თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2013, 07:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2289,
კომენტარები: 14
ანრი: "აღარავის ეშინია "იუნაიტედის"
არსენალის ლეგენდა აცხადებს, რომ "იუნაიტედმა" დაკარგა რეპუტაცია ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ.
ანრი:
ტიერი ანრი აღიარებს, რომ როდედესაც იგი "ასენალის" ფეხბურთელი იყო და "ეშმაკუნებს" სათავეში სერ ალექსი ედგათ, "მეთოფეებმა" მატჩის წინ წინასწარ იცოდნენ რომ "ოლდ ტრაფორდის" სტუმრობა უშედეგოდ ჩაივლიდა მისი გუნდისთვის.

ახლა იუნაიტედი პრემიერ ლიგის ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს და არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. "ეშმაკუნებმა" ბოლო 2 საშინაო მატჩში მარცხი იწვნიეს ისეთ გუნდებთან, როგორიცაა "ევერტონი" და "ნიუკასლი". ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ფრანგი ლეგენდა აცხადებს, რომ თუ "იუნაიტედმა" მალევე არ აღიდგინა მისი რეპუტაცია, მაშინ მათ მოუწევთ ზაფხულის მოსვლა ტიტულის გარეშე აღნიშნონ.

"შემიძლია გულღიად განვაცხადო, როდესაც ჩვენი გუნდი "ოლდ ტრაფოდზე" მიემგზავრებოდა, ჩვენ ვიცოდით რომ ურთულესი მატჩი გველოდა წინ." - აცხადებს ტიერი ანრი, რომელიც მიწვეული იყო Sky-ს სტუდიაში, რათა ჩემპიონთა ლიგის განხილვაში მიეღო მონაწილეობა.

"მაგრამ ახლა მე ვხედავ, რომ კლუბები, რომელთაც მატჩი ელის "იუნაიტედის" წინააღმდეგ, საერთოდ არ უფრთხიან "ეშმაკუნებს". ისინი გახსნილად თამაშობენ. ჩემ დროს კი, მათ ამ გუნდის ნახევარზე გადასვლაც კი უჭირდათ, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ ეს გუნდები კომფორტულად გრძნობენ თავს მატჩის მიმდინარეობისას და არც ბურთის კონტროლში ეშლებათ ხელი. "იუნაიტედმა" საკუთარი შიშის მომგვრელი ფაქტორი უნდა დაიბრუნოს და მაშინ ყველაფერი დალაგდება."

თავად არსენალი 5 ქულით უსწრებს უახლოს მდევარს. ტიერი ანრი ამ თემასაც შეეხო და სურვილი გამოთქვა მესუტ ოზილთან ერთად თამაშისა. გერმანელი ნახევარმცველი ამ სეზონში შეურთდა "მეთოფეებს" და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში. "მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ოზილთან ერთ გუნდში. რაღაც გზებით ის რობერტ პირესსაც წააგავს. ჩვენ ვიცით, რომ ოზილს დიდი სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ მისი შთამბეჭდაობა ამით არ არის გამოწვეული. ის მოედანზე ისე თავისუფლად გამოიყურება, როგორც პატარა ბიჭი, რომელიც ეზოში ბურთით თამაშობს და ყურადღებას არავინ აქცევს."

ფრანგი ლეგენდა დიდი ხნის მანძილზე ატარებდა "მეთოფეების" მაისურს და არა მხოლოდ არსენალის გუშემატკივრების პატივისცემა მოიპოვა. იგი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად. ანრი დღესდღეისობით აშშ-ში მოღვაწეობს და New York RB-ს ღირსებას იცავს.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
12 დეკემბერი 2013 17:25
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მართალია :@
0
№12
ავტორი: RedGirl
12 დეკემბერი 2013 18:07
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
lukadzandzava,
მე ახლა არსენალთან დაკავშირებით მაქვს ლაპარაკი :)) და ხო მიდი პირველივე სეზონში მოსთხოვე მოგებები :))) და დავდგეთ და ვაგინოთ მოიესს ჩვენი რა მიდის ! :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: GeorgeBest
12 დეკემბერი 2013 19:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართალს ბაზრობს. ეგ ფერგის გავლენა უფრო იყო, მაგრამ მოიესიც დაამკვიდრებს ისევ შიშს მალე ალბათ
0
№14
ავტორი: Manchester_M
12 დეკემბერი 2013 20:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაროჩე ცენტრი გვჭირდება კაი ჩამშლელი და კარგი იქნებოდა ინგლისელი რომ იყოს ეს კაცი ან ინგლისური ხასიათის მატარებელი და მერე შიში ნელ ნელა დაბრუნდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top