თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2013, 11:03
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2544,
კომენტარები: 13
მოიესი: ჩვენ აუცილებლად დავხარჯავთ ფულს
მოიესმა პოტენციურ სამიზნეებზე და ზაფხულში დაკარგულ ფეხბურთელზე ისაუბრა.
მოიესი: ჩვენ აუცილებლად დავხარჯავთ ფულს
დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დიდი ფულის გადასახდელად ტრანსფერში და ასევე განაცხადა, რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ყიდვასთან.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა და მოიესი ირწმუნება, რომ ის მზადაა გადაიხადოს ნებისმიერი რაოდენობის თანხა, თუ საჭირო ფეხბურთელს აღმოჩენს.

"ჩვენ გვაქვს ფული და კლუბი აუცილებლად დახარჯავს ბევრს." - განუცხადა მან რეპოტრიორებს "აონის" სავარჯიშო კომპლექსიდან. "ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს."

"ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ყიდვასთან, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთელებმა სხვა კლუბები აირჩიეს ან გადაწყვეტილება შეცვალეს."


"წითლების" სახელს უკავშირდებოდა რამდენიმე ფეხბურთელი ევროპიდან, თუმცა საბოლოოდ ერთადერთი შენაძენი მარუან ფელაინი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულთა სიაში იყვნენ ტიაგო ალკანტარა, სესკ ფაბრეგასი და ანდერ ჰერერა, ასევე იყო ლაპარაკი კრიშტიანო რონალდოს შესაძლო "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაზე და გარეტ ბეილი მეგა ტრანსფერზე.

მოიესმა უარი განაცხადა ფეხბურთელის სახელის დასახელებაზე, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი გადმოსვლა ნამდვილად დიდი სენსაცია იქებოდა.

"ჩვენ ვიყავით ძალიან ახლოს მნიშვნელოვან ტრანსფერთან" - განაცხადა მან. "ახლა ადვილია თქმა 'თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ', მაგრამ ეს ასე არ იყო, ჩვენ ძალიან ვეცადეთ ამ ფეხბურთელის ყიდვას, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის გააძლიერებდა გუნდს."

როცა რეპორტიორებმა მას ჰკითხეს შეეცდებოდა თუ არა იგივე ფეხბურთელის ყიდვას ამ ზამთარში მან უპასუხა: "კონკრეტულად ამ ფეხბურთელის არა. ძალიან გამიკვირდება თუ ეს მოხდება ან ამ ზამთარში ან მომავალ ზაფხულში."

მოიესმა დაადასტურა, რომ ის იყიდის ფეხბურთელს, თუმცა დაამატა, რომ ეს არ იქნება მცირე ვადიანი ტრანსფერი. ის აუცილებლად უნდა იყოს გრძელ ვადიანი პერსპექტივა.

"მე მინდა, რომ ფეხბურთელები დიდი ვადით შევიძინო და არა მომავალი 6 თვისთვის. თუ ვიპოვი ისეთ ფეხბურთელს, რომელიც 6-7 წელი ჩვენთან იქნება, მის ყიდვას რაც შეიძლება ადრე შევეცდები."

"თუმცა ბევრი პოტენციური სამიზნე იქნება კლუბებიდან, რომლებიც 'ჩემპიონთა ლიგაზე' გამოდიან, ან კლუბებიდან, რომლებიც არ ისურვებენ მის გაშვებას, რადგან კარგ პოზიციებზე იმყოფებიან ლიგებში."


წყარო: ManUtd.com
ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
15 დეკემბერი 2013 11:04
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ალბათ ალკანტარაზე საუბრობს, რადგან თქვა სხვა გუნდი აირჩიაო და თან გამორიცხავს შემდეგ სეზონებში ყიდვას.

ამ ზამთარში კოკე, როისი, დრაქსლერი აქედან ერთი და ერთი კაი მცველი გვინდა.
0
№2
ავტორი: Lev
15 დეკემბერი 2013 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
Vodafone, სამივვე რა პონტში?)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2013 11:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტროტმანი, ალკანტარა, ფაბრეგასი იოზილი winked

რა ხალხის ყიდვის შანსი გვქონდა! ყველა დაგვხატავდა, ალკანტარა განსაკუთრებით ალბათ
0
№4
ავტორი: Vodafone
15 დეკემბერი 2013 11:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Lev
როისი, კოკე, დრაქსლერიდან - ერთ-ერთი მეთქი.
0
№5
ავტორი: LizarD
15 დეკემბერი 2013 11:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დრახსლერი არამგონია გადმოვიდეს რა როისი საჩალიჩოა.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2013 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სტროტმანი არ იყო ხელიდან გასაშვები კაცი...
0
№7
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2013 11:43
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეჰ როისი როგორ მინდა მაგრამ არ გადმოვა შანსი არაა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2013 12:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფულს ბაია ზუგდიდიც ხარჯავს მაგრამ გააჩნია რისთვის გამოიყენებ მოიესი მანგალასთვის 50მილიონი ბევრია აი კაბელა ვიყიდოთ
0
№9
ავტორი: Berba 9
15 დეკემბერი 2013 12:36
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს ეხლა ფაბრეგასზე ლაპარაკობს და არ გადმოვა ფაბრე იუნაიტედში))) როისი, რომ ვიყიდოთ კარგი იქნება)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: GGMU20
15 დეკემბერი 2013 12:58
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
როისი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top