თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2013, 14:56
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2619,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში
მოიესი ნახევარმცველის დამატებას შეეცდება
პრემიერ ლიგის გუნდები უკვე ემზადებიან იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის. პოპულარულმა გამოცემამ Sportsmail_მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც "იუნაიტედის" სამიზნეებზეა საუბარი. მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესმა ზაფხულში ვერ შეძლო ძლიერი ფეხბურთელების დამატება, შოტლანდიელი აპირებს ეს დანაკლისი იანვარში აღმოფხვრას და კლუბს შემტევი ნახევარმცველი დაამატოს. როგორც ჩანს, მანჩესტერში არ მოსწონთ ფელაინის ჩავარდნა და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს.

რა სჭირდებათ მათ?


"იუნაიტედის" სკაუტებს უკვე დაევალათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძებნონ მსოფლიო დონის ნახევარმცველი. რომელიც შემადგენლობას საგრძნობლად გააძლიერებს. "წითელ ეშმაკებს" უკვე დიდი ხანია რაც ძლიერი ნახევარმცველი სჭირდებათ, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. დევიდ მოიესმა კარგად იცის, რომ "იუნაიტედს" სხვა პოზიციებზეც აქვს ჩავარდნები.

"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში

დევიდ მოიესი "ასტორ ვილასთან" მატჩის დროს


"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში

დევიდ მოიესს აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელები, რათა "იუნაიტედის" თამაში გამოასწოროს


რამდენს დახარჯავენ ნახევარმცველში?


ზაფხულში დევიდ მოიესის მთავარ სატრანსფერო მიზანს გარეთ ბეილი წარმოადგენდა. თუმცა, როგორც ჩანს "რეალმა" უფრო დიდი თანხა გაიღო, აქედან ჩანს, რომ "წითელი ეშმაკები" 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებდნენ. მიუხედავად ამისა, გლეიზერებმა უპრობლემოდ გადაიხადეს მარუან ფელაინში 27.5 მილიონი ფუნტი. ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ამ ტრანსფერით გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ. მესამე ვარიანტად ანდრე ჰერერა განიხილებოდა, მასში "იუნაიტედი" 31.5 მილიონის გადახდას აპირებდა, თუმცა არ ჩქარობდა...


დევიდ მოიესის სურვილები...



"იუნაიტედი" სერიოზულად ცდილობდა პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას. თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა "რეალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და მისი ინგლისში დაბრუნება გამოირიცხა. დევიდ მოიესს გარეთ ბეილის შეძენაც სურდა, მაგრამ იგი სწორედ "სამეფო კლუბმა" გაიფორმა. ამის შემდეგ ხშირად უკავშირებდნენ "იუნაიტედს" ინიესტას, ფაბრეგასს, ალექს სონგს და ხორვატ ლუკა მოდრიჩს.

მოიესი დიდ სიმპათიებს ავლენს მარკო როისისადმი. რომელიც ახლა "ბორუსიაში" ირიცხება. თუმცა, მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლა დიდ კითხვებს გაუჩენთ ჩიჩარიტოს, ვან პერსის და უეინ რუნის. ანდრე ჰერერას დაინტერესებამდე იყო, კევინ სტროტმანი. რომელიც საბოლოოდ იტალიურ "რომაში" აღმოჩნდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მოიესი აქტიურად შეეცდება ილკაი გუნდოგანის შეძენას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს უესლი სნეიდერი. რომელიც ახლა "გალათასარაის" ლიდერია.


"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში


"მონპელიეს" ნახევარმცველი რემი კაბელა კლუბს სავარაუდოდ იანვარში დატოვებს.დევიდ მოიესი კაბელას გარდა შეეცდება შეიძინოს ევერტონ რიბეირო (კრუიზერო), კოკე (ატლეტიკო), იოჰან კაბაიე (ნიუკასლი) და ვილიან კარვალიო (ლისაბონი). დევიდ მოიესის პრობლემას ასევე წარმოადგენს მარცხენა მცველი პატრის ევრა, რომელიც სულ მალე 33 წლის გახდება. მის შემცვლელად კი კლუბში ორი ფეხბურთელია, ბიუტნერი და ფაბიო. თუმცა, თავად განსაჯეთ არიან თუ არა ისინი "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელები. იგივე სიტუაციაა დაცვის ცენტრში. მაგრამ, აქ დევიდ მოიესს უფრო დიდი არჩევანი აქვს. რადგან კარგად გამოიყურებიან ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი. მესამე ვარიანტი კი კრის სმოლინგია.


"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში


ვინ დატოვებს იუნაიტედს?


თუკი დევიდ მოიესი ფეხბურთელების გაყიდვას გადაწყვეტს, კლუბიდან პირველი ალბათ ოლივეირა ანდერსონი წავა. მას კი სავარაუდოდ ეშლი იანგი მიყვება. შოტლანდიელი უფრო დიდ იმედებს ამყარებს ადნან იანუზაიზე და უილფრიდ ზაჰაზე. შემაშფოთებელია ბევრი გულშემატკივრისთვის რობინ ვან პერსის ამბავიც, რადგან დევიდ მოიესმა უეინ რუნიზე უფრო დიდი ფსონი გააკეთა ვიდრე ჰოლანდიელ გოლეადორზე. მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" 10იანი თავის ყოფილ პოზიციას დაუბრუნდა და გოლების გატანაც დაიწყო. შინჯი კაგავა ცდილობს დაარწმუნოს დევიდ მოიესი, რომ ღირსია "მანჩესტერის" ფორმას ატარებდეს. იგივე სიტუაციაა ჩიჩარიტოსთანაც. ასაკის მატებასთან ერთად კლუბს დატოვებენ ვიდიჩი, ფერდინანდი და პატრის ევრა.


იანვრის საუკეთესო ტრანსფერი


სერ ალექსს იანვარში ბევრი ტრანსფერი გაუკეთებია, მათგან ყველაზე მეტად გაამართლეს ვიდიჩმა, ენდი კოულმა, პატრის ევრამ და ერიკ კანტონამ. თუმცა, დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ზამთარში შეძენილმა დიეგო ფორლანმა.
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Paul Scholes 22
17 დეკემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
საღოლ გიო კაია...

კაროჩე არ გვინდა ეს არგენტინის ჩემპიონატიდან და კრუზეიროდან ხალხიი..ვიყიდოთ ვინმე კარგი ფეხბურთელი, ევროპელი,ცოტა გამოჩენილი და რაღაც რაა.... რიბეიროს და კარვალიოს ყიდვას, ჯობს სხვა ვინმე ნორმალური ვითრიოთ....კოკე,კაბაიე,რემი შესანიშნავი ვარიანტებიაა...კაბაიეე უფრო კარგი ვარიანტია, პრემიელიგაში მოთამაშეა და იცის აქაური ატმოსფეროო..არც დანარჩენები არიან ცუდები..ჰერერას ყიდვა დიდად არ მინდა....ამ ტრანსფერებზე ნანიმ ა რუნდა დატოვოს კლუბი....ჩადგება ეს კაცი სასურველ ფორმაში და მაგრად გამოგვადგება... ერთ-ერთი პრობლემა დაცვაშიცაა რააა...კარგი გამოცდილი მცველი დაგვხატავდა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№2
ავტორი: VaRdo
17 დეკემბერი 2013 15:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვინმე მაღალი დონის ფეხბურთელი გვინდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თითქმის ყველა ლიაგზე თამაშობს და ჩვენთან გადმოსვლის შანსები მცირდება. უნდა ვეძებოთ მაშინ ისეთი გუნდებიდან, რომლებიც ლიგაზე არ არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Manchester_M
17 დეკემბერი 2013 15:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
VaRdo,
გეთანხმები ისეთისთვის თვალის დევნება ჯობია ვინც ლიგაზე არ თამაშობს თორე ეხლა კოკემ არა მგონია დატოვოს ატლეტიკო ლიგაზეც არიან და ესპანეთში 2 ადგილი უკავიათ და რაგაცა დიდი თანხა უნდა შესთავაზონ რომ გადმოიყვანონ კიდევ რემსის არ გამოუშვებს არსენალი და კაბაიე არ მგონია კაი ვარიანტი.
0
№4
ავტორი: Esi
17 დეკემბერი 2013 16:21
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კოკეეე დადეთ სუ მკიდია ჩემპიონთა ლიგაზე რო ვერ ითამაშებს!
0
№5
ავტორი: Red Hooligan
17 დეკემბერი 2013 18:01
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Paul Scholes 22,
+1, ნანი მალე ითამაშებს როგორც მას ჩვევია. ამათგან კოკეს გამოვარჩევდი, მაგრამ გადმოსვლის შანსები ცოტაა,ისევე როგორც როისი. მგონი კაბაიზე რო იჩალიჩონ ცუდი არიქნება, თან ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი სიამოვნებით ვითამაშებდი ოლდ ტრაფორდზეო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№6
ავტორი: RioManIa
17 დეკემბერი 2013 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
Red Hooligan

რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ნანის ათამაშებას? :))) იმედია მიაყდიან ზამთარში და როისს დაითრევენ. მოიესმა ბევრი რამ უნდა შეცვალოს გუნდში,
ეს უმაქნისები: ნანი, იანგის თამადობით სასწრაფოდ გასაშვებია.
კაბაიე კარგი ვარიანტი მგონია, ცოტა სისწრაფე აკლია თორემ ტექნიკა და დარტყმა მშვენიერი აქვს, პასებსაც საკაიფოდ არიგებს.
თან რაც მთავარია ლიგაზე არ აქვს ნათამაშები.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2013 18:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაბაიე მომწონს მე მაგრად, რავიცი მგონი გამოგვადგებოდა. კოკეს ტრანსფერზე უფრო მეტი იმუშაონ და დიდი პრობლემა არამგონია იყოს მისი გადმობირება რავიცი. როისი მინდა კიდვე მაგრამ ვინ მოგცემს wink
0
№8
ავტორი: LizarD
17 დეკემბერი 2013 19:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მის შემცვლელად კი კლუბში ორი ფეხბურთელია, ბიუტნერი და ფაბიო. თუმცა, თავად განსაჯეთ არიან თუ არა ისინი "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელები

ფეხბურთელებს რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ ევრას დომინანტობის გამო და ჩემი აზრით მხოლოდ გამოცდილება აკლიათ იუნაიტედის დონემდე, ასე ცუდად არ უნდა მოიხსენეიბდე ჩემი აზრით.
ტრანსფერები კიდე ნორმალური ფეხბურთელი დაითრიონ და დახარჯონ დიდი თანხა, წელს იუნაიტედმა ყველაზე მეტი გააკეთა ისტორიის განმავლობაში... საყრდენი იყიდონ ვინმე შეტევაში რუნი, პერსი, კაგავა ძალიან კარგად თამაშობენ, კერიკი გაიტრამვა და ორი მარცხი ზედიზედ ოლდ ტრაფორდზე, რა ფლანგზეა ლაპარაკი ცენტრში 1 კაცის იმედიზე როა ამხელა გუნდი.
0
№9
ავტორი: BERDI
17 დეკემბერი 2013 22:56
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ზამთარში ვიდიჩის ფერდინანდის ევრას ან თუნდაც ანდერსონის გაშვება არ იქნება კარგი, ბევრჯერ გვინახავს, როცა ანდერრსონი დახმარებია გუნდს ტრავმიანობისას, დანარჩენებზე ზედმეტია ლაპარაკი. თუ შევიძენთ აუცილებლად ნახევარ მცველი გვინდა როისი შესანიშნავი ვარიანტია კლუბისთვის, მაგრამ ზამთარში არამგონია გადმოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Macklemore
18 დეკემბერი 2013 09:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Ravici me alex songis ro viyidot dzaan minda. Mcveladac sheudzlia da sayrdenadac tamashi, jonesivitaa da eg didi plusi iqneba.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top