თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2013, 07:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2287,
კომენტარები: 14
ანრი: "აღარავის ეშინია "იუნაიტედის"
არსენალის ლეგენდა აცხადებს, რომ "იუნაიტედმა" დაკარგა რეპუტაცია ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ.
ანრი:
ტიერი ანრი აღიარებს, რომ როდედესაც იგი "ასენალის" ფეხბურთელი იყო და "ეშმაკუნებს" სათავეში სერ ალექსი ედგათ, "მეთოფეებმა" მატჩის წინ წინასწარ იცოდნენ რომ "ოლდ ტრაფორდის" სტუმრობა უშედეგოდ ჩაივლიდა მისი გუნდისთვის.

ახლა იუნაიტედი პრემიერ ლიგის ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს და არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. "ეშმაკუნებმა" ბოლო 2 საშინაო მატჩში მარცხი იწვნიეს ისეთ გუნდებთან, როგორიცაა "ევერტონი" და "ნიუკასლი". ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ფრანგი ლეგენდა აცხადებს, რომ თუ "იუნაიტედმა" მალევე არ აღიდგინა მისი რეპუტაცია, მაშინ მათ მოუწევთ ზაფხულის მოსვლა ტიტულის გარეშე აღნიშნონ.

"შემიძლია გულღიად განვაცხადო, როდესაც ჩვენი გუნდი "ოლდ ტრაფოდზე" მიემგზავრებოდა, ჩვენ ვიცოდით რომ ურთულესი მატჩი გველოდა წინ." - აცხადებს ტიერი ანრი, რომელიც მიწვეული იყო Sky-ს სტუდიაში, რათა ჩემპიონთა ლიგის განხილვაში მიეღო მონაწილეობა.

"მაგრამ ახლა მე ვხედავ, რომ კლუბები, რომელთაც მატჩი ელის "იუნაიტედის" წინააღმდეგ, საერთოდ არ უფრთხიან "ეშმაკუნებს". ისინი გახსნილად თამაშობენ. ჩემ დროს კი, მათ ამ გუნდის ნახევარზე გადასვლაც კი უჭირდათ, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ ეს გუნდები კომფორტულად გრძნობენ თავს მატჩის მიმდინარეობისას და არც ბურთის კონტროლში ეშლებათ ხელი. "იუნაიტედმა" საკუთარი შიშის მომგვრელი ფაქტორი უნდა დაიბრუნოს და მაშინ ყველაფერი დალაგდება."

თავად არსენალი 5 ქულით უსწრებს უახლოს მდევარს. ტიერი ანრი ამ თემასაც შეეხო და სურვილი გამოთქვა მესუტ ოზილთან ერთად თამაშისა. გერმანელი ნახევარმცველი ამ სეზონში შეურთდა "მეთოფეებს" და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში. "მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ოზილთან ერთ გუნდში. რაღაც გზებით ის რობერტ პირესსაც წააგავს. ჩვენ ვიცით, რომ ოზილს დიდი სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ მისი შთამბეჭდაობა ამით არ არის გამოწვეული. ის მოედანზე ისე თავისუფლად გამოიყურება, როგორც პატარა ბიჭი, რომელიც ეზოში ბურთით თამაშობს და ყურადღებას არავინ აქცევს."

ფრანგი ლეგენდა დიდი ხნის მანძილზე ატარებდა "მეთოფეების" მაისურს და არა მხოლოდ არსენალის გუშემატკივრების პატივისცემა მოიპოვა. იგი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად. ანრი დღესდღეისობით აშშ-ში მოღვაწეობს და New York RB-ს ღირსებას იცავს.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
12 დეკემბერი 2013 09:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იუნაიტედი მაინც იუნაიტედია, რა ფეხბურთელებითაც არ უნდა იყოს...
0
№2
ავტორი: red devil
12 დეკემბერი 2013 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
"ეშმაკუნებს" სათავეში სერ
ალექსი ედგათ, "მეთოფეებმა"
მატჩის წინ წინასწარ იცოდნენ
რომ "ოლდ ტრაფორდის"
სტუმრობა უშედეგოდ ჩაივლიდა
მისი გუნდისთვის.

Babu geniosi iyo
0
№3
ავტორი: BERDI
12 დეკემბერი 2013 11:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ართალია არცერთი გუნდი არ უფრთხის მანჩესსტერს ეს ბუნებრივიცააა მანჩესტერი ერთ გოლზე თამაშობს ყოველთვის რაც მოიესია სათავეში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 დეკემბერი 2013 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაღაც მომენტში ვეთანხმები ანრის , მაგრამ ეს მანჩესტერია და მჯერა რო შევძლებთ იმას რასაც ყველა ელის იუნაიტედისაგან.
0
№5
ავტორი: ThiagoAlcantara
12 დეკემბერი 2013 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
martali xar anri )))
0
№6
ავტორი: RedGirl
12 დეკემბერი 2013 12:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ხო არა ? :)) სწორედ მოიესის გუნდი იყო არსენალი რო ატირა ოლდ ტრაფორდზე :)) კი მოდიოდით მოსაგებად მაგრამ რავიცი რავიცი.. :)) წელს თუ არა მანჩესტერი თავისი დიდებით დაბრუნდება და მიუჩენს არსენალსაც თავის ადგილს. ჯერ სიხარული ნაადრევია :)) ისე ესე მაინც მოიგეთ ეპლ თორე ჩადგება მანჩესტერი ფორმაში და მერე.. :) ხო და კიდევ, იუნაიტედს ძალიან აკლია ფერგი, ის მანჩესტერის სული და გულია, მაგრამ ჩვენ ერთი კაცის გუნდი არ ვართ და ამას დავამტკიცებთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: ViDa
12 დეკემბერი 2013 13:04
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ისე რო დაუკვირდე, რამხელა ავტორიტეტი იყო ფერგიუსონი. ჩავარდნების დროსაც ხმას არავინ იღებდა. ახლა ნახეს უფი ხორცი და ათახსირებენ მოიეს, ვისაც მანამდე არ ჰქონდა ნალაპარაკები ახლა ლაპარაკობს. მოვა დრო და მოიესიც დაგაყენებიებთ ყველას!

ისე რო დაუკვირდე, რამხელა ავტორიტეტი იყო ფერგიუსონი. ჩავარდნების დროსაც ხმას არავინ იღებდა. ახლა ნახეს უფი ხორცი და ათახსირებენ მოიეს, ვისაც მანამდე არ ჰქონდა ნალაპარაკები ახლა ლაპარაკობს. მოვა დრო და მოიესიც დაგაყენებიებთ ყველას!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: xfergix
12 დეკემბერი 2013 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
რაღაცაში მართალია ანრი
0
№9
ავტორი: Best 7
12 დეკემბერი 2013 16:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
RedGirl,
და მოიესის გუნდმა იტირა ორი მატჩი რო წააგო
0
№10
ავტორი: MANUTD FAN.
12 დეკემბერი 2013 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
რაც არ უნდა მოხდეს იუნაიტედის არ დაფასება არ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top