თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 13:02
ავტორი: love united,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 13
დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?
ზამთარში გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს
დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?
"იუნაიტედმა" გამორიცხა რობინ ვან პერსისა და შინჯი კაგავას გაყიდვა ზამთარში. მენეჯერი დევიდ მოიესი ეცდება შეინარჩუნოს შემტევი ხუთეული- რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, დენი უელბეკი, ჩიჩარიტო და შინჯი კაგავა. მანჩესტერი ოთხ ფრონტზე იბრძვის, ასე რომ ხუთივე მათგანი საჭიროა გუნდისთვის. შოტლანდიელმა მწვრთნელმა ასევე გამორიცხა კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს შესაძლო გადმოსვლა "ოლდ ტრაფორდზე".

დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?

შინჯი და რობინი გუნდს ზამთარში არ დატოვებენ


მოიესმა თქვა:"არ ვთვლი, რომ გვჭირდება ცენტრალური ფორვარდების დამატება. ჩვენ გვყავს ვან პერსი, რუნი, ერნანდესი, უელბეკი. ასევე შინჯი კაგავა, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ფორვარდის უკან. ხალხისთვის ადვილია დაასახელონ რომელიმე ფეხბურთელი, ვის შეძენასაც გვავალდებულებენ. ისინი ზედაპირულად უყურებენ ყველაფერს, როდესაც კარგად დააკვირდები მათ თამაშს, აშკარაა, არ გამოდგება "იუნაიტედისთვის". ამ სეზონში ლუის სუარესი და სერხიო აგუერო შესანიშნავ ფორმაში არიან. მოიესმა განაცხადა:"რობინ ვან პერსი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ასევე უეინ რუნი, რომელიც წელს შესანიშნავ ფორმაშია."

დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?

მოიესს ფალკაო არ აინტერესებს


ამ დროისთვის პერსი ბარძაყის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. გავრცელებული ინფრომაციით ეს იმის ბრალია, რომ მოიესი მას ძალიან დიდი დატვირთვით ავარჯიშებდა. მენეჯერს სურს ჰოლანდიელის დაბრუნება საშობაო პერიოდში. ის ვერ ითამაშებს "ჰალ სიტისთან", მაგრამ შესაძლოა მოგვიანებით დაუბრუნდეს "იუნაიტედს":"ვან პერსი ნელ-ნელა გამოკეთდება. ის თავს უკეთესად გრძნობს და კარგად გამოიყურება, მაგრამ ბოლომდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ განკურნებულია. მას ჰქონდა ბარძაყის ტრავმა "არსენალშიც". სწორედ ეს უნდა გავარკვიოთ- არ განუმეორდეს ეს. ამ ტრავმამ არ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე."

დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?

უილფრიდ ზაჰა ზამთარში ალბათ გუნდს დატოვებს


მოიესი რამდენიმე ფეხბურთელს დააყენებს ტრანსფერზე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. ამ ჩამონათვალში შედიან ბრაზილიელი ანდერსონი, ვინგერი უილფრიდ ზაჰა და მარცხენა მცველი ალექს ბიუტნერი.

წყარო:dailymail
ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
22 დეკემბერი 2013 13:07
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
თავდასხმაში ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ხალხი. ერთი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი გვინდა. ზაჰას გაშვებას კიდე ჯობია დრო მისცეს, იანუზაიზე არაფრით არაა ნაკლები, თან ახლა ტრავმების ეპიდემიაა და არ შეიძლება ფეხბურთელის გაშვება, ყველა დაგვჭირდება.
0
№2
ავტორი: LizarD
22 დეკემბერი 2013 13:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ბიუტნერს არ გაუშვებს, ევრას შემცვლელი ეგ არის და მცველის გარეშე არ დატოვებს გუნდს უაზრობაა... ჭორი... პერსი და კაგავა კიდე ხომ გამორიცხულია,, კაგავა შედის ფორმაში და პერსის ტრამვები კიდე დროებითია..
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
22 დეკემბერი 2013 13:12
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
კაგავას თუ გაუშვებენ როისი მოიყვანონ :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Jubo
22 დეკემბერი 2013 13:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
აი კაგავა კიდე ხო მარა ვან პერსიზე არ მესმის საიდან იგონებენ ასეთ სისულელეებს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
22 დეკემბერი 2013 13:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საღოლ კარგია ბიჭები არმიდიან ....გაუშვან ზაჰა..ანდერსონი გუნდს ეხმარება ინგლისის თასზე და ასოციაციის თასში
0
№6
ავტორი: red_girl
22 დეკემბერი 2013 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
xalxo bolomde waikitxet olme sataurit nu msjelobt statiahi weria ro ar ushvbso
0
№7
ავტორი: UTD-Rule
22 დეკემბერი 2013 13:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ფლეიმეიქერი ვინმე გვჭირდება აშკარად თუ კაგავას არ ვათაამშებთ მის პოზიციაზე და ერთ კარგი მცველიც არ იქნება ურიგო... ზაჰა კიდევ უნდა წავიდეს არენდით,რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდში ჩვენთვისაც უკეთესი იქნება და მისთვისაც....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: tupaca
22 დეკემბერი 2013 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Andersoni moashoron Da zed miayolon marad perspeqtiuli nani aseve didad ar dameydeba guli yangzrc :) moyvanit ki roisi Da cabaye moiyvanon nik pauelic daabrunon Da egari jerjerobit ;)
0
№9
ავტორი: Man United Fan
22 დეკემბერი 2013 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
თუ კაგავა წავა რა ვქნა ეხლა, მაინც გვყავს შემცვლელები და პერსიზე არა მგონია.

ანდერსონი, ნანი და იანგიც წავიდნენ.

და მოვიყვანოტ- როისი, ლინგარდი დავაბრუნოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№10
ავტორი: KONSTANTINE
22 დეკემბერი 2013 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
roni gadmoiyvanoon kagava ra sawhiroaa. Runi, roni da van persi sauketeso trio iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top