თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 14:41
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1745,
კომენტარები: 11
პატრის ევრა. კითხვა-პასუხი
ევრამ ფანებს Facebook_ზე უპასუხა
პატრის ევრა. კითხვა-პასუხი
მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა, პატრის ევრამ, პასუხი გასცა ფანების შეკითხვებს, რომელიც Facebook_ზე დაუსვეს.

მანჩესტერ იუნაიტედში ყოფნისას, რომელ სეზონს გამოარჩევდით?

ალბათ ყველაზე გამორჩეული 2007/2008 წლის სეზონი იყო. იმ წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. მაშინ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავდა.

რომ გქონდეთ შანსი განახორციელოთ თქვენი ერთ-ერთი ოცნება, რომელს აირჩევდით?

კარგი შეკითხვაა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მთელს მსოფლიოში ბავშვებს ყოველდღე ჰქონოდათ საკვები.

სადაც გიმოგზაურიათ იმ ქვეყნებიდან რომელს გამოარჩევდით?

ამერიკა, კონკრეტულად ლოს ანჟელესი. იქ ყველაფერი ძალიან მომწონს. ეს არის ადგილი სადაც კიდევ ვისურვებდი დაბრუნებას.

როგორი შეგრძნებაა იყო მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი?

ეს შესანიშნავი გრძნობაა. კარგად მახსოვს ის მომენტი როცა სერ ალექსმა განაცხადა, რომ მე ვიქნებოდი იუნაიტედის კაპიტანი. ეს იყო ვოლფსბურგთან მატჩის წინ. მან თქვა:" იუნაიტედის კაპიტანი პატრის ევრა იქნება." მე ვუპასუხე:" რა თქმა უნდა, თუ ხვალამდე სიხარულისგან გული არ გამისკდა." მე ყოველთვის ვიამაყებ ამით.


გენატრებათ პარ ჯი სუნგი?

დიახ, ძალიან. ტელეფონით ვუკავშირდებით ერთმანეთს, ხოლო როცა ქუინს პარკში თამაშობდა, მაშინ ხშირად ვხვდებოდი. ჩვენ დღესაც ახლო მეგობრები ვართ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვთამაშობთ. მე მენატრება ის, რადგან მართლაც შესანიშნავი ადამიანია.


თქვენ იშვიათად ტოვებთ შეხვედრებს, რა არის საიდუმლო?

საიდუმლო ისაა, რომ მხოლოდ პენსიაზე დავისვენებ. მე მიყვარს ეს კლუბი და მინდა რეგულარულად ვითამაშო მის შემადგენლობაში. ვაკეთებ იმას რაც ყველზე მეტად მიყვარს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. წლებთან ერთად უფრო უკეთ გრძნობ შენს სხეულს, რაც გეხმარება უკეთ მოემზადო მემდევნო მატჩებისათვის.

წყარო: Redevils.Ru
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
23 დეკემბერი 2013 14:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რომ გქონდეთ შანსი განახორციელოთ თქვენი ერთ-ერთი ოცნება, რომელს აირჩევდით?

კარგი შეკითხვაა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მთელს მსოფლიოში ბავშვებს ყოველდღე ჰქონოდათ საკვები.


love მაგარი კაცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: MARI
23 დეკემბერი 2013 14:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
ღირსეული ვიცე კაპიტანი hi2
0
№3
ავტორი: Malboro463
23 დეკემბერი 2013 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
მაგარი კაცია
0
№4
ავტორი: A.J.44
23 დეკემბერი 2013 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
მაგაი აკცია <33
0
№5
ავტორი: Shako Jones
23 დეკემბერი 2013 16:25
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ძალიან საჭირო ფეხბურთელია კლუბისთვის :)) ზოგი თავისუფლად რო თმობს წავიდეს დაბერდაო )) დიდი მოტივაცია შემოაქვს კლუბში,ლიდერია და დიდი ხანია გუნდის უცვლელი წევრია ძირითადში დგას რამდენი წელია

ტრავმებსაც არ იღებს
0
№6
ავტორი: Vodafone
23 დეკემბერი 2013 17:17
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მე ვუპასუხე:" რა თქმა უნდა, თუ ხვალამდე სიხარულისგან გული არ გამისკდა."
ahahaha ahahaha მაგარი კაცია
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2013 17:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს და პარკი მაგარი ძმები იყვნენ winked გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და არ მინდა ამის წასვლის შემდეგაც პრობლემები შეიქმნას მარცხენა ფლანგზე. ეს ბიუტნერი ხო კარგი, მაგრამ ძალიან გამოუცდელია, არ ვიცი როგორ შეძლებს განვითარებას.
0
№8
ავტორი: Manchester_M
23 დეკემბერი 2013 18:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ასე კარგად რატომ იყვენენ ეს და პარ ჯი?
0
№9
ავტორი: buka oboladze
23 დეკემბერი 2013 18:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Manchester_M,
ძმაკაცობდნენ რა
0
№10
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2013 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia ar wava da gaaxangqdzlivebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top