თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 18:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 23
"ის რუნიზე უკეთესია."
მასზე ამბობდნენ, რომ რუნის აჯობებდა და მისი სახით "იუნაიტედი" სქოულზის შემცვლელს იპოვნიდა..
ახლახანს გამოვიდა სერ ალექსის წიგნი, რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს ვაწყდებით. ერთ-ერთი მონაყოლი ანდერსონს ეხება. სერ ალექსი ყვება, თუ როგორ მოახერხა მისი შეძენა. სანამ ანდერსონი წითელი არმიის ნაწილი გახდებოდა, მანამდე "პორტოში" ასპარეზობდა. მან შეძლო სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების მიპყრობა. დიდმა ლეგენდამ ანდერსონის ტრანსფერი მარტინს მიანდო.

"მე გავგზავნე მარტინი, რათა დასწრებოდა მის ყოველ მატჩს და თვალყური ედევნებინა დაახლოებით 4-5 კვირის განმავლობაში"-ციტირებს ყოფილი მწრთვნელის სიტყვები.

"ის რუნიზე უკეთესია."

სერ ალექს ფერგიუსონის ძმა, ანდერსონის გამო, "პორტოს" ყოველ მატჩს ესწრებოდა 4-5 კვირის მანძილზე.


"მარტინი ასეთი განცხადებით დაბრუნდა: "ის რუნიზე უკეთესია." ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: "ღვთის წყალობით ეს არ თქვა. ის საოცრება უნდა იყოს რუნის რომ აჯობოს." მაგრამ მარტინი არ ტყდებოდა. მუდმივად ერთი და იმავეს იმეორებდა."-აგრძელებს ფერგი.

ასეთი რეკომენდაციის შემდეგ კი "მანჩესტერმა" გადაიხადა £17 მილიონი ანდერსონში. საკმარისია ითქვას, რომ ფერგიუსონის ძმები ვერ იამაყებენ ამ ტრანსფერით, და დასკვნის გასაკეთებლად ისიცაა საკმარისი, რომ ანდერსონი ნამდვილად არ არის რუნიზე უკეთესი.

"ის რუნიზე უკეთესია."

ფერგიუსონმა £17 მილიონი გადაიხადა ანდერსონში.


ანდერსონმა, რომელიც დასაწყისში ისე შეიძინეს, როგორც შემტევი ნახევარმცველი, ადამიანი, რომელსაც ფორვარდის უკან უნდა ეთამაშა, მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა "პრემიერ ლიგაში" შვიდი წლის მანძილზე კლუბში.

და ახლა, როცა ის უკვე 25 წლისაა, ბრაზილიელის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" თითქოს დასრულებულია. ტრამვებმა და ფიზიკურად ცუდმა მომზადებამ უკვე მკაფიოდ გამოყო მისი როლი "იუნაიტედში", რომელიც დასასრულისკენ მიემართებოდა უკვე სერ ალექსის დროს, ხოლო ახლა, როცა "წითლების" მენეჯერი დევიდ მოიესია, მისი მნიშვნელობა "იუნაიტედისთვის" კიდევ უფრო შემცირდა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ჩვენ ყველა ველოდით.


მოიესი ყველაფერს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის, ის ძალიან ბევრს მუშაობს და როგორც მენეჯერი ის ფეხბურთელებისგანაც იმავეს მოითხოვს. ზოგადად, "იუნაიედტის" ფეხბურთელები ყოველთვის ასრულებდნენ ბოსების ბრძანებებს და იმავეს შვებიან მოიესის თვალყურის ქვეშ. უეინ რუნი კი მათში გამოირჩევა, ის საოცარ ფორმაშია. ანდერსონი კი სხვებთან შედარებით დღესდღეობით ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ახალი ბოსი დაეყრდნობა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი კრიტიკის ქვეშ მოექცა ფორმიდან ამოვარდნის გამო.

"ანდერსონი ჩემთვის ძალიან საყვარელი და კარგი პიროვნებაა"-ამატებს ფერგიუსონი.

რათქმაუნდა ცოცხალი ხასიათი და სიცოცხლით სავსე იუმორის გრძნობა ძალიან კარგია და ეს ყველაფერი კარგად აქვს ანდერსონს განვითარებული, მაგრამ საუბედუროდ "იუნაიტედს" მეტი სჭირდება, თამაშის დროს მისი ფეხები, მისი ტაქტიკა, მისი გოლები, მისი თამაში ფასდება და არა მისი ხასიათი და იუმორის გრძნობა.

მიუხედავად ნახევარმცველების ტრამვებისა, ანდერსონს მაინც ძალიან ცოტა დრო მისცა მოიესმა. უკვე შობა ახლოვდება და ანდერსონმა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა-"კრისტალ პალასთან", "ვესტ ბრომვიჩთან" და "სტოკ სიტისთან". მაგრამ სამივე თამაშში 70 წუთის შემდეგ მოიესმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი სამოცდამეათე წუთზე შეცვალა ფელაინმა.

აი ეს ხდება ანდერსონის ირგვლივ. იმ ყველაფრის ნაკლებობა რაზედაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მის კარიერაზე "იუნაიტედში". სულ ჩატარებული 104 მატჩიდან, მან სრულად მხოლოდ 19 მათგანი ითამაშა, რაც დაახლოებით 18%-ს წარმოადგენს.

თუ გადავითვლით 2007 წლის ზაფხულიდან, (მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ანდერსონი შეიძინა) მის მიერ ჩატარებული სრული მატჩების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 3-ია თითო სეზონში.

რაც შეეხება ანდერსონის მიერ "სტოკთან" ჩატარებულ მატჩს, ნამდვილად ვერ ვიქნებით კმაყოფილი. მან ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა გუნდს. 58 წუთის შემდეგ ის ჩიჩარიტომ ჩაანაცვლა და ამის შემდეგ "იუნაიტედი" მკაფიოდ გაძლიერდა.

"ის რუნიზე უკეთესია."

ანდერსონი "სტოკ სიტის" წინააღმდეგ.

მოგვიანებით სერ ალექსმა კიდევ დაამატა ანდერსონზე: "მთავარი მიზანი სქოულზის შემცვლელის პოვნა იყო. მე არ ვიცი სად შეიძლება ასეთი ფეხბურთელის პოვნა, მაგრამ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ანდერსონი ამას მოახერხებდა."

DailyMail.co.uk
სიახლეები
23 კომენტარი
№21
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ალბათ ტრავმებმა გააფუჭა ეს ფეხბურთელი ისევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№22
ავტორი: BERDI
20 დეკემბერი 2013 22:38
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ანდერსონმა ვერ დაიბუნა მიისი ფრომა ხანდახნა შეოუტევს და ძალიან მაგრად თააშობს ხანდახან შეგაძულებს თამაშს იანგივით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№23
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2013 05:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში ძალიან საინტერესოა როგორც ყოველთვის ყოჩაღ

ანდერსონს რაც შეეხება, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ყველამ ზეპირად იცის უკვე რომ ეს კაცი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო უნდა ყოფილიყო ალბათ, ისეთი მომავალი უწინასწარმეტყველეს თავის დროზე მაგრამ...

მისთვის უკეთესია გუნდიდან წასვლა. სულ სამი მატჩი ჩაატარა და ისიც 70–ე წუთამდე შეცვალეს. უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება სხვა გუნდში, მისთვის კარგი იქნება თუ წავა და ეს ალბათ უკვე მალე უნდა მოხდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top