თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2013, 21:24
ავტორი: Esi,
ნანახია: 2352,
კომენტარები: 15
BBC-ის ჯილდო სერ ალექსს
სერ ალექსმა BBC-ისგან წლის ჯილდო მიიღო...
BBC-ის ჯილდო სერ ალექსს
კვირას,15 დეკემბერს ტელეკომპანია BBC-მ 2013 წლის სპეციალური ბრილიანტის ჯილდო ყოფილ მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს გადასცა.როგორც ყველამ ვიცით,სერ ალექსმა 26 წლის განმავლობაში მრავალი წარმატება თუ ტიტული მოუპოვა კლუბს.მან 13-ჯერ მოიპოვა პრემიერ ლიგის ტიტული და გადაუსწრო მოსისხლე მტერ ლივერპულს.

გარდა 13 პრემიერ ლიგის ტიტულისა,მან ასევე კლუბთან ერთად მოიგო უეფას თასების გამარჯვებულთა თასი,ხუთჯერ მოიგო FA CUP და ოთხჯერ ლიგის თასი.ასევე ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული.მის ხელში აღიზარდნენ ისეთი ვარსკვლავები,როგორებიც დევიდ ბექჰემი,ერიკ კანტონა,მარკ ჰიუზი,ქრიშტიანუ რონალდო,გარი ნევილი,რაიან გიგზი,პოლ სქოულზი იყვნენ.

BBC Sport-ის დირექტორმა ბარბარა სლეიტერმა განაცხადა:"სერ ალექსის მიღწევები არის უნიკალური.ჩვენ გვინდა გადავცეთ მას ეს ჯილდო.მის ჯილდოებზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს,რადგან მას არაერთი ჯილდო აქვს კლუბთან ერთად მოგებული"

ასევე ამ დაჯილდოვებაზე მონაწილეობა მიიღო ქრიშტიანუ რონალდუმ,რომელმაც მისვლა ვერ მოახერხა,მაგრამ პირდაპირი ეთერით ჩაერთო.მისი სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.

"შენ ჩემი მამა იყავი ფეხბურთში.მომეცი ძალიან ბევრი შანსი,რათა მესწავლა ბევრი რამ.მახსოვს,როდესაც კლუბში მოვედი გთხოვე ჩემთვის მოგეცა 29 ნომრიანი მაისური,მაგრამ შენ 7 ნომრიანი მაისური გადმომეცი.შენ მასწავლე გზა თუ როგორ უნდა გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი.შენ არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელი ხარ,არამედ შესანიშანავი ადამიანი ხარ.ჩემთვის ნომერ პირველი ხარ"

და ბოლოს,გთავაზობთ ამ ცერემონიალის ამსახველ ვიდეოს.


წყარო:manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 დეკემბერი 2013 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესეთი ისტორია მხოლოდ მანჩესტერს თუ ექნებოდა, სხვას არავის!!! ვამაყობ, რომ მანჩესტერ უნაიტედის გულშემატკივარი ვარ...
0
№12
ავტორი: Jubo
17 დეკემბერი 2013 13:11
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დამბურძგლა ეს რა ვიდეო იყო <3 გენიაა ფერგი, ყველა დროის საუკეთესო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: Shako Jones
17 დეკემბერი 2013 14:25
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ოჰჰ გაჩერდი რონი <333
0
№14
ავტორი: VaRdo
17 დეკემბერი 2013 16:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვამაყობ რომ ფერგიუსონის დროინდელ იუნაიტედს მოვესწარი და ამ ყველაფერს მეც თვალს ვადევნებდი. ოქროს ხანა რომელიც სამუდამოდ დარჩება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2013 19:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კაცი და ადამიანი რომელსაც მართლა ვაღმერთებ !! საუკეთესო ხარ ბაბუ !! ეეეჰჰჰ რონალდუ სად წახვედი :|| დაუბრუნდი ბიჭო სახლს :||
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top