თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 15:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2004,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ისევ სუსტი ნახევარდაცვის იმედზეა
"იუნაიტედი" ვერა და ვერ ახერხებს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას.
"იუნაიტედში" ნამდვილად დგას ნახევარდაცვის პრობლემა. მოიესი ცდილობს ამ პრობლების გადაჭრას და ზაფხულიდან მოყოლებული შესაფერის კანდიდატურას ეძებს. მაგრამ "მანჩესტერმა" დაუთმო იოზილი "მეთოფეებს" და მის ნაცვლად ფელაინი შეიძინა, თუმცა ჯერჯერობით ვერც ფელაინმა შეძლო რამის გაკეთება ახალი კლუბისთვის.

მრავალი ჭორები დადიოდა. "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას დიდი სურვილი ჰქონდა "ბარსელონას" ლეგენდის ანდრეს ინიესტას გადმობირებისა. ვერავის წარმოედგინა "ბარსა" ინიესტას გარეშე, მაგრამ "წითლები" იმედს არ კარგავდნენ, რომ შეძლებდნენ და ინიესტას საშუალებით ცდილობდნენ ნახევარდაცვის პრობლემის გადაჭრას.

თუმცა, ინიესტამ მის ირგვლივ აგორებულ ჭორებსა და "მანჩესტერის" მცდელობებს წერტილი დაუსვა, მას შემდეგ რაც 29 წლის ესპანელმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს 2018 წლამდე.

კატალონიელებმა ინიესტა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში შეიძინეს, საკუთარ აკადემიაში გაზარდეს, გააუმჯობესეს და დღესდღეობით, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ჯამში, 479 მატჩი აქვს ჩატარებული კლუბისთვის, მოგებული აქვს სამი "ჩემპიონთა ლიგის" და ექვსი "ლა ლიგის" ტიტულები. ამასთანავე ნაკრებთან ერთად წარმატებით ასპარეზობდა "მსოფლიო ჩემპიონატზე".

"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა დაადასტურა ეს სიახლე კლუბის ოფიციალურ გვერდზე: "ინიესტამ ნამდვილად განაახლა კონტრაქტი. ეს დიდებული საშობაო საჩუქარია ჩვენთვის ყველასთვის. ის ჩვენთან 2018 წლამდე დარჩება."


ანდრეს ინიესტას შესაძლებლობები.

ინიესტა უკვე მესამე "ბარსელონას" ნახევარმცველია, რომლების შეძენაც "იუნაიტედს" სურდა გასული ზაფხულიდან მოყოლებული, თუმცა კრახი განიცადა. ისინი იყვნენ: ტიაგო ალკანტარა და "არსენალის" ყოფილი კაპიტანი - ფაბრეგასი.

დღესდღეობით, "იუნაიტედი" კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დგას. ნახევარდაცვის გაძლიერება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. რას იზამს "იუნაიტედი" ზამთრის ტრანსფერებზე? ისევ ისე დაკარგავენ ფეხბურთელს, როგორც ეს იოზილის შემთხვევაში მოხდა, თუ მართლაც შეიძენენ ღირსეულ, "მანჩესტერის" დონის ფეხბურთელს?

Footymatters.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
20 დეკემბერი 2013 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5885
და ამ ტრანსფერის გჯეროდათ ?დ
0
№12
ავტორი: Manchester_M
20 დეკემბერი 2013 20:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამის გადმოსვლას რომ წერდნენ მანჩესტერში თვითონ თუ ჯეროდათ ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top