თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 22:33
ავტორი: love united,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 13
წიგნი, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადია
სერ ალექსის ავტობიოგრაფია ყველაზე გაყიდვადია დიდ ბრიტანეთში
წიგნი, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადია
"იუნაიტედის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს შეუძლია იყოს ბედნიერი შობის პერიოდში, რადგან მისი წიგნი ყველაზე გაყიდვადია ბრიტანეთში 2013 წელს. შოტლანდიელმა, რომელიც მანჩესტერს 27 წლის განვმალოაში წვრთნიდა, ავტობიოგრაფიული წიგნი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოუშვა და მხოლოდ 2 თვის მანძილზე, რაც ეს წიგნი მაღაზიებში გამოჩნდა, უკვე გაიყიდა 647,000 კოპია. ჯონ ჰოუელსი, "უოტერსტოუნის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს:"ეს წიგნი ალბათ იქნება ყველაზე გაყიდვადი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებს შორის, მას შემდეგ რაც დაიწყო ამ ტიპის წიგნების გამოშვება. არამგონია ორი თვის წინ ვინმეს ასეთი რამ თუ წარმოედგინა. განსაკუთრებით აქტიურები არიან ის ხალხი, ვისაც აინტერესებს ფართო მენეჯმენტი და ლიდერობა."

ფერგიუსონი წერს თავის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა ფეხბურთელის მიმართ. მან დაახასიათა ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც კარგად ვერ ეწყობოდა, მაგალითად როი კინი და დევიდ ბექჰემი. მან ასევე განაახლა საუბარი დაპირისპირებაზე ლივერპულის წინააღმდეგ. სერ ალექსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სტივენ ჯერარდი არ არის ტოპ-კლასის ფეხბურთელი. ფერგიუსონი ასევე შეეხო "მერსისაიდელ" ჯორდან ჰენდერსონს:"ჩვენ ვაკვირდებოდით მას დიდი ხნის მანძილზე. სტივ ბრიუსი ზედმეტად აღფრთოვანებული იყო ამ ბიჭით. მაგრამ როცა კარგად დავაკვირდით, შევამჩნიეთ- ის სირბილისას მთელ ძალას მუხლებს ატანდა. ვიფიქრეთ, რომ ეს პრობლემას შეუქმნიდა მას მომავალში."

წყარო:mirror.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ThiagoAlcantara
23 დეკემბერი 2013 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
fergi mgeli xar :*
0
№2
ავტორი: Vodafone
23 დეკემბერი 2013 23:06
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
განსაკუთრებით აქტიურები არიან ის ხალხი, ვისაც აინტერესებს ფართო მენეჯმენტი და ლიდერობა


გენიოსია ეს კაცი, არამარტო ფეხბურთში
0
№3
ავტორი: RedGirl
23 დეკემბერი 2013 23:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
შემოიტანონ საქართველოშიც და აქ ნახეთ დატაცება :D <3 აუ ბაბუუ <3 ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: Alex Buttner
24 დეკემბერი 2013 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ცუდია რო წიგნში რამოდენიმე ფეხბურთელის წლებში არი შეცდომები ამის გამო წამყვანმა მაღაზიებმა ფული დაუბრუნეს მყიდველებს
0
№5
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
მეც მინდაა
0
№6
ავტორი: red devil
24 დეკემბერი 2013 06:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Maurinio gamodi gicani :D es uechveli daitrevda am wigns :D moiesic iyidis albat
0
№7
ავტორი: Best 7
24 დეკემბერი 2013 09:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მე უკვე წავიკითხე რამდენიმე თავი მანუტდ.რუ ზე მაგარი წიგნია
0
№8
ავტორი: ლადო
24 დეკემბერი 2013 09:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძაან დონეა ბაბუ...იმედია მალე საქართველოშიც გაიჩითება ეს წიგნი
0
№9
ავტორი: BERDI
24 დეკემბერი 2013 10:33
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ფერგი ლეგენდააა და ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი ძალიან მაგარი იქნება ველოდები როდის გამოვა საქართველოში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: UTD-Rule
24 დეკემბერი 2013 10:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
როდის გაიჩითება რა აქ ვეღარ ვითმენ recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top