თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 21:31
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1815,
კომენტარები: 15
რაფაელი ინგლისის ნაკრებში?
რაფაელი ახლოს იყო ინგლისის ნაკრებში მოხვედრასთან
რაფაელი ინგლისის ნაკრებში?
როგორც ცნობილი გახდა"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რაფაელ და სილვა განიხილავდა ინგლისის ნაკრებში თამაშის შანსს, თუმცა მან შეცვალა გადაწყვეტილება მას შემდეგ რაც ადნან იანუზაის თემამ მთელი ინგლისი მოიცვა.

მარჯვენა მცველმა, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა, ითამაშა მხოლოდ ორი მეგობრული მატჩი "სელესაოს" შემადგენლობაში. ასევე მან წარადგინა ბრაზილიის ნაკრები საზაფხულო ოლიმპიადაზე.

23 წლის მცველმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ნაკრებში ადგილის მოპოვება, რადგან ამ პოზიაციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, დანი ალვეში დგას. სავარაუდოდ, სწორედ "ბარსელონას" მცველი იქნება "მსოფლიო ჩემპიონატზე" მწვრთნელის ძირითადი არჩევანი.

Times-ის ცნობით რაფაელი სერიოზულად ფიქრობდა ინგლისის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ადნან იანუზაის "სამ ლომში" შესაძლო თამაშით გამოწვეულმა დებატებმა მას აზრი შეაცვლევინა.

ბელგიაში დაბადებულ იანუზაის, რომელსაც ალბანელი მშობელბი ჰყავს, შესთავაზეს ინგლისის ნაკრებში თამაში. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია და საბოლოოდ ეს ვარიანტი აღარ განიხილება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების წევრმა ჯეკ უილშირმა, რომელმაც განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებში მხოლოდ ინგლისელებმა უნდა ითამაშონ. ამან თავისთავად გამორიცხა ადნან იანუზაის და რაფელის "სამ ლომში" თამაში.

რაფაელს აქვს პორტუგალიური მოქალაქეობა, ამიტომ განიხილებოდა მისი თამაში პორტუგალიის ნაკრებში, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდა მცველს გადაწყვეტილი აქვს მთელი ძალებით იბრძოლოს ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრისთვის და გახდეს ლუის ფელიპე სკოლარის პირველი აჩევანი "მსოფლიო ჩემპიონატზე".

წყარო: Mirror
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2013 22:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: gilmour
ბრაზილიელია და ბრაზილიაში უნა იყოს მართალია, გერმანიის ნაკრები ხო არაა ინგლისი, 4 გერმანელი რო თამაშობს მარტო ძირითადში.

შენც გეთანხმები და უილშირსაც !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: A.J.44
21 დეკემბერი 2013 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
უნდა დარჩეს ბრაზილიაში
0
№13
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2013 04:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრაზილიას მიაწვეს winked ინგლისში მხოლოდ ინგლისელები უნდა თამაშობდნენ! ჯერ იანუზაიზე იყო დიდი ამბები და ეხლა ამაზე უარეს იქნება wink არ ღირს მგონი, ბრაზილიაში უფრო ექნება ალბათ შანსი ძირითადის და იქ უფრო აქვს შანსი წარმატების ვიდრე ინგლისის ამ ნაკრებში
0
№14
ავტორი: red devil
21 დეკემბერი 2013 06:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Wavides braziliashi itamashos jobia yvelapers
0
№15
ავტორი: RedGirl
21 დეკემბერი 2013 11:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯობია ბრაზილიისთვის იბრძოლოს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top