თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2013, 14:29
ავტორი: Esi,
ნანახია: 2186,
კომენტარები: 11
ერთი ნაბიჯი იუნაიტედამდე?!
კრუზეიროს ფეხბურთელი დიდი ალბათობით იუნაიტედში ითამაშებს...
ერთი ნაბიჯი იუნაიტედამდე?!
ევერტონ რიბეირომ ESPN-სთან ინტერვიუში განცხადა,რომ მისით სერიოზულად არის დაინტერესებული "მანჩესტერ იუნაიტედი" და მას აქვს შანსი,რომ ითამაშოს ინგლისის "პრემიერ ლიგაში".

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია ბრაზილიელი ნახევარმცველით, რომელიც დაეხმარა თავის ამჟამინდელ კლუბს ტიტულის მოპოვებაში. ასევე 24 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჯერ-ჯერობით კრუზეირო არ ადასტურებს იმ ფაქტს,რომ იუნაიტედმა მათ წინადადებით მიმართეს, მაგრამ რიბეიროს აგენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ის კლუბის გარეთ აწარმოებდა.
დიდი ალბათობით იუნაიტედი ამ უკანასკნელში £15 მილიონ ევროს გადაიხდის.

„მე უკვე მზად ვარ ვითამაშო ინგლისის პრემიერ ლიგაში“-განაცხადა რიბეირომ

„იქ ძალიან ძლიერი გუნდები თამაშობენ. იქ თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა“

„ვგრძნობ,რომ მზად ვარ ვითამაშო ევროპაში. "იუნაიტედს" ჰყავს კაგავა, რუნი, დე ხეა, რომლებსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მათი თამაში. მე მათი თამაშის ყველა ვიდეოსა თუ ჩანაწერს ვუყურებ. მე შემიძლია ვითამაშო ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე.ასევე შემიძლია თავდამსხმლის უკანაც თამაში“


როდესაც კითხეს თუ როგორი გრძნობაა ითამაშო უეინ რუნისა და ვან პერსისთან ერთად,მან განაცხადა:“ეს უდიდესი გრძნობაა. მე უკვე ვუთხარი ჩემს აგენტს, რომ კრუზეიროს ხელმძღვანელობას დაელაპარაკოს, იმის თაობაზე ,რომ მე "იუნაიტედში" გამიშვან.“

მაგრამ ბოლოს რიბეირომ განაცხადა, რომ ის ამჟამად კრუზეიროს ფეხბურთელია და მომავალში რა მოხდება მისთვის ჯერ კვლავ უცნობია.

წყარო:skysports.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
10 დეკემბერი 2013 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Amis tamashi nanaxi maqvs Da kargi igrokia. Erti rac mapiqrebs isaa ro brazilielebi manchestershi ver qachaven andersoni Da klebersonic kai bichebi iyvnen tavis gundebshi, imedia es mainc gaamartlebs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top