუნდს. ალბათ ფიქრობთ იმაზეც, რომ თუ გუნდი ითამაშებდა ისე როგორც ჩელსის წინააღმდეგ ითამაშა, შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა იცის, თუ როგორ უნდა მოიგოს ასეთ რთულ თამაშებში. წამოიღოს სამი ქულა და არა ერთი ან საერთოდ არაფერი. ყველაზე მეტად შოტლანდიელს უჭირს, როდესაც მისი გუნდი ცხრილის სათავეში იმყოფება და ალბათ ყველამ კარგად ვიცით რატომაც, მაგრამ ფერგიუსონი ყოველთვის ახერხებდა გუნდის დამშვიდებას და გაკონტროლებას. ბოლოსდაბოლოს, მას რომ ეს არ ცოდნოდა გუნდი ამდენს ვერ მიაღწევდა.