თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2013, 14:56
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში
მოიესი ნახევარმცველის დამატებას შეეცდება
პრემიერ ლიგის გუნდები უკვე ემზადებიან იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის. პოპულარულმა გამოცემამ Sportsmail_მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც "იუნაიტედის" სამიზნეებზეა საუბარი. მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესმა ზაფხულში ვერ შეძლო ძლიერი ფეხბურთელების დამატება, შოტლანდიელი აპირებს ეს დანაკლისი იანვარში აღმოფხვრას და კლუბს შემტევი ნახევარმცველი დაამატოს. როგორც ჩანს, მანჩესტერში არ მოსწონთ ფელაინის ჩავარდნა და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს.

რა სჭირდებათ მათ?


"იუნაიტედის" სკაუტებს უკვე დაევალათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძებნონ მსოფლიო დონის ნახევარმცველი. რომელიც შემადგენლობას საგრძნობლად გააძლიერებს. "წითელ ეშმაკებს" უკვე დიდი ხანია რაც ძლიერი ნახევარმცველი სჭირდებათ, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. დევიდ მოიესმა კარგად იცის, რომ "იუნაიტედს" სხვა პოზიციებზეც აქვს ჩავარდნები.

"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში

დევიდ მოიესი "ასტორ ვილასთან" მატჩის დროს


"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში

დევიდ მოიესს აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელები, რათა "იუნაიტედის" თამაში გამოასწოროს


რამდენს დახარჯავენ ნახევარმცველში?


ზაფხულში დევიდ მოიესის მთავარ სატრანსფერო მიზანს გარეთ ბეილი წარმოადგენდა. თუმცა, როგორც ჩანს "რეალმა" უფრო დიდი თანხა გაიღო, აქედან ჩანს, რომ "წითელი ეშმაკები" 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებდნენ. მიუხედავად ამისა, გლეიზერებმა უპრობლემოდ გადაიხადეს მარუან ფელაინში 27.5 მილიონი ფუნტი. ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ამ ტრანსფერით გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ. მესამე ვარიანტად ანდრე ჰერერა განიხილებოდა, მასში "იუნაიტედი" 31.5 მილიონის გადახდას აპირებდა, თუმცა არ ჩქარობდა...


დევიდ მოიესის სურვილები...



"იუნაიტედი" სერიოზულად ცდილობდა პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას. თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა "რეალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და მისი ინგლისში დაბრუნება გამოირიცხა. დევიდ მოიესს გარეთ ბეილის შეძენაც სურდა, მაგრამ იგი სწორედ "სამეფო კლუბმა" გაიფორმა. ამის შემდეგ ხშირად უკავშირებდნენ "იუნაიტედს" ინიესტას, ფაბრეგასს, ალექს სონგს და ხორვატ ლუკა მოდრიჩს.

მოიესი დიდ სიმპათიებს ავლენს მარკო როისისადმი. რომელიც ახლა "ბორუსიაში" ირიცხება. თუმცა, მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლა დიდ კითხვებს გაუჩენთ ჩიჩარიტოს, ვან პერსის და უეინ რუნის. ანდრე ჰერერას დაინტერესებამდე იყო, კევინ სტროტმანი. რომელიც საბოლოოდ იტალიურ "რომაში" აღმოჩნდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მოიესი აქტიურად შეეცდება ილკაი გუნდოგანის შეძენას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს უესლი სნეიდერი. რომელიც ახლა "გალათასარაის" ლიდერია.


"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში


"მონპელიეს" ნახევარმცველი რემი კაბელა კლუბს სავარაუდოდ იანვარში დატოვებს.დევიდ მოიესი კაბელას გარდა შეეცდება შეიძინოს ევერტონ რიბეირო (კრუიზერო), კოკე (ატლეტიკო), იოჰან კაბაიე (ნიუკასლი) და ვილიან კარვალიო (ლისაბონი). დევიდ მოიესის პრობლემას ასევე წარმოადგენს მარცხენა მცველი პატრის ევრა, რომელიც სულ მალე 33 წლის გახდება. მის შემცვლელად კი კლუბში ორი ფეხბურთელია, ბიუტნერი და ფაბიო. თუმცა, თავად განსაჯეთ არიან თუ არა ისინი "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელები. იგივე სიტუაციაა დაცვის ცენტრში. მაგრამ, აქ დევიდ მოიესს უფრო დიდი არჩევანი აქვს. რადგან კარგად გამოიყურებიან ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი. მესამე ვარიანტი კი კრის სმოლინგია.


"იუნაიტედი" ნახევარმცველის ძიებაში


ვინ დატოვებს იუნაიტედს?


თუკი დევიდ მოიესი ფეხბურთელების გაყიდვას გადაწყვეტს, კლუბიდან პირველი ალბათ ოლივეირა ანდერსონი წავა. მას კი სავარაუდოდ ეშლი იანგი მიყვება. შოტლანდიელი უფრო დიდ იმედებს ამყარებს ადნან იანუზაიზე და უილფრიდ ზაჰაზე. შემაშფოთებელია ბევრი გულშემატკივრისთვის რობინ ვან პერსის ამბავიც, რადგან დევიდ მოიესმა უეინ რუნიზე უფრო დიდი ფსონი გააკეთა ვიდრე ჰოლანდიელ გოლეადორზე. მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" 10იანი თავის ყოფილ პოზიციას დაუბრუნდა და გოლების გატანაც დაიწყო. შინჯი კაგავა ცდილობს დაარწმუნოს დევიდ მოიესი, რომ ღირსია "მანჩესტერის" ფორმას ატარებდეს. იგივე სიტუაციაა ჩიჩარიტოსთანაც. ასაკის მატებასთან ერთად კლუბს დატოვებენ ვიდიჩი, ფერდინანდი და პატრის ევრა.


იანვრის საუკეთესო ტრანსფერი


სერ ალექსს იანვარში ბევრი ტრანსფერი გაუკეთებია, მათგან ყველაზე მეტად გაამართლეს ვიდიჩმა, ენდი კოულმა, პატრის ევრამ და ერიკ კანტონამ. თუმცა, დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ზამთარში შეძენილმა დიეგო ფორლანმა.
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
18 დეკემბერი 2013 17:00
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კარგია კოკე და როისი მოვიდნენ!
0
№12
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
როისი მინდა <333
0
№13
ავტორი: Red Hooligan
27 დეკემბერი 2013 17:02
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
RioManIa,
კიდევ კაი შენნაირად არ ფიქრობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top