თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2013, 11:03
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2550,
კომენტარები: 13
მოიესი: ჩვენ აუცილებლად დავხარჯავთ ფულს
მოიესმა პოტენციურ სამიზნეებზე და ზაფხულში დაკარგულ ფეხბურთელზე ისაუბრა.
მოიესი: ჩვენ აუცილებლად დავხარჯავთ ფულს
დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დიდი ფულის გადასახდელად ტრანსფერში და ასევე განაცხადა, რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ყიდვასთან.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა და მოიესი ირწმუნება, რომ ის მზადაა გადაიხადოს ნებისმიერი რაოდენობის თანხა, თუ საჭირო ფეხბურთელს აღმოჩენს.

"ჩვენ გვაქვს ფული და კლუბი აუცილებლად დახარჯავს ბევრს." - განუცხადა მან რეპოტრიორებს "აონის" სავარჯიშო კომპლექსიდან. "ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს."

"ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ყიდვასთან, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთელებმა სხვა კლუბები აირჩიეს ან გადაწყვეტილება შეცვალეს."


"წითლების" სახელს უკავშირდებოდა რამდენიმე ფეხბურთელი ევროპიდან, თუმცა საბოლოოდ ერთადერთი შენაძენი მარუან ფელაინი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულთა სიაში იყვნენ ტიაგო ალკანტარა, სესკ ფაბრეგასი და ანდერ ჰერერა, ასევე იყო ლაპარაკი კრიშტიანო რონალდოს შესაძლო "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაზე და გარეტ ბეილი მეგა ტრანსფერზე.

მოიესმა უარი განაცხადა ფეხბურთელის სახელის დასახელებაზე, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი გადმოსვლა ნამდვილად დიდი სენსაცია იქებოდა.

"ჩვენ ვიყავით ძალიან ახლოს მნიშვნელოვან ტრანსფერთან" - განაცხადა მან. "ახლა ადვილია თქმა 'თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ', მაგრამ ეს ასე არ იყო, ჩვენ ძალიან ვეცადეთ ამ ფეხბურთელის ყიდვას, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის გააძლიერებდა გუნდს."

როცა რეპორტიორებმა მას ჰკითხეს შეეცდებოდა თუ არა იგივე ფეხბურთელის ყიდვას ამ ზამთარში მან უპასუხა: "კონკრეტულად ამ ფეხბურთელის არა. ძალიან გამიკვირდება თუ ეს მოხდება ან ამ ზამთარში ან მომავალ ზაფხულში."

მოიესმა დაადასტურა, რომ ის იყიდის ფეხბურთელს, თუმცა დაამატა, რომ ეს არ იქნება მცირე ვადიანი ტრანსფერი. ის აუცილებლად უნდა იყოს გრძელ ვადიანი პერსპექტივა.

"მე მინდა, რომ ფეხბურთელები დიდი ვადით შევიძინო და არა მომავალი 6 თვისთვის. თუ ვიპოვი ისეთ ფეხბურთელს, რომელიც 6-7 წელი ჩვენთან იქნება, მის ყიდვას რაც შეიძლება ადრე შევეცდები."

"თუმცა ბევრი პოტენციური სამიზნე იქნება კლუბებიდან, რომლებიც 'ჩემპიონთა ლიგაზე' გამოდიან, ან კლუბებიდან, რომლებიც არ ისურვებენ მის გაშვებას, რადგან კარგ პოზიციებზე იმყოფებიან ლიგებში."


წყარო: ManUtd.com
ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
15 დეკემბერი 2013 20:48
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ილკაი გუნდოგანი, ამ მომენტისთვის ყველაზე საჭირო ფეხბურთელი სწორედ ისაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: DAVID MOYES
16 დეკემბერი 2013 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
2 კაცი გვჭირდება უეჭველი ნახევარდაცვა და ცენტრალური დაცვა და ბეინსის გარეშე სეზონის ბოლომდე რამენაირად გავდძლებთ და პლიუს ერთი ვნგერიც გვინდა თორე იანგის იმედზე კოლჩესტერ უნაიტედი იყოს
0
№13
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
აბა რაა დევიდდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top