თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 13:02
ავტორი: love united,
ნანახია: 2610,
კომენტარები: 13
დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?
ზამთარში გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს
დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?
"იუნაიტედმა" გამორიცხა რობინ ვან პერსისა და შინჯი კაგავას გაყიდვა ზამთარში. მენეჯერი დევიდ მოიესი ეცდება შეინარჩუნოს შემტევი ხუთეული- რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, დენი უელბეკი, ჩიჩარიტო და შინჯი კაგავა. მანჩესტერი ოთხ ფრონტზე იბრძვის, ასე რომ ხუთივე მათგანი საჭიროა გუნდისთვის. შოტლანდიელმა მწვრთნელმა ასევე გამორიცხა კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს შესაძლო გადმოსვლა "ოლდ ტრაფორდზე".

დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?

შინჯი და რობინი გუნდს ზამთარში არ დატოვებენ


მოიესმა თქვა:"არ ვთვლი, რომ გვჭირდება ცენტრალური ფორვარდების დამატება. ჩვენ გვყავს ვან პერსი, რუნი, ერნანდესი, უელბეკი. ასევე შინჯი კაგავა, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ფორვარდის უკან. ხალხისთვის ადვილია დაასახელონ რომელიმე ფეხბურთელი, ვის შეძენასაც გვავალდებულებენ. ისინი ზედაპირულად უყურებენ ყველაფერს, როდესაც კარგად დააკვირდები მათ თამაშს, აშკარაა, არ გამოდგება "იუნაიტედისთვის". ამ სეზონში ლუის სუარესი და სერხიო აგუერო შესანიშნავ ფორმაში არიან. მოიესმა განაცხადა:"რობინ ვან პერსი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ასევე უეინ რუნი, რომელიც წელს შესანიშნავ ფორმაშია."

დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?

მოიესს ფალკაო არ აინტერესებს


ამ დროისთვის პერსი ბარძაყის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. გავრცელებული ინფრომაციით ეს იმის ბრალია, რომ მოიესი მას ძალიან დიდი დატვირთვით ავარჯიშებდა. მენეჯერს სურს ჰოლანდიელის დაბრუნება საშობაო პერიოდში. ის ვერ ითამაშებს "ჰალ სიტისთან", მაგრამ შესაძლოა მოგვიანებით დაუბრუნდეს "იუნაიტედს":"ვან პერსი ნელ-ნელა გამოკეთდება. ის თავს უკეთესად გრძნობს და კარგად გამოიყურება, მაგრამ ბოლომდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ განკურნებულია. მას ჰქონდა ბარძაყის ტრავმა "არსენალშიც". სწორედ ეს უნდა გავარკვიოთ- არ განუმეორდეს ეს. ამ ტრავმამ არ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე."

დატოვებენ თუ არა გუნდს კაგავა და ვან პერსი?

უილფრიდ ზაჰა ზამთარში ალბათ გუნდს დატოვებს


მოიესი რამდენიმე ფეხბურთელს დააყენებს ტრანსფერზე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. ამ ჩამონათვალში შედიან ბრაზილიელი ანდერსონი, ვინგერი უილფრიდ ზაჰა და მარცხენა მცველი ალექს ბიუტნერი.

წყარო:dailymail
ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
22 დეკემბერი 2013 18:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თავდასხმა კი არა ნახევარდაცვას მივხედოთ ჯობია :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: VaRdo
22 დეკემბერი 2013 18:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხო აი ისე მაგრად მიგვდის საქმე ამათი გაშვებაღა აკლია გუნდს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: A.J.44
22 დეკემბერი 2013 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
პერსი ბრუნდება ნორვიჩთან ??
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top