თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 15:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1848,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ისევ სუსტი ნახევარდაცვის იმედზეა
"იუნაიტედი" ვერა და ვერ ახერხებს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას.
"იუნაიტედში" ნამდვილად დგას ნახევარდაცვის პრობლემა. მოიესი ცდილობს ამ პრობლების გადაჭრას და ზაფხულიდან მოყოლებული შესაფერის კანდიდატურას ეძებს. მაგრამ "მანჩესტერმა" დაუთმო იოზილი "მეთოფეებს" და მის ნაცვლად ფელაინი შეიძინა, თუმცა ჯერჯერობით ვერც ფელაინმა შეძლო რამის გაკეთება ახალი კლუბისთვის.

მრავალი ჭორები დადიოდა. "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას დიდი სურვილი ჰქონდა "ბარსელონას" ლეგენდის ანდრეს ინიესტას გადმობირებისა. ვერავის წარმოედგინა "ბარსა" ინიესტას გარეშე, მაგრამ "წითლები" იმედს არ კარგავდნენ, რომ შეძლებდნენ და ინიესტას საშუალებით ცდილობდნენ ნახევარდაცვის პრობლემის გადაჭრას.

თუმცა, ინიესტამ მის ირგვლივ აგორებულ ჭორებსა და "მანჩესტერის" მცდელობებს წერტილი დაუსვა, მას შემდეგ რაც 29 წლის ესპანელმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს 2018 წლამდე.

კატალონიელებმა ინიესტა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში შეიძინეს, საკუთარ აკადემიაში გაზარდეს, გააუმჯობესეს და დღესდღეობით, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ჯამში, 479 მატჩი აქვს ჩატარებული კლუბისთვის, მოგებული აქვს სამი "ჩემპიონთა ლიგის" და ექვსი "ლა ლიგის" ტიტულები. ამასთანავე ნაკრებთან ერთად წარმატებით ასპარეზობდა "მსოფლიო ჩემპიონატზე".

"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა დაადასტურა ეს სიახლე კლუბის ოფიციალურ გვერდზე: "ინიესტამ ნამდვილად განაახლა კონტრაქტი. ეს დიდებული საშობაო საჩუქარია ჩვენთვის ყველასთვის. ის ჩვენთან 2018 წლამდე დარჩება."


ანდრეს ინიესტას შესაძლებლობები.

ინიესტა უკვე მესამე "ბარსელონას" ნახევარმცველია, რომლების შეძენაც "იუნაიტედს" სურდა გასული ზაფხულიდან მოყოლებული, თუმცა კრახი განიცადა. ისინი იყვნენ: ტიაგო ალკანტარა და "არსენალის" ყოფილი კაპიტანი - ფაბრეგასი.

დღესდღეობით, "იუნაიტედი" კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დგას. ნახევარდაცვის გაძლიერება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. რას იზამს "იუნაიტედი" ზამთრის ტრანსფერებზე? ისევ ისე დაკარგავენ ფეხბურთელს, როგორც ეს იოზილის შემთხვევაში მოხდა, თუ მართლაც შეიძენენ ღირსეულ, "მანჩესტერის" დონის ფეხბურთელს?

Footymatters.com
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 15:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ტყუილია შანსი არაა რო გადმოვიდეს
0
№2
ავტორი: UTD-Rule
20 დეკემბერი 2013 15:33
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სიმართლე გითხრათ ამ ტრანსფერის დიდად არც მჯეროდა,მაგრამ იმედები მაინც გამაჩნდა wink ისევ სხვა ფეხბურთელზე უნდა გადავართოთ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2013 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველამ კარგად იცოდა, რო ინიესტა არ წავიდოდა ბარსელონადან და საიდან იგონებენ ამ ჭორებს??? არასოდეს უთქვია მოიეს რო ინიესტა უნდა ვიყიდოო, იმიტო რო ეგ ტრანსფერი შეუძლებელი იყო.
0
№4
ავტორი: gilmour
20 დეკემბერი 2013 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რავიცი ვინმეს რეალობასთან მიახლოებული მაინც გეგონათ ეს ტრანსფერი??:) ეგ იგივეა რამდენიმე წლის წინ სქოულზი რო ბარსაში წასულიყო.
0
№5
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 16:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამის გადმსოვლას ვინმე ელოდებოდა? wink მაგარი კაცია ინიესტა მაგრად მევასება. სქოულზის პირადი ფანია ეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Macklemore
20 დეკემბერი 2013 17:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ოცნებაც არ შეიძლება ამაზე :D უბრალოდ არ წამოვა ბარსადან რა.
0
№7
ავტორი: buka oboladze
20 დეკემბერი 2013 18:09
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს არაა არსად წამსვლელი
0
№8
ავტორი: salier1
20 დეკემბერი 2013 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
ამაში 60 შეიძლება გადაიხადო აასაკის მიუხედავად, თუ გამოუშვებენ
0
№9
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 19:32
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
0-ია შანსი
0
№10
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
როისი და სნეიდერ ან გულდოგანი გვინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top