თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2013, 14:29
ავტორი: Esi,
ნანახია: 2181,
კომენტარები: 11
ერთი ნაბიჯი იუნაიტედამდე?!
კრუზეიროს ფეხბურთელი დიდი ალბათობით იუნაიტედში ითამაშებს...
ერთი ნაბიჯი იუნაიტედამდე?!
ევერტონ რიბეირომ ESPN-სთან ინტერვიუში განცხადა,რომ მისით სერიოზულად არის დაინტერესებული "მანჩესტერ იუნაიტედი" და მას აქვს შანსი,რომ ითამაშოს ინგლისის "პრემიერ ლიგაში".

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია ბრაზილიელი ნახევარმცველით, რომელიც დაეხმარა თავის ამჟამინდელ კლუბს ტიტულის მოპოვებაში. ასევე 24 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჯერ-ჯერობით კრუზეირო არ ადასტურებს იმ ფაქტს,რომ იუნაიტედმა მათ წინადადებით მიმართეს, მაგრამ რიბეიროს აგენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ის კლუბის გარეთ აწარმოებდა.
დიდი ალბათობით იუნაიტედი ამ უკანასკნელში £15 მილიონ ევროს გადაიხდის.

„მე უკვე მზად ვარ ვითამაშო ინგლისის პრემიერ ლიგაში“-განაცხადა რიბეირომ

„იქ ძალიან ძლიერი გუნდები თამაშობენ. იქ თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა“

„ვგრძნობ,რომ მზად ვარ ვითამაშო ევროპაში. "იუნაიტედს" ჰყავს კაგავა, რუნი, დე ხეა, რომლებსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მათი თამაში. მე მათი თამაშის ყველა ვიდეოსა თუ ჩანაწერს ვუყურებ. მე შემიძლია ვითამაშო ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე.ასევე შემიძლია თავდამსხმლის უკანაც თამაში“


როდესაც კითხეს თუ როგორი გრძნობაა ითამაშო უეინ რუნისა და ვან პერსისთან ერთად,მან განაცხადა:“ეს უდიდესი გრძნობაა. მე უკვე ვუთხარი ჩემს აგენტს, რომ კრუზეიროს ხელმძღვანელობას დაელაპარაკოს, იმის თაობაზე ,რომ მე "იუნაიტედში" გამიშვან.“

მაგრამ ბოლოს რიბეირომ განაცხადა, რომ ის ამჟამად კრუზეიროს ფეხბურთელია და მომავალში რა მოხდება მისთვის ჯერ კვლავ უცნობია.

წყარო:skysports.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
10 დეკემბერი 2013 14:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
პირველად მესმის derpneutral ახლა არაა ასეთი ტრანსფერების დრო, ცოტა სერიოზულზე უნდა ვიფიქროთ, გუნდს ახლავე რო დაეხმაროს.
0
№2
ავტორი: LizarD
10 დეკემბერი 2013 14:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Vodafone,
ხო პირველად გავიგე მეც, თან ამბობს რომ ახლა ჩემს კლუბში ვარო თან აგენტს აგზავნის კლუბის გმთან... რას გაიგებ...
0
№3
ავტორი: I L C
10 დეკემბერი 2013 15:08
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Vodafone,
არაა ადვილი მასეთის ყიდვა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Rosso Diavolo
10 დეკემბერი 2013 18:13
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია,რომ ვიყიდოთ არ გვაწყენდა ახალგაზრდაა
0
№5
ავტორი: Vodafone
10 დეკემბერი 2013 18:38
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
GR 7 ,
ადვილი არაა მაგრამ სასიცოცხლოდ საჭიროა
0
№6
ავტორი: gilmour
10 დეკემბერი 2013 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვინ ოხრობაა და რათ გვინდა
0
№7
ავტორი: sHumaHer
10 დეკემბერი 2013 19:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
Vodafone,
martali xar
0
№8
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2013 19:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მაქვს ამის თამაში ნანახი სიმართლე რომ ვთქვა პირველად მესმის, ბრაზილია ჩემგან შორს :დდ ისე აუცილებლად ვნახავ, თუ ესეა საქმე
0
№9
ავტორი: BERDI
10 დეკემბერი 2013 20:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
არ ვიცი ვინააა და როგორ თამაშობს ჯობია შედარებით გამოცდილი ფეხბურთელი იყიდოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: red devil
10 დეკემბერი 2013 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Davitriot es kaci gamogvadgeba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top