თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 21:31
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1814,
კომენტარები: 15
რაფაელი ინგლისის ნაკრებში?
რაფაელი ახლოს იყო ინგლისის ნაკრებში მოხვედრასთან
რაფაელი ინგლისის ნაკრებში?
როგორც ცნობილი გახდა"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რაფაელ და სილვა განიხილავდა ინგლისის ნაკრებში თამაშის შანსს, თუმცა მან შეცვალა გადაწყვეტილება მას შემდეგ რაც ადნან იანუზაის თემამ მთელი ინგლისი მოიცვა.

მარჯვენა მცველმა, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა, ითამაშა მხოლოდ ორი მეგობრული მატჩი "სელესაოს" შემადგენლობაში. ასევე მან წარადგინა ბრაზილიის ნაკრები საზაფხულო ოლიმპიადაზე.

23 წლის მცველმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ნაკრებში ადგილის მოპოვება, რადგან ამ პოზიაციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, დანი ალვეში დგას. სავარაუდოდ, სწორედ "ბარსელონას" მცველი იქნება "მსოფლიო ჩემპიონატზე" მწვრთნელის ძირითადი არჩევანი.

Times-ის ცნობით რაფაელი სერიოზულად ფიქრობდა ინგლისის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ადნან იანუზაის "სამ ლომში" შესაძლო თამაშით გამოწვეულმა დებატებმა მას აზრი შეაცვლევინა.

ბელგიაში დაბადებულ იანუზაის, რომელსაც ალბანელი მშობელბი ჰყავს, შესთავაზეს ინგლისის ნაკრებში თამაში. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია და საბოლოოდ ეს ვარიანტი აღარ განიხილება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების წევრმა ჯეკ უილშირმა, რომელმაც განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებში მხოლოდ ინგლისელებმა უნდა ითამაშონ. ამან თავისთავად გამორიცხა ადნან იანუზაის და რაფელის "სამ ლომში" თამაში.

რაფაელს აქვს პორტუგალიური მოქალაქეობა, ამიტომ განიხილებოდა მისი თამაში პორტუგალიის ნაკრებში, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდა მცველს გადაწყვეტილი აქვს მთელი ძალებით იბრძოლოს ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრისთვის და გახდეს ლუის ფელიპე სკოლარის პირველი აჩევანი "მსოფლიო ჩემპიონატზე".

წყარო: Mirror
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 21:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ისევ ბრაზილიას მიაწვეს, წელს თუ კარგად ითამაშა სერიოზული კონკრენტი იქნება ალვეშის
0
№2
ავტორი: love united
20 დეკემბერი 2013 21:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმსახურებს ეს კაცი ძირითადს..
0
№3
ავტორი: Esi
20 დეკემბერი 2013 21:44
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
არა რაფიიიკ...ბრაზილიას ჭირდები!!!
0
№4
ავტორი: Malboro463
20 დეკემბერი 2013 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ინგლისში ეს გლენ ჯონსონს ვერ ამოაგდებს მინიმუმ 5 წელი. ბრაზილიაში მაიკონი და ალვეში ასაკშია და იმათ შეცვლის
0
№5
ავტორი: gilmour
20 დეკემბერი 2013 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ბრაზილიელია და ბრაზილიაში უნა იყოს მართალია, გერმანიის ნაკრები ხო არაა ინგლისი, 4 გერმანელი რო თამაშობს მარტო ძირითადში.
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 21:58
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
შანსი არაა ამას ვინ ათამაშებს ისედაც ამ პოზიციაზე სავსეა გუნდი
0
№7
ავტორი: BERDI
20 დეკემბერი 2013 21:59
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ალვეში წავა სკა,ისკენ ნელნელა კი მინდა რო ინგლისში იყოს მაგრამ ჯობია დარჩეს ბრაზილიაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: LizarD
20 დეკემბერი 2013 22:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ინგლისში ინგლისელებმა უნდა ითამაშონ. ვეთანხმები ვილშერს..
0
№9
ავტორი: MARI
20 დეკემბერი 2013 22:12
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
ბრაზილიაში ჯერჯერობით შანსი არ აქვს მაგრამ თუ შემოთავაზება არ ექნება ბრაზილიისგან ითამაშოს ინგლისში გამოადგებათ
0
№10
ავტორი: Manchester_M
20 დეკემბერი 2013 22:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მევასება ეს ეროვნების შეცვლა ქვეყნის ღალატად მიმაჩნია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top