თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2013, 23:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2286,
კომენტარები: 13
იანუზაი: მე სამუდამოდ "იუნაიტედში" დავრჩები
იანუზაიმ თავის მომავალ გეგმებზე ისაუბრა
იანუზაი: მე სამუდამოდ
ადნან იანუზაიმ განაცხადა, რომ მას სურს მთელი კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატაროს.

შესანიშნავმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ოქტომბერში ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს კლუბთან და მან მოახერხა დიდი შთაბეჭდილების მოხდენა დევიდ მოიესზე, ასევე ის გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა ბრიუსელში დაბადებული ფეხბურთელი თვლის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და აპირებს გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გახდეს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

Countdown to Kick-Off-სთან ინტერვიუში 18 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მოპოვება.

"ყოველთვის საჭიროა გააგრძელო წინსვლა და მუშაობა, თუ გინდა რომ გახდე უკეთესი. ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ბევრი მეშრომა მოედანზე და ყველანაირად მეცადა გავმხდარიყავი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში." - განაცხადა მან.

"ეს ფეხბურთია, აქ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს. თუ შენ საკმარისად კარგი ხარ, მაშინ ყოველთვის გექნება შანსი. ბოსმა მე შანსი მომცა, მას სჩვევია ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდა. ის ტოპ კლასის მწვრთნელია, მან ზუსტად იცის როგორ მოიქცეს ფეხბურთელებთან."

"მე მსურდა, რომ კონტრაქტი გამეფორმებინა 'მანჩესტერ იუნაიტედთან' - ეს ჩემი პირველი არჩევანი იყო. ახლა, მე ხელი მოვაწერე მათთან და ძალიან ბედნიერი ვარ. თუ შესაძლებლობა მექნება, რომ მთელი ცხოვრება 'მანჩესტერ იუნაიტედში' ვითამაშო, სიამოვნებით გავაკეთებ ამას კლუბისთვის."

"ჩემი მიზანი, ტიტულების მოგება და საუკეთესო ფეხბურთელად გახდომაა."


იანუზაის ჰქონდა ფანტასტიური დებიუტი, მან თავისი ორი გოლით გამარჯვება მოუტანა გუნდს "სანდერლედთან". ამის შემდეგ მისმა სახელმა მთელი მსოფლიო მოიარა და ის აღიარებს, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რადგან ახლა მას ქუჩაში ყველა ცნობს.

"მე მოვახერხე ორი გოლის გატანა დებიუტში, უკეთესს ვერც ვინატრებდი." განაცხადა მან. "ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მოვახერხე ორი გოლის გატანა და ვეცდები გავიტანო მეტი. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი, მე მომეცა შანსი და უნდა დამემტკიცებინა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ."

"ასეთი მომენტის შემდეგ, შენი პირადი ცხოვრება ქრება. საჭიროა მსხვერპლის გაღება და ეს ადვილი არაა."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: - LaNa Ts.....
14 დეკემბერი 2013 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
love ჩემი ქმარია ეს!! wink დიდი მომავალი აქვს იანუზაის... მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩემი ქმარი იქნება, იმიტომ როომ უძალიანესად მაგარ ფეხბურთს თამაშობს... ჯერ კიდევ თინეიჯერია და რამდენს მიაღწია !!! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: chudikone
14 დეკემბერი 2013 12:18
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თავისთავზე ბევრს იღებს ხოლმე ხანდახან, მაგარმ არაუშავს.. ერთი გოლი უნდა კიდე და მერე საბოლოოდ გაეხსნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: Dato de gea quantana
14 დეკემბერი 2013 17:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
axali giggsi iqneba eesss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top