თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 20:21
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2483,
კომენტარები: 12
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია "აონის" სავარჯიშო ბაზაზე
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
უეინ რუნიმ შესაძლოა მოახერხოს თამაში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლუიშ ნანი, რომელსაც მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აქვს.

"იუნაიტედის" მენეჯერმა დაადასტურა, რომ ინგლისელს შანსი ექნება ითამაშოს "ჩაქუჩებთან", მას შემდეგ რაც საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა "ლიგის თასის" დაპირისპირება "სტოკთან".

"უეინს აქვს შანსი." - განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე. "ასე რომ, ვნახავთ როგორ იქნება ის ხვალ. ნანის აქვს მყესის ტრავმა და ამაზე ძალიან ვღელავთ. მისი ტრავმა უარესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით, ამიტომ მას შეიძლება რამდენიმე კვირა გაუცდეს."

ბოსმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მატჩებში რამდენიმე ფეხბურთელმა მოახერხა თავის გამოჩენა, რაც მას უფრო დიდი არჩევანს დაუტოვებს შემადგენლობის არჩევაში.

"ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იმუშავეს." დაამატა ბოსმა. "სწორედ ამიტომ ჰყავს გუნდს ამდენი კარგი ფეხბურთელი, სეზონის განმავლობაში უამრავი მატჩის ჩატარება გვიწევს, ამიტომ საჭიროა ბევრი ფეხბურთელის ყოლა."

"ბოლო დროს ტრავმების გამო მცირე არჩევანი მქონდა, თუმცა მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ჩვენ დაგვჭირდება მთელი გუნდი, რომელიც გვყავს. დარენ ფლეტჩერის დაბრუნებამაც ძალიან კარგად იმოქმედა გუნდის განწყობაზე. თუმცა მხოლოდ ეს არაა, დარენი ძალიან მალე შეძლებს სასურველი ფორმის აკრეფას და ის გუნდისთვის დიდი ძალა იქნება."


დევიდ მოიესს სურს, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა აიღონ ეშლი იანგის და პატრის ევრას მაგალითი და ეცადონ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას.

"სტოკთან" გატანილი გოლით იანგი გახდა მე-14 ფეხბურთელი "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რომელმაც წლევანდელ სეზონში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ევრასთვის ეს გახდა მეორე გოლი ამ სეზონში.

ასევე ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა კლვერლიმ გასულ კვირას, "ვილა პარკზე". გამომდინარე იქიდან, რომ გუნდს ერთი თვით დააკლდება ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, მოიესს სურს, რომ მისმა გუნდმა შეძლოს ბევრი გოლის გატანა ყოველ მატჩში.

"მე მინდა, რომ გოლი გაიტანოს ყველამ" - განაცხადა მოიესმა. "მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ ყოველ მატჩში უნდა გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი, სხვადასხვა პოზიციიდან."

"საბედნიეროდ, ამ სეზონში ჩვენი თავდამსხმელები ახერხებენ გოლების გატანას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან გამიხარდა ეშლის გოლი, ევრასაც მშვენიერი გოლი გამოუვიდა."


მოიესს სურს გააგრძელოს დაუმარცხებელი სერია "ვესტ ჰემთან" მატჩში. ასევე მან აღნიშნა, რომ "იუნაიტედის" ბოლოდროინდელი ცუდი პერიოდის მიუხედავად, აღფრთოვანებულია გულშემატკივრების აქტიურობით.

"მე არასდროს მინახავს 'ოლდ ტრაფორდი' გაღიზიანებული, ასეთი რამ ამ სეზონში არ მომხდარა. ეს შესანიშნავი ადგილია სათამაშოდ." დაამატა ბოსმა.

"გულშემატკივრობა უბრალოდ ფანტასტიურია, ისინი ყოველთვის ზურგს უმაგრებენ გუნდს. ამიტომ ჩვენ მათ გამო ვალდებულები ვართ მოვიგოთ და გავიტანოთ მეტი გოლი, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გაკეთებას."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 20:23
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რუნი ძალიან გვჭირდება ახლა. ფანები მართლა ძალიან მაგრები არიან ბოლო თამაშებში.
0
№2
ავტორი: love united
20 დეკემბერი 2013 20:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფანები ამ ბოლო დროს მართლა გააქტიურდნენ...უნდა მოვიგოთ,თან გოლსაც თუ არ გავუშვებთ კარგი იქნება..
0
№3
ავტორი: Man United Fan
20 დეკემბერი 2013 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
ფანების აქტიურობა ნამდვილად აღსანიშნავია! და გოლს თუ არ გაუშვებთ კარგი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№4
ავტორი: gilmour
20 დეკემბერი 2013 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე მგონია რო რუნი აუცილებლად იქნება ხვალ, ნანის არ ყოფნას არ აქვს აზრი, არც ტრავმის გარეშე არ არის ხოლმე ძირითადში.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 21:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვნახოთ რა კამანდას გამოიყვანს ბოსი და რა შედეგით დაასრულებს გუნდი თამაშს
0
№6
ავტორი: LizarD
20 დეკემბერი 2013 22:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნი გაასწორებს ძირითადში და ბევრი გოლიც... მოიესი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს, ფერგი 1 გოლით წინ რომ იყო სხვანაირად ათამაშებდა, დევიდი კიდე ითხოვს ბევრს,, მომწონს..
0
№7
ავტორი: BERDI
20 დეკემბერი 2013 22:20
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ფანები მართლა საღოლ დაბრდღვნეს ყველაფერი რუნი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან გვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: A.J.44
21 დეკემბერი 2013 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
რუნიიიიი <3333
0
№9
ავტორი: Macklemore
21 დეკემბერი 2013 00:59
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აუ განაცხადა ბოსმაო რო წერია უცებ თვალწინ ფერგი წარმომიდგა, ბოსს მარტო იმას ვეძახდი.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2013 04:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანის აქვს მყესის ტრავმა და ამაზე ძალიან ვღელავთ


გაჩერდი ერთი თუ ძმა ხარ რა biggrin2

ფლეტჩერის დაბრუნებამ როგორც გუნდში ასევე ფანებშიც დიდი სიხარული გამოიწვია, ნუ ფანების უმეტესობასი მაინც. არ ვიცი რას ერჩიან ამ კაცს, ზოგჯერ ცუდად მხვდება მასზე საუბრები, რომ ის იუნაიტედის დონის არაა და ასე შემდე. პირადად მე კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ფეხბურთელთან. ბოლო–ბოლო მარტო იმიტომ უნდა სცე პატივი რომ ასეთი მებრძოლია და გუნდის ერთგული

იმედია ხვალ რუნი ითამაშებს, ძალიან დაგვჭირდება. თუმცა გარისკვა არამგონია გვიღირდეს. მთავარია მატჩი მოვიგოთ დამაჯარებლად და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top