თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2013, 18:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2160,
კომენტარები: 16
თვითმკვლელობა, ბინის დაკარგვა და ფანების გვერდში დგომის იმედი
რა შეუძლიათ ფანებს გააკეთონ საკუთარი გუნდის გამო და კიდევ აქვს თუ არა "მანჩესტერს" ჩემპიონობის შანსი.
თვითმკვლელობა, ბინის დაკარგვა და ფანების გვერდში დგომის იმედი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებს უჭირთ შეგუება მათი გუნდის წარუმატებლობასა და მძიმე პერიოდთან, მაგრამ ერთ–ერთი მათგანის საქციელი სრულიად განმაცვიფრებელი და ტრაგიკული იყო. მან ვერ შეძლო საკუთარი ემოციების კონტროლი, „იუნაიტედის“ წაგებები ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და თავი მოიკლა. ეს გახლდათ კენიას მკვიდრი 23 წლის ჯონ ჯიმი მაჩარია. ის გადმოხტა მეშვიდე სართულიდან და გარდაიცვალა მიღებული დაზიანებების გამო.

ერთ–ერთი ადგილობრივი პოლიციელის, კიბუეს თანახმად, ეს ყველაფერი მოხდა შაბათს, მას შემდეგ რაც „იუნაიტედი“ კიდევ ერთხელ დამარცხდა საკუთარ სტადიონზე. სანამ გადმოხტებოდა, მაჩარიამ მეგობრებს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო ეყურებინა როგორ აგებდა „იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში „კაჭკაჭების“ წინააღმდეგ.

კიბუე ასევე აცხადებს, რომ თამაშამდე მან გააფრთხილა ბარში შეკრებილ გულშემატკივრებს, რომ არ აყოლოდნენ ემოციებს „პრემიერ ლიგის“ გამო და შეეხედათ ამისთვის ისე, როგორც ერთ–ერთი მორიგი თამაშისთვის. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვკარგავთ ახალგაზრდას ინგლისური ფეხბურთის გამო, განსაცვიფრებელი სწორედ ის არის, რომ ის ძალიან შორსაა ჩვენგან. მე არ მესმის რატომ მიაქვს ხალხს გულთან ასე ახლოს ეს ყველაფერი. მეც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს მხოლოდ თამაშია და მეტი არაფერი.“-განაცხადა კიბუემ.

„იუნაიტედის“ 1-0 მარცი „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, იყო მეორე წაგება ოთხი დღის განმავლობაში. ეს არის პირველი და საკმაოდ ცუდად დაწყებული სეზონი სერ ალექს ფერგიუსონის ერის შემდეგ. 15 თამაშის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონები ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ „არსენალს“ 13 ქულით, ხოლო მათ ყველაზე დიდ მტერს „მანჩესტერ სიტის“ შვიდი ქულით, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ „იუნაიტედის“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული. მაგრამ BBC–ის თანახმად, დავიდ მოიესს, რომელმაც ჩაანაცვლა ფერგიუსონი გასულ ზაფხულს, სწამს, რომ წითელი ეშმაკუნები კიდევ არიან ჩემპიონობის ღირსეული პრეტენდენტები. „მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და გპირდებით, რომ ჩვენ მალე ვიქნებით დასახულ მიზანთან ძალიან ახლოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას რაც გვინდა სეზონის ბოლოს“–აცხადებს ბოსი „ნიუკასლთან“ მარცხის შემდგომ.

ასევე ბევრის განცხადებით „იუნაიტედი“ არამარტო ვერ გახდება ჩემპიონი, არამედ დაკარგავს მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურს. მაგრამ მოიესი ფიქრობს, რომ ფანები კვლავ მის გვერდში დგანან და ეს მას ძალიან დაეხმარება:

„“იუნაიტედის“ ფანები დიდებულნი არიან. დიდებულნი ჩემთვის და კლუბისთვის. მადლობელი ვარ, რადგან ყველას ესმის, რომ დიდი ცვლილებები ხდება გუნდში. მე არც იმას ვამბობ, რომ ან მე ან ისინი მოელოდნენ ხუთი თამაშის წაგებას, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ისინი სრულიად მიგებენ მე და ჩვენს კლუბს და ხვდებიან ჩვენ მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს.“–დაამატა ბოსმა.

უცნობია როდის გადმოხტა მაჩარია, მოიესის განცხადებამდე, თუ მის შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია–მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და ამის მიზეზი ფეხბურთი იყო. ეს უკვე გასაკვირი არც არის, რადგან მსოფლიოში „პრემიერ ლიგის“ გულისთვის სასწაულები ხდება. გასულ თვეს, სამხრეთ აფრიკაში, ერთერთმა „არსენალის“ ფანმა დაკარგა ბინა მას შემდეგ, რაც მან წააგო ნინძლავი „მანჩესტერის“ ფანთან. შეგახსენებთ, რომ „მეთოფეებმა“ ეს თამაში წააგეს 1-0 „ოლდ ტრაფორდზე“.

ასეა თუ ისეა, ეს ყველაფერი რეალობაა და ესეც ფეხბურთის ნაწილია. ზოგი თავს იკლავს, ზოგი ბინას კარგავს, ზოგს კი უბრალოდ ფანების თანაგდომის და მათთან ერთად ტიტულების მოგების იმედი აქვს.


nesn.com
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2013 18:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში ძალიან საინტერესო სტატიაა.

რაც შეეხება ამ ფაქტს, ჩემი აზრით ძალიან დიდი სისულელეა ასეთი რამ. ძნელია იმასთან შეგუება როცა შენი გუნდი ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ ასეთ დონემდე მისვლა არ ვიცი. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ასეთი ძალიან ბევრია

რაც შეეხება იუნაიტედის შანსებს, ჩემპიონობაზე რა ვთქვა, მეეჭვება მაგრამ იმედს ბოლომდე შევინარჩუნებ, თუმცა ოთხეული რომ აუცილებლად იქნება ამაში დარწმუნებული ვარ
0
№2
ავტორი: RedGirl
9 დეკემბერი 2013 18:25
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გიორგი,
ვიდეო დაგილინკო ? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: VaRdo
9 დეკემბერი 2013 19:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
RedGirl,

საღოლ საღოლ და კიდევ ერთხელ საღოლ love

ეს ფანობა აღარაა ეს უფრო ავადმყოფობაა. ხალხს დედა მამა და დედმამიშვილები უკვდება და ამ ტკივილს როგორღაც უძლებენ და ცხოვრებას აგრძელებენ და იუნაიტედის გამო თავის მოკვლა არის გაუმართლებელი. არავიზე ნაკლებად არ მიყვარს ეს გუნდი, მაგრამ მაგის გამო თავის მოკვლა არასოდეს მომინდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2013 19:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RedGirl,
ასეთი რამის გაკეთებაა სისულელე თქო wink
0
№5
ავტორი: Z A C K™
9 დეკემბერი 2013 19:41
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ავტორი შვანგირაძის თანამოსაყდრეა? :დ საღოლ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: Best 7
9 დეკემბერი 2013 19:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ხედავ მოიეს უკვე მკვლელიც გახდი wink
0
№7
ავტორი: Jubo
9 დეკემბერი 2013 19:49
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ძალიან გიჟი ყოფილა ვიღაც, როგორც არ უნდა გიყვარდეს კლუბი მაგას რომ გააკეთებს ადამიანი არაა ჭკუაზე:დ
კარგია მარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: gilmour
9 დეკემბერი 2013 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფსიქიურად დაავადებული ყოფილა ის ადამიანი და მანჩესტერი რომ არა მაინც გამონახავდა თავის მოკვლის მიზეზს.
ოთხეულში შევალთ რა..
0
№9
ავტორი: Berba 9
9 დეკემბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მეც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს მხოლოდ თამაშია და მეტი არაფერი.“-


ვისთვის ფეხბურთი, ვისთვის სპორტის ერთი უბრალო სახეობა, ვისთვის 22 შორტებიანი კაცის სირბილი და ვისთვის თამაშზე მეტი, სული და გული:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: ლადო
9 დეკემბერი 2013 20:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნათელში იყოს....

საღოლ მარიი...მომწონს შენი სიახლეეები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top