თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 19:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2255,
კომენტარები: 15
იანუზაის კუმირები
იანუზაიმ თავის სათაყვანო ფეხბურთელებზე ისაუბრა
იანუზაის კუმირები
ადნან იანუზაიმ ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებმაც მას შთააგონეს ფეხბურთის ფილოსოფია.

"როცა ბავშვი ვიყავი, ვუყურებდი დიად ფეხბურთელებს და დიად სახელებს. ძალიან მიყვარდა ზინედინ ზიდანის, ხუან რომან რიკელმეს და კაკას ყურება. ძნელია მათგან რომელიმეს გამორჩევა, მე მათ სამივეს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა მათი სათამაშო სტილი. ძალიან ახლგაზრდა ვიყავი, როდესაც ზიდანმა საფრანგეთს 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა მე არაერთხელ მიყურებია მისი თამაშისთვის, ზრდასრულ ასაკშიც."

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და მიყვარდა ფეხბურთელების ყურება. თუ თამაშობდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მაგალითად რონალდინოა, ყველა ტკბებოდა მისი ყურებით. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია ბურთით. რა თქმა უნდა, მე ყურადღებას მხოლოდ მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელებზე არ ვამახვილებდი. მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელებიდან ძალიან მომწონდა დევიდ ბექჰემი და კრიშტიანო რონალდო. მე "იუნაიტედში" შესანიშნავი ფეხბურთელებით ვარ გარემოცული და ყოველდღე ვსწავლობ მათგან."

"ზიდანი, რიკელმე და კაკა არიან 10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები, სწორედ ეს სტილი მომწონს მე. ამ პოზიციაზე ვითამაშე "ნორვიჩის" წინააღმდეგ "ლიგის თასის" მატჩში და ძალიან ვისიამოვნე, თუმცა მე ფლანგზეც ვთამაშობ და ძალიან მიჩვეული ვარ აქ თამაშს. შემიძლია ბევრ პოზიციაზე თამაში - რეზერვებში ყოფნისას ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი და ვფიქრობ გუნდისთვის კარგ სამუშაოს ვაკეთებდი. მთავარია გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯო და საუკეთესო თვისებები გამოავლინო."

"რაც მთავარია, მე ბევრს ვმუშაობდი ჩემი შანსის მოსაპოვებლად, ბოსმა მე მომცა თავის წარმოჩენის საშუალება, ამიტომ ვცდილობ ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯო."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
24 დეკემბერი 2013 09:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი ეხბურთელი დადგება ამისგან
0
№12
ავტორი: Hernandez
24 დეკემბერი 2013 12:31
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
როცა ახალგაზრდა იყო wink ძაან მომწონს რა ეს ბიჭი და ზაჰა
0
№13
ავტორი: buka oboladze
24 დეკემბერი 2013 13:13
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
GoGa.,
შენ რა რეალის ფანი ხარ??
0
№14
ავტორი: Rosso Diavolo
25 დეკემბერი 2013 12:08
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მალე შენც ასეთი გახდები ადნან <3
0
№15
ავტორი: yurashvili2012
26 დეკემბერი 2013 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
magari xar
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top