თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 20:21
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია "აონის" სავარჯიშო ბაზაზე
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
უეინ რუნიმ შესაძლოა მოახერხოს თამაში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლუიშ ნანი, რომელსაც მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აქვს.

"იუნაიტედის" მენეჯერმა დაადასტურა, რომ ინგლისელს შანსი ექნება ითამაშოს "ჩაქუჩებთან", მას შემდეგ რაც საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა "ლიგის თასის" დაპირისპირება "სტოკთან".

"უეინს აქვს შანსი." - განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე. "ასე რომ, ვნახავთ როგორ იქნება ის ხვალ. ნანის აქვს მყესის ტრავმა და ამაზე ძალიან ვღელავთ. მისი ტრავმა უარესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით, ამიტომ მას შეიძლება რამდენიმე კვირა გაუცდეს."

ბოსმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მატჩებში რამდენიმე ფეხბურთელმა მოახერხა თავის გამოჩენა, რაც მას უფრო დიდი არჩევანს დაუტოვებს შემადგენლობის არჩევაში.

"ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იმუშავეს." დაამატა ბოსმა. "სწორედ ამიტომ ჰყავს გუნდს ამდენი კარგი ფეხბურთელი, სეზონის განმავლობაში უამრავი მატჩის ჩატარება გვიწევს, ამიტომ საჭიროა ბევრი ფეხბურთელის ყოლა."

"ბოლო დროს ტრავმების გამო მცირე არჩევანი მქონდა, თუმცა მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ჩვენ დაგვჭირდება მთელი გუნდი, რომელიც გვყავს. დარენ ფლეტჩერის დაბრუნებამაც ძალიან კარგად იმოქმედა გუნდის განწყობაზე. თუმცა მხოლოდ ეს არაა, დარენი ძალიან მალე შეძლებს სასურველი ფორმის აკრეფას და ის გუნდისთვის დიდი ძალა იქნება."


დევიდ მოიესს სურს, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა აიღონ ეშლი იანგის და პატრის ევრას მაგალითი და ეცადონ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას.

"სტოკთან" გატანილი გოლით იანგი გახდა მე-14 ფეხბურთელი "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რომელმაც წლევანდელ სეზონში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ევრასთვის ეს გახდა მეორე გოლი ამ სეზონში.

ასევე ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა კლვერლიმ გასულ კვირას, "ვილა პარკზე". გამომდინარე იქიდან, რომ გუნდს ერთი თვით დააკლდება ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, მოიესს სურს, რომ მისმა გუნდმა შეძლოს ბევრი გოლის გატანა ყოველ მატჩში.

"მე მინდა, რომ გოლი გაიტანოს ყველამ" - განაცხადა მოიესმა. "მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ ყოველ მატჩში უნდა გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი, სხვადასხვა პოზიციიდან."

"საბედნიეროდ, ამ სეზონში ჩვენი თავდამსხმელები ახერხებენ გოლების გატანას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან გამიხარდა ეშლის გოლი, ევრასაც მშვენიერი გოლი გამოუვიდა."


მოიესს სურს გააგრძელოს დაუმარცხებელი სერია "ვესტ ჰემთან" მატჩში. ასევე მან აღნიშნა, რომ "იუნაიტედის" ბოლოდროინდელი ცუდი პერიოდის მიუხედავად, აღფრთოვანებულია გულშემატკივრების აქტიურობით.

"მე არასდროს მინახავს 'ოლდ ტრაფორდი' გაღიზიანებული, ასეთი რამ ამ სეზონში არ მომხდარა. ეს შესანიშნავი ადგილია სათამაშოდ." დაამატა ბოსმა.

"გულშემატკივრობა უბრალოდ ფანტასტიურია, ისინი ყოველთვის ზურგს უმაგრებენ გუნდს. ამიტომ ჩვენ მათ გამო ვალდებულები ვართ მოვიგოთ და გავიტანოთ მეტი გოლი, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გაკეთებას."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: N10
21 დეკემბერი 2013 09:13
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
№12
ავტორი: RedGirl
21 დეკემბერი 2013 11:09
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დარენი ძალიან მალე შეძლებს სასურველი ფორმის აკრეფას და ის გუნდისთვის დიდი ძალა იქნება.


თავისთავად <3 ფლეტჩერს რო ვხედავ სტადიონზე გულს უხარია სულ რო იანგზე ცუდად ითამაშოს :დდ რუნი კი გვჭირდება ძალიან მაგრამ მემგონი ჯობია ტრამვა ბოლომდე მოირჩინოს. ფანები კიდევ როგორც ყოველთვის საოცარნი არიან <3

დევიდ მოიესს სურს, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა აიღონ ეშლი იანგის და პატრის ევრას მაგალითი


რა იანგის მაგალითი არ დაგვღუპოთ ეგ არ ქნათ ! :DD
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top