თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 01:10
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 14
მოიესის საზამთრო გეგმები
3 ინგლისელი უკან და შესაძლო პრობლემები
მოიესის საზამთრო გეგმები
ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება მოიესისადმი დასმული იყო ერთ-ერთი გაზეთის მიერ, კერძოდ: "Manchester Evening News"-ის მიერ. კითხვა კი ტრანსფერებს ეხებოდა, იყიდიდა თუ არა მოიესი ფეხბურთელებს ამ ზამთარში და საერთოდ რა გეგმები ჰქონდა მას ტრანსფერებთან დაკავშირებით, თუმცა მოიესის პასუხი ორაზროვანია, ის ცდის. თუმცა სანამ ამაზე გადავალთ მანამდე ვისაუბროთ მოიესის გეგმებზე...
პირველ რიგში შოტლანდიელი აპირებს დააბრუნოს გუნდში, ჯესი ლინგარდი, რაიან ტანიკლიფი და ნიკ პაუელი. მოიესის სიტყვების ციტირება:
"ჩვენ "ვეცდებით იანვარში." თუმცა გარდა ამისა, ვაპირებთ გამოვიწვიოთ არენდიდან ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს დაეხმარებიან, ლინგარდი, ტანიკლიფი და პაუელი. თუმცა, ჩვენ არაერთი კარგი ფეხბურთელი გვყავს არენდით გაშვებული, ასე რომ შესაძლებელია ამ რიცხვს კიდევ შეუერთდეს ვინმე."
თუმცა ყველაფერი ძალიან სწორად უნდა გაირჩეს, 3-ვე ეს ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობენ "უიგანში", "ბირმინგემში" და "იფსვიჩში". მათი პრემიერ ლიგაში თამაში ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ აუცილებელია მათი შესაძლებლობების გადახედვა.

მოიესის საზამთრო გეგმები


ისე კი, ცნობისათვის არენდით გაშვებული ფეხბურთელებიდან ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს თავის დროზე, რიო ფერდინანდმა, ფრენკ ლამპარდმა, დევიდ ბექემმა, ჯონ ტერიმ, ენდროს თაუნსენდმა, როს ბარკლიმ, ტომ კლევერლიმ, დენი უელბეკმა და ა.შ.
თუმცა რაღა თქმა უნდა ლინგარდი, ტანიკლიფი და პაუელი ვერ მოხვდებიან ძირითად შემადგნელობაში. მათ ჯამში 47 მატჩი აქვთ ჩატარებული, მათ შორის კი ნიკ პაუელმა ევროპის ლიგის გამოცდილებაც მიიღო.
პრემიერ ლიგაში აუცილებელია 21-წლამდელთა თამაში, თუმცა მათი წარმატება ნაკლებად შესაძლებელია და არ შეიძლება ის ჩემპიონშიპის დონეს შეედაროს.

მოიესის საზამთრო გეგმები


რაღა თქმა უნდა ყველაზე მეტად, ამ პერიოდში პაუელის პოზიციაა პრობლემატური, ის ადგილი სადაც კერიკი და ფელაინი თამაშობენ. ამიტომ ნიკისთვის ოლდ ტრაფორდზე გამოსვლა დიდი გამოცდილება იქნება, ვარჯიში დიდ ფეხბურთელებთან ასევე სტიმული და ამ ყველაფერს შეუძლია წარმატება მოუტანოს ფეხბურთელს.

მოიესის საზამთრო გეგმები


ორივე, ფელაინიც და კერიკიც დაბრუნდებიან იანვრის ბოლოს სავარაუდოდ, თუ პაუელი მხოლოდ რამდენიმე თამაშს ჩაატარებს და შემდეგ რეზერვებში აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში მისთვის უკეთესი იქნება, თუ დარჩება იქ სადაც არის. იგივე ბედი შეიძლება გაიზიარონ, ტანიკლიფმა და ლინგარდმა.
ასე, რომ ჯდომა ოლდ ტრაფორდზე ამ ფეხბურთელებისთვის კარგის მომტანი არ იქნება. 3-ვე ეს ფეხბურთელი იღებს ცოდნას ჩემპიონშიპში და მოიესს აუცილებლად კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ დააბრუნოს 3 ინგლისელი კლუბში.

წყარო: "Bleacherreport"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
25 დეკემბერი 2013 12:10
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დარჩნენ სეზონის ბოლომდე, სათამაშო პრაქტიკა მაინც ექნებათ. ჩვენთან რეზერვებს ვერ გაცდებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: Rosso Diavolo
25 დეკემბერი 2013 12:10
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
პაუელი უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად მაგარი ბიჭია
0
№13
ავტორი: deqstera
25 დეკემბერი 2013 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
შეიძლება დავიბრუნოთ და პრემიერლიგის კლუბში გავუშვათ პრაქტიკისთვის...
0
№14
ავტორი: BERDI
25 დეკემბერი 2013 13:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ლინგარდი მევასება ეხლა რო გამოიწვიონ კარგი იქნება ფლანგზე დაეხმარება გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top