თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 22:33
ავტორი: love united,
ნანახია: 2570,
კომენტარები: 13
წიგნი, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადია
სერ ალექსის ავტობიოგრაფია ყველაზე გაყიდვადია დიდ ბრიტანეთში
წიგნი, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადია
"იუნაიტედის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს შეუძლია იყოს ბედნიერი შობის პერიოდში, რადგან მისი წიგნი ყველაზე გაყიდვადია ბრიტანეთში 2013 წელს. შოტლანდიელმა, რომელიც მანჩესტერს 27 წლის განვმალოაში წვრთნიდა, ავტობიოგრაფიული წიგნი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოუშვა და მხოლოდ 2 თვის მანძილზე, რაც ეს წიგნი მაღაზიებში გამოჩნდა, უკვე გაიყიდა 647,000 კოპია. ჯონ ჰოუელსი, "უოტერსტოუნის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს:"ეს წიგნი ალბათ იქნება ყველაზე გაყიდვადი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებს შორის, მას შემდეგ რაც დაიწყო ამ ტიპის წიგნების გამოშვება. არამგონია ორი თვის წინ ვინმეს ასეთი რამ თუ წარმოედგინა. განსაკუთრებით აქტიურები არიან ის ხალხი, ვისაც აინტერესებს ფართო მენეჯმენტი და ლიდერობა."

ფერგიუსონი წერს თავის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა ფეხბურთელის მიმართ. მან დაახასიათა ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც კარგად ვერ ეწყობოდა, მაგალითად როი კინი და დევიდ ბექჰემი. მან ასევე განაახლა საუბარი დაპირისპირებაზე ლივერპულის წინააღმდეგ. სერ ალექსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სტივენ ჯერარდი არ არის ტოპ-კლასის ფეხბურთელი. ფერგიუსონი ასევე შეეხო "მერსისაიდელ" ჯორდან ჰენდერსონს:"ჩვენ ვაკვირდებოდით მას დიდი ხნის მანძილზე. სტივ ბრიუსი ზედმეტად აღფრთოვანებული იყო ამ ბიჭით. მაგრამ როცა კარგად დავაკვირდით, შევამჩნიეთ- ის სირბილისას მთელ ძალას მუხლებს ატანდა. ვიფიქრეთ, რომ ეს პრობლემას შეუქმნიდა მას მომავალში."

წყარო:mirror.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
UTD-Rule,
მეც
0
№12
ავტორი: Shako Jones
24 დეკემბერი 2013 16:00
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვახ აი რატო არ უყიდია ჰენდერსნი :დ არადა თითქოს გადაწყვეტილი იყო ეგ საქმე
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
25 დეკემბერი 2013 12:15
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს როდის გამოვა საქართველოში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top