თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 18:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2218,
კომენტარები: 23
"ის რუნიზე უკეთესია."
მასზე ამბობდნენ, რომ რუნის აჯობებდა და მისი სახით "იუნაიტედი" სქოულზის შემცვლელს იპოვნიდა..
ახლახანს გამოვიდა სერ ალექსის წიგნი, რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს ვაწყდებით. ერთ-ერთი მონაყოლი ანდერსონს ეხება. სერ ალექსი ყვება, თუ როგორ მოახერხა მისი შეძენა. სანამ ანდერსონი წითელი არმიის ნაწილი გახდებოდა, მანამდე "პორტოში" ასპარეზობდა. მან შეძლო სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების მიპყრობა. დიდმა ლეგენდამ ანდერსონის ტრანსფერი მარტინს მიანდო.

"მე გავგზავნე მარტინი, რათა დასწრებოდა მის ყოველ მატჩს და თვალყური ედევნებინა დაახლოებით 4-5 კვირის განმავლობაში"-ციტირებს ყოფილი მწრთვნელის სიტყვები.

"ის რუნიზე უკეთესია."

სერ ალექს ფერგიუსონის ძმა, ანდერსონის გამო, "პორტოს" ყოველ მატჩს ესწრებოდა 4-5 კვირის მანძილზე.


"მარტინი ასეთი განცხადებით დაბრუნდა: "ის რუნიზე უკეთესია." ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: "ღვთის წყალობით ეს არ თქვა. ის საოცრება უნდა იყოს რუნის რომ აჯობოს." მაგრამ მარტინი არ ტყდებოდა. მუდმივად ერთი და იმავეს იმეორებდა."-აგრძელებს ფერგი.

ასეთი რეკომენდაციის შემდეგ კი "მანჩესტერმა" გადაიხადა £17 მილიონი ანდერსონში. საკმარისია ითქვას, რომ ფერგიუსონის ძმები ვერ იამაყებენ ამ ტრანსფერით, და დასკვნის გასაკეთებლად ისიცაა საკმარისი, რომ ანდერსონი ნამდვილად არ არის რუნიზე უკეთესი.

"ის რუნიზე უკეთესია."

ფერგიუსონმა £17 მილიონი გადაიხადა ანდერსონში.


ანდერსონმა, რომელიც დასაწყისში ისე შეიძინეს, როგორც შემტევი ნახევარმცველი, ადამიანი, რომელსაც ფორვარდის უკან უნდა ეთამაშა, მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა "პრემიერ ლიგაში" შვიდი წლის მანძილზე კლუბში.

და ახლა, როცა ის უკვე 25 წლისაა, ბრაზილიელის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" თითქოს დასრულებულია. ტრამვებმა და ფიზიკურად ცუდმა მომზადებამ უკვე მკაფიოდ გამოყო მისი როლი "იუნაიტედში", რომელიც დასასრულისკენ მიემართებოდა უკვე სერ ალექსის დროს, ხოლო ახლა, როცა "წითლების" მენეჯერი დევიდ მოიესია, მისი მნიშვნელობა "იუნაიტედისთვის" კიდევ უფრო შემცირდა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ჩვენ ყველა ველოდით.


მოიესი ყველაფერს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის, ის ძალიან ბევრს მუშაობს და როგორც მენეჯერი ის ფეხბურთელებისგანაც იმავეს მოითხოვს. ზოგადად, "იუნაიედტის" ფეხბურთელები ყოველთვის ასრულებდნენ ბოსების ბრძანებებს და იმავეს შვებიან მოიესის თვალყურის ქვეშ. უეინ რუნი კი მათში გამოირჩევა, ის საოცარ ფორმაშია. ანდერსონი კი სხვებთან შედარებით დღესდღეობით ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ახალი ბოსი დაეყრდნობა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი კრიტიკის ქვეშ მოექცა ფორმიდან ამოვარდნის გამო.

"ანდერსონი ჩემთვის ძალიან საყვარელი და კარგი პიროვნებაა"-ამატებს ფერგიუსონი.

რათქმაუნდა ცოცხალი ხასიათი და სიცოცხლით სავსე იუმორის გრძნობა ძალიან კარგია და ეს ყველაფერი კარგად აქვს ანდერსონს განვითარებული, მაგრამ საუბედუროდ "იუნაიტედს" მეტი სჭირდება, თამაშის დროს მისი ფეხები, მისი ტაქტიკა, მისი გოლები, მისი თამაში ფასდება და არა მისი ხასიათი და იუმორის გრძნობა.

მიუხედავად ნახევარმცველების ტრამვებისა, ანდერსონს მაინც ძალიან ცოტა დრო მისცა მოიესმა. უკვე შობა ახლოვდება და ანდერსონმა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა-"კრისტალ პალასთან", "ვესტ ბრომვიჩთან" და "სტოკ სიტისთან". მაგრამ სამივე თამაშში 70 წუთის შემდეგ მოიესმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი სამოცდამეათე წუთზე შეცვალა ფელაინმა.

აი ეს ხდება ანდერსონის ირგვლივ. იმ ყველაფრის ნაკლებობა რაზედაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მის კარიერაზე "იუნაიტედში". სულ ჩატარებული 104 მატჩიდან, მან სრულად მხოლოდ 19 მათგანი ითამაშა, რაც დაახლოებით 18%-ს წარმოადგენს.

თუ გადავითვლით 2007 წლის ზაფხულიდან, (მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ანდერსონი შეიძინა) მის მიერ ჩატარებული სრული მატჩების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 3-ია თითო სეზონში.

რაც შეეხება ანდერსონის მიერ "სტოკთან" ჩატარებულ მატჩს, ნამდვილად ვერ ვიქნებით კმაყოფილი. მან ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა გუნდს. 58 წუთის შემდეგ ის ჩიჩარიტომ ჩაანაცვლა და ამის შემდეგ "იუნაიტედი" მკაფიოდ გაძლიერდა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი "სტოკ სიტის" წინააღმდეგ.

მოგვიანებით სერ ალექსმა კიდევ დაამატა ანდერსონზე: "მთავარი მიზანი სქოულზის შემცვლელის პოვნა იყო. მე არ ვიცი სად შეიძლება ასეთი ფეხბურთელის პოვნა, მაგრამ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ანდერსონი ამას მოახერხებდა."

DailyMail.co.uk
სიახლეები
23 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
20 დეკემბერი 2013 18:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეჰჰ ანდერსონა მაგარი კაცია, მაგრამ ვერ უქაჩავს მანჩესტერის დონეს. 2008ში რა მაგრად თამაშობდა, იმენა როჟასფანტაზიის უნარი ქონდა ძალიან მაგარი და ძალიან მაგარ პასებსაც აკეთებდა. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდის ტიტულიც მოიგო, მაგრამ მერე უკან-უკან წავიდა და რეგრესი განიცადა სერიოზული. საწყენია, მაგრამ უნდა დატოვოს კლუბი.
0
№2
ავტორი: love united
20 დეკემბერი 2013 18:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი აბა,ამაზე,ქლევერლიზე,ნანიზე და უელბეკზე ვერაფერს ვიტყვი...ერთ თამაშს ისე ითამაშებს რომ თამაშის ყურება აღარ მოგინდება,მერე გამოვა და ისე ითამაშებს რონალდინიო ამასთან ჭიჭვეიშვილი იქნება :დ სტაბილურობა აკლია
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 18:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს რუნის დონე იყო ჩემიი :დდდდ
0
№4
ავტორი: DimaSanaia
20 დეკემბერი 2013 18:21
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ამ გოგოს სტატიები მხიბლავს love ნამდვილად კარგი მწერალი შევიძინეთ ^_^ წარმატებები

რაც შეეხება ანდერსონს. მახოვს რამხელა იმედი მქონდა ამისი, მაგრამ ამის გაფუჭების ერთადერთი მიზეზი 17 მილიონია, რომელიც 18 წლის ბიჭს ჩაახუტეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№5
ავტორი: UTD-Rule
20 დეკემბერი 2013 18:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე მაინც მინდა,რომ მისი ეს რეგრესი ტრავმებს დავაბრალო.. არ ვიცი მისი საუკეთესო წლების შემდეგ ამ ადამიანის პროგრესი მე პირადად არ დამინახავს,მაგრამ მაინც იმედის თვალით ვუყურებ ამ ადამიანის თამაშსს და ყოველთვის მოედანზე,რომ არის მინდა მისი ძველი თამაში ვნახო...

ყოჩაღ ავტორ კარგი სტატიაა good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Beckham 7
20 დეკემბერი 2013 18:25
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
აგეტირება ისეთი ისტორიაა ;დ არ ვიცი ადრე რა იყო მარა ახლა რო გასაშვებია ეგ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2013 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ის რუნიზე უკეთესია." ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: "ღვთის წყალობით ეს არ თქვა. ის საოცრება უნდა იყოს რუნის რომ აჯობოს.-როგორც ყოველთვის ბაბუ არ შემცდარა...
0
№8
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 18:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: DimaSanaia
ამ გოგოს სტატიები მხიბლავს ნამდვილად კარგი მწერალი შევიძინეთ ^_^ წარმატებები


აი წიან საიტზე, რომ იყო ლაშას სიახლეები ეგეთ პონტში არის ეხლა ეს. მაგრად მევასება მეც!

ამას ცოტა მერე წავიკითხავ და შეგიფასებ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Esi
20 დეკემბერი 2013 18:36
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აუუუ ანდოო ანდოოო :( ტრავმები.ტრავმები.ტრავები....

თავის დროზე რონალდინიოზე უფრო დიდ ფეხბურთს უწინასწარმეტველებდნენ...
0
№10
ავტორი: buka oboladze
20 დეკემბერი 2013 18:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეჰ ანდო ანდო როგორ მევასება არადა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top