თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2013, 21:24
ავტორი: Esi,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 15
BBC-ის ჯილდო სერ ალექსს
სერ ალექსმა BBC-ისგან წლის ჯილდო მიიღო...
BBC-ის ჯილდო სერ ალექსს
კვირას,15 დეკემბერს ტელეკომპანია BBC-მ 2013 წლის სპეციალური ბრილიანტის ჯილდო ყოფილ მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს გადასცა.როგორც ყველამ ვიცით,სერ ალექსმა 26 წლის განმავლობაში მრავალი წარმატება თუ ტიტული მოუპოვა კლუბს.მან 13-ჯერ მოიპოვა პრემიერ ლიგის ტიტული და გადაუსწრო მოსისხლე მტერ ლივერპულს.

გარდა 13 პრემიერ ლიგის ტიტულისა,მან ასევე კლუბთან ერთად მოიგო უეფას თასების გამარჯვებულთა თასი,ხუთჯერ მოიგო FA CUP და ოთხჯერ ლიგის თასი.ასევე ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული.მის ხელში აღიზარდნენ ისეთი ვარსკვლავები,როგორებიც დევიდ ბექჰემი,ერიკ კანტონა,მარკ ჰიუზი,ქრიშტიანუ რონალდო,გარი ნევილი,რაიან გიგზი,პოლ სქოულზი იყვნენ.

BBC Sport-ის დირექტორმა ბარბარა სლეიტერმა განაცხადა:"სერ ალექსის მიღწევები არის უნიკალური.ჩვენ გვინდა გადავცეთ მას ეს ჯილდო.მის ჯილდოებზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს,რადგან მას არაერთი ჯილდო აქვს კლუბთან ერთად მოგებული"

ასევე ამ დაჯილდოვებაზე მონაწილეობა მიიღო ქრიშტიანუ რონალდუმ,რომელმაც მისვლა ვერ მოახერხა,მაგრამ პირდაპირი ეთერით ჩაერთო.მისი სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.

"შენ ჩემი მამა იყავი ფეხბურთში.მომეცი ძალიან ბევრი შანსი,რათა მესწავლა ბევრი რამ.მახსოვს,როდესაც კლუბში მოვედი გთხოვე ჩემთვის მოგეცა 29 ნომრიანი მაისური,მაგრამ შენ 7 ნომრიანი მაისური გადმომეცი.შენ მასწავლე გზა თუ როგორ უნდა გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი.შენ არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელი ხარ,არამედ შესანიშანავი ადამიანი ხარ.ჩემთვის ნომერ პირველი ხარ"

და ბოლოს,გთავაზობთ ამ ცერემონიალის ამსახველ ვიდეოს.


წყარო:manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
16 დეკემბერი 2013 21:26
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
"შენ ჩემი მამა იყავი ფეხბურთი.მომეცი ძალიან ბევრი შანსი,რათა მესწავლა ბევრი რამ.მახსოვს,როდესაც კლუბში მოვედი გთხოვე ჩემთვის მოგეცა 29 ნომრიანი მაისური,მაგრამ შენ 7 ნომრიანი მაისური გადმომეცი.შენ მასწავლე გზა თუ როგორ უნდა გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი.შენ არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელი ხარ,არამედ შესანიშანავი ადამიანი ხარ.ჩემთვის ნომერ პირველი ხარ"


ამეტირება ეხლა :///
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Esi
16 დეკემბერი 2013 21:29
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ციტატა: Beckham 7
ამეტირება ეხლა :///

ვიდეოს უყურე უფრო დაიგრუზები :(((
0
№3
ავტორი: Beckham 7
16 დეკემბერი 2013 21:34
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
Esi,
რა გინნდა სიცოცხლე უნდა მომისწრაფო? ;// რა კაი ვიდეოა '
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: noa
16 დეკემბერი 2013 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
sg avtor fellow
0
№5
ავტორი: N10
16 დეკემბერი 2013 21:53
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
სანამ ვიდეოს ვუყურებდი მცხელოდა და ვიდეოს ყურებისას რამაგრა გავგრილდი wink საღოლ ავტორ
0
№6
ავტორი: UTD-Rule
16 დეკემბერი 2013 22:03
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუუ ძაან ემოციური ვიდეო არის მართლა recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: BERDI
16 დეკემბერი 2013 22:23
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ეჰჰჰჰ რონალდოოოოოოოო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: love united
16 დეკემბერი 2013 22:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ასეთი მეორე ადამიანი არ არსებობს...ყველაზე მაგარი კაცია <3
0
№9
ავტორი: Macklemore
17 დეკემბერი 2013 02:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან ემოციური ვიდეო იყო, თვალწინ გამიელვა რაც კი დიდებული მომენტი მახსოვს ფერგის მოღვაწეობიდან და სევდიანად გამეღიმა. სევდიანად იმიტომ, რომ ის წავიდა და იმიტომ გამეღიმა, რომ ასეთი დიდებული სწორედ ფერგის გამოა იუნაიტედი. არ ვიცი რა ვთქვა...
0
№10
ავტორი: red devil
17 დეკემბერი 2013 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Darcheniliyavi mere she oxero sad garbodi? Axla ro shen aq iyo aset cud dgeshi xo ar viqnebodit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top