თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 14:41
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1758,
კომენტარები: 11
პატრის ევრა. კითხვა-პასუხი
ევრამ ფანებს Facebook_ზე უპასუხა
პატრის ევრა. კითხვა-პასუხი
მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა, პატრის ევრამ, პასუხი გასცა ფანების შეკითხვებს, რომელიც Facebook_ზე დაუსვეს.

მანჩესტერ იუნაიტედში ყოფნისას, რომელ სეზონს გამოარჩევდით?

ალბათ ყველაზე გამორჩეული 2007/2008 წლის სეზონი იყო. იმ წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. მაშინ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავდა.

რომ გქონდეთ შანსი განახორციელოთ თქვენი ერთ-ერთი ოცნება, რომელს აირჩევდით?

კარგი შეკითხვაა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მთელს მსოფლიოში ბავშვებს ყოველდღე ჰქონოდათ საკვები.

სადაც გიმოგზაურიათ იმ ქვეყნებიდან რომელს გამოარჩევდით?

ამერიკა, კონკრეტულად ლოს ანჟელესი. იქ ყველაფერი ძალიან მომწონს. ეს არის ადგილი სადაც კიდევ ვისურვებდი დაბრუნებას.

როგორი შეგრძნებაა იყო მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი?

ეს შესანიშნავი გრძნობაა. კარგად მახსოვს ის მომენტი როცა სერ ალექსმა განაცხადა, რომ მე ვიქნებოდი იუნაიტედის კაპიტანი. ეს იყო ვოლფსბურგთან მატჩის წინ. მან თქვა:" იუნაიტედის კაპიტანი პატრის ევრა იქნება." მე ვუპასუხე:" რა თქმა უნდა, თუ ხვალამდე სიხარულისგან გული არ გამისკდა." მე ყოველთვის ვიამაყებ ამით.


გენატრებათ პარ ჯი სუნგი?

დიახ, ძალიან. ტელეფონით ვუკავშირდებით ერთმანეთს, ხოლო როცა ქუინს პარკში თამაშობდა, მაშინ ხშირად ვხვდებოდი. ჩვენ დღესაც ახლო მეგობრები ვართ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვთამაშობთ. მე მენატრება ის, რადგან მართლაც შესანიშნავი ადამიანია.


თქვენ იშვიათად ტოვებთ შეხვედრებს, რა არის საიდუმლო?

საიდუმლო ისაა, რომ მხოლოდ პენსიაზე დავისვენებ. მე მიყვარს ეს კლუბი და მინდა რეგულარულად ვითამაშო მის შემადგენლობაში. ვაკეთებ იმას რაც ყველზე მეტად მიყვარს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. წლებთან ერთად უფრო უკეთ გრძნობ შენს სხეულს, რაც გეხმარება უკეთ მოემზადო მემდევნო მატჩებისათვის.

წყარო: Redevils.Ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2013 23:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Manchester_M,
ყველაზე მხიარულები იყვნენ გუნდში :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top