თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2013, 23:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2281,
კომენტარები: 13
იანუზაი: მე სამუდამოდ "იუნაიტედში" დავრჩები
იანუზაიმ თავის მომავალ გეგმებზე ისაუბრა
იანუზაი: მე სამუდამოდ
ადნან იანუზაიმ განაცხადა, რომ მას სურს მთელი კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატაროს.

შესანიშნავმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ოქტომბერში ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს კლუბთან და მან მოახერხა დიდი შთაბეჭდილების მოხდენა დევიდ მოიესზე, ასევე ის გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა ბრიუსელში დაბადებული ფეხბურთელი თვლის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და აპირებს გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გახდეს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

Countdown to Kick-Off-სთან ინტერვიუში 18 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მოპოვება.

"ყოველთვის საჭიროა გააგრძელო წინსვლა და მუშაობა, თუ გინდა რომ გახდე უკეთესი. ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ბევრი მეშრომა მოედანზე და ყველანაირად მეცადა გავმხდარიყავი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში." - განაცხადა მან.

"ეს ფეხბურთია, აქ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს. თუ შენ საკმარისად კარგი ხარ, მაშინ ყოველთვის გექნება შანსი. ბოსმა მე შანსი მომცა, მას სჩვევია ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდა. ის ტოპ კლასის მწვრთნელია, მან ზუსტად იცის როგორ მოიქცეს ფეხბურთელებთან."

"მე მსურდა, რომ კონტრაქტი გამეფორმებინა 'მანჩესტერ იუნაიტედთან' - ეს ჩემი პირველი არჩევანი იყო. ახლა, მე ხელი მოვაწერე მათთან და ძალიან ბედნიერი ვარ. თუ შესაძლებლობა მექნება, რომ მთელი ცხოვრება 'მანჩესტერ იუნაიტედში' ვითამაშო, სიამოვნებით გავაკეთებ ამას კლუბისთვის."

"ჩემი მიზანი, ტიტულების მოგება და საუკეთესო ფეხბურთელად გახდომაა."


იანუზაის ჰქონდა ფანტასტიური დებიუტი, მან თავისი ორი გოლით გამარჯვება მოუტანა გუნდს "სანდერლედთან". ამის შემდეგ მისმა სახელმა მთელი მსოფლიო მოიარა და ის აღიარებს, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რადგან ახლა მას ქუჩაში ყველა ცნობს.

"მე მოვახერხე ორი გოლის გატანა დებიუტში, უკეთესს ვერც ვინატრებდი." განაცხადა მან. "ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მოვახერხე ორი გოლის გატანა და ვეცდები გავიტანო მეტი. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი, მე მომეცა შანსი და უნდა დამემტკიცებინა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ."

"ასეთი მომენტის შემდეგ, შენი პირადი ცხოვრება ქრება. საჭიროა მსხვერპლის გაღება და ეს ადვილი არაა."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
13 დეკემბერი 2013 23:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამ ბიჭის ამბიციებს საზღვარი არ აქვს love იმედია ეს ამბიციებად არ დარჩება და ხორცს შეასხამს თავის მიზნებს. ძალიანი კარგია რომ ასეთი მონდომებულია.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
13 დეკემბერი 2013 23:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომწონს შემართება winked შეუძლია და გახდება ერთ–ერტი საუკეთესო. მთავარია წინსვლა განაგრძოს და რაც მთავარია ბევრი უნდა იშრომოს
0
№3
ავტორი: BERDI
13 დეკემბერი 2013 23:50
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ვაა რა ძმაააა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2013 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიდე უნდა მოუმატოს და ნუ ნიჭი რო აქ მაგაზე ზედმეტია ლაპარაკი
0
№5
ავტორი: ThiagoAlcantara
14 დეკემბერი 2013 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
erti goli kide amisgan da ufro gaixsneba )))
0
№6
ავტორი: LizarD
14 დეკემბერი 2013 00:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
"ჩემი მიზანი, ტიტულების მოგება და საუკეთესო ფეხბურთელად გახდომაა."

ესეთი მოთამაშეები აკლია იუნაიტედს, მაგიტომაა რომ ცუდად თამაშობენ და ზოგი უმოტივაციოა და ა,შ. გუნდში კონკურენცია როცაა მაშინ ყველა კარგად თამაშობს, ახლა კიდე ვინ არის სკამზე ისეთი ვიზეც გადაწყვეტით შეიძლება თქვა რომ შემოვა რამეს აუცილებლად შეცვლისო..
0
№7
ავტორი: MANUTD FAN.
14 დეკემბერი 2013 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
აი რატომ მომწონს ეს ბიჭი დარწმუნებული ვარ რო დარჩები იუნაიტედში და იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ საუკეთესოც გახდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№8
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2013 07:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia progres ganagrdzob
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
14 დეკემბერი 2013 09:04
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამას რამდენი აკრიტიკებს რატომ არვიცი ალბათ შურტ 18წლის ბიჭი იუნაიტედში რომ თამაშობს.. ..მაგარი იმედები უნდა დაამყაროს მოისმა ამაზე...
0
№10
ავტორი: Best 7
14 დეკემბერი 2013 09:20
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი ბიჭია ეს მომავალი ბესტია ბევრ კარგს მოუტანს ჩვენ გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top