თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 19:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2251,
კომენტარები: 15
იანუზაის კუმირები
იანუზაიმ თავის სათაყვანო ფეხბურთელებზე ისაუბრა
იანუზაის კუმირები
ადნან იანუზაიმ ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებმაც მას შთააგონეს ფეხბურთის ფილოსოფია.

"როცა ბავშვი ვიყავი, ვუყურებდი დიად ფეხბურთელებს და დიად სახელებს. ძალიან მიყვარდა ზინედინ ზიდანის, ხუან რომან რიკელმეს და კაკას ყურება. ძნელია მათგან რომელიმეს გამორჩევა, მე მათ სამივეს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა მათი სათამაშო სტილი. ძალიან ახლგაზრდა ვიყავი, როდესაც ზიდანმა საფრანგეთს 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა მე არაერთხელ მიყურებია მისი თამაშისთვის, ზრდასრულ ასაკშიც."

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და მიყვარდა ფეხბურთელების ყურება. თუ თამაშობდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მაგალითად რონალდინოა, ყველა ტკბებოდა მისი ყურებით. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია ბურთით. რა თქმა უნდა, მე ყურადღებას მხოლოდ მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელებზე არ ვამახვილებდი. მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელებიდან ძალიან მომწონდა დევიდ ბექჰემი და კრიშტიანო რონალდო. მე "იუნაიტედში" შესანიშნავი ფეხბურთელებით ვარ გარემოცული და ყოველდღე ვსწავლობ მათგან."

"ზიდანი, რიკელმე და კაკა არიან 10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები, სწორედ ეს სტილი მომწონს მე. ამ პოზიციაზე ვითამაშე "ნორვიჩის" წინააღმდეგ "ლიგის თასის" მატჩში და ძალიან ვისიამოვნე, თუმცა მე ფლანგზეც ვთამაშობ და ძალიან მიჩვეული ვარ აქ თამაშს. შემიძლია ბევრ პოზიციაზე თამაში - რეზერვებში ყოფნისას ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი და ვფიქრობ გუნდისთვის კარგ სამუშაოს ვაკეთებდი. მთავარია გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯო და საუკეთესო თვისებები გამოავლინო."

"რაც მთავარია, მე ბევრს ვმუშაობდი ჩემი შანსის მოსაპოვებლად, ბოსმა მე მომცა თავის წარმოჩენის საშუალება, ამიტომ ვცდილობ ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯო."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
23 დეკემბერი 2013 19:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაი გემოვნება ქონია wink
0
№2
ავტორი: gilmour
23 დეკემბერი 2013 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
"როცა ახალგაზრდა ვიყავი" - რა ამბიციური ბავშვია lol
0
№3
ავტორი: VaRdo
23 დეკემბერი 2013 20:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
"როცა ახალგაზრდა ვიყავი" - რა ამბიციური ბავშვია


მაგარი ბოშვია სიმონ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2013 20:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ახალგაზრდა რომ იყო,7-8 წლის ასაკში.. :დ სტარიკივით რომ ბაზრობს :დ რა ქვეყანა დაუნგრიეს :დ
0
№5
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2013 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ras erchi kai gemovneba qonia :D
0
№6
ავტორი: LizarD
23 დეკემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ნორმ გემოვნება აქვს derpneutral
0
№7
ავტორი: GoGa.
23 დეკემბერი 2013 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
რეალი ევასება და წავა კიდეც -_- am
0
№8
ავტორი: A.J.44
23 დეკემბერი 2013 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ცოტახანში თითინ იქნები ვინმეს კუმირი <3333
0
№9
ავტორი: RedGirl
23 დეკემბერი 2013 23:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გემოვნება აქვს რა გინდა :D

ვფიქრობ გუნდისთვის კარგ სამუშაოს ვაკეთებდი

შენ სულ კარგ სამუშაოს ასრულებ ! :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
RedGirl,
*1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top