თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 01:10
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 14
მოიესის საზამთრო გეგმები
3 ინგლისელი უკან და შესაძლო პრობლემები
მოიესის საზამთრო გეგმები
ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება მოიესისადმი დასმული იყო ერთ-ერთი გაზეთის მიერ, კერძოდ: "Manchester Evening News"-ის მიერ. კითხვა კი ტრანსფერებს ეხებოდა, იყიდიდა თუ არა მოიესი ფეხბურთელებს ამ ზამთარში და საერთოდ რა გეგმები ჰქონდა მას ტრანსფერებთან დაკავშირებით, თუმცა მოიესის პასუხი ორაზროვანია, ის ცდის. თუმცა სანამ ამაზე გადავალთ მანამდე ვისაუბროთ მოიესის გეგმებზე...
პირველ რიგში შოტლანდიელი აპირებს დააბრუნოს გუნდში, ჯესი ლინგარდი, რაიან ტანიკლიფი და ნიკ პაუელი. მოიესის სიტყვების ციტირება:
"ჩვენ "ვეცდებით იანვარში." თუმცა გარდა ამისა, ვაპირებთ გამოვიწვიოთ არენდიდან ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს დაეხმარებიან, ლინგარდი, ტანიკლიფი და პაუელი. თუმცა, ჩვენ არაერთი კარგი ფეხბურთელი გვყავს არენდით გაშვებული, ასე რომ შესაძლებელია ამ რიცხვს კიდევ შეუერთდეს ვინმე."
თუმცა ყველაფერი ძალიან სწორად უნდა გაირჩეს, 3-ვე ეს ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობენ "უიგანში", "ბირმინგემში" და "იფსვიჩში". მათი პრემიერ ლიგაში თამაში ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ აუცილებელია მათი შესაძლებლობების გადახედვა.

მოიესის საზამთრო გეგმები


ისე კი, ცნობისათვის არენდით გაშვებული ფეხბურთელებიდან ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს თავის დროზე, რიო ფერდინანდმა, ფრენკ ლამპარდმა, დევიდ ბექემმა, ჯონ ტერიმ, ენდროს თაუნსენდმა, როს ბარკლიმ, ტომ კლევერლიმ, დენი უელბეკმა და ა.შ.
თუმცა რაღა თქმა უნდა ლინგარდი, ტანიკლიფი და პაუელი ვერ მოხვდებიან ძირითად შემადგნელობაში. მათ ჯამში 47 მატჩი აქვთ ჩატარებული, მათ შორის კი ნიკ პაუელმა ევროპის ლიგის გამოცდილებაც მიიღო.
პრემიერ ლიგაში აუცილებელია 21-წლამდელთა თამაში, თუმცა მათი წარმატება ნაკლებად შესაძლებელია და არ შეიძლება ის ჩემპიონშიპის დონეს შეედაროს.

მოიესის საზამთრო გეგმები


რაღა თქმა უნდა ყველაზე მეტად, ამ პერიოდში პაუელის პოზიციაა პრობლემატური, ის ადგილი სადაც კერიკი და ფელაინი თამაშობენ. ამიტომ ნიკისთვის ოლდ ტრაფორდზე გამოსვლა დიდი გამოცდილება იქნება, ვარჯიში დიდ ფეხბურთელებთან ასევე სტიმული და ამ ყველაფერს შეუძლია წარმატება მოუტანოს ფეხბურთელს.

მოიესის საზამთრო გეგმები


ორივე, ფელაინიც და კერიკიც დაბრუნდებიან იანვრის ბოლოს სავარაუდოდ, თუ პაუელი მხოლოდ რამდენიმე თამაშს ჩაატარებს და შემდეგ რეზერვებში აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში მისთვის უკეთესი იქნება, თუ დარჩება იქ სადაც არის. იგივე ბედი შეიძლება გაიზიარონ, ტანიკლიფმა და ლინგარდმა.
ასე, რომ ჯდომა ოლდ ტრაფორდზე ამ ფეხბურთელებისთვის კარგის მომტანი არ იქნება. 3-ვე ეს ფეხბურთელი იღებს ცოდნას ჩემპიონშიპში და მოიესს აუცილებლად კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ დააბრუნოს 3 ინგლისელი კლუბში.

წყარო: "Bleacherreport"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
25 დეკემბერი 2013 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე სამივე მევასება, მაგრამ რა აზრი აქვს ჯერჯერობით ან სულ სკამზე უნდა იყვნენ ან რეზერვებში, თუმცა მიმაჩნია რო პაუელი კლევერლიზე ბევრად ნიჭიერია, ლინგარდმა რაც წინასასეზონო ტურნეზე აკეთა მართლა უნიჭიერესია. მგონი ჯობია ზაფხულამდე სადაც არიან იქ დარჩნენ და შემდეგი სეზონიდან იბრძოლონ იუნაიტედის ძირითადში თამაშისთვის.
0
№2
ავტორი: A.J.44
25 დეკემბერი 2013 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
პოუელი გაასწორებს <33
0
№3
ავტორი: salier1
25 დეკემბერი 2013 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
იმედია ჯერ არცერთს არ დააბრუნებენ, ზაჰასთვის არ მოიძებნა დრო და ამათ მითუმეტეს არ ათამაშებენ.
0
№4
ავტორი: ლადო
25 დეკემბერი 2013 09:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ერტი სეზონი ჩაამთავრონ და მერე იმენა ტრავმებმა თუ არ შეუშალეს ხელი იმენა დონეეეები იქნებიან
0
№5
ავტორი: GGMU
25 დეკემბერი 2013 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ჯერ ზაჰა ათამაშოს
0
№6
ავტორი: red devil
25 დეკემბერი 2013 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Jobia darcnen sezonis bolomde iq sadac arian
0
№7
ავტორი: A.J.44
25 დეკემბერი 2013 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
red devil,
პოუელი გვჭირდება და დანარჩენებს დააცადონ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2013 11:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამოდენიმე მატჩის გამო და შემდეგ სკამზე დასაჯდომად ცოდოა ეს ბიჭი ეხლა წამოსაყვანად, ჯობია მოიცადოს წლის ბოლომდე, არ ღირს უბრალოდ. კერიკი და ფელაინიც ბრუნდბეიან თან. სამივე მაგრად მევასება, მაგრამ პაუელის ყველაზე მეტად მეიმედება მაინც, თან მიის პოზიციის გათვალისწინებით ყველაზე მეტად გვჭირდება ალბათ
0
№9
ავტორი: Man United Fan
25 დეკემბერი 2013 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
არცერთი არ წამოვიყვანოთ ჯობია, სამივენი 1 მატჩს ითამაშებენ და სკამზე დაჯდებიან. 2 სეზონი ვაცადოტ განვითარება და მერე მოვიყვანოთ კლუბში. თან კერიკი და ფელაინი ბრუნდებიან. სამივე მაგარი ფეხბურთელი დადგება, მე იმედი მაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№10
ავტორი: ლადო
25 დეკემბერი 2013 11:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს სეზონი ჩაამთავრონ და მერე გადმოიყვანოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top