თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2013, 18:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 16
თვითმკვლელობა, ბინის დაკარგვა და ფანების გვერდში დგომის იმედი
რა შეუძლიათ ფანებს გააკეთონ საკუთარი გუნდის გამო და კიდევ აქვს თუ არა "მანჩესტერს" ჩემპიონობის შანსი.
თვითმკვლელობა, ბინის დაკარგვა და ფანების გვერდში დგომის იმედი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებს უჭირთ შეგუება მათი გუნდის წარუმატებლობასა და მძიმე პერიოდთან, მაგრამ ერთ–ერთი მათგანის საქციელი სრულიად განმაცვიფრებელი და ტრაგიკული იყო. მან ვერ შეძლო საკუთარი ემოციების კონტროლი, „იუნაიტედის“ წაგებები ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და თავი მოიკლა. ეს გახლდათ კენიას მკვიდრი 23 წლის ჯონ ჯიმი მაჩარია. ის გადმოხტა მეშვიდე სართულიდან და გარდაიცვალა მიღებული დაზიანებების გამო.

ერთ–ერთი ადგილობრივი პოლიციელის, კიბუეს თანახმად, ეს ყველაფერი მოხდა შაბათს, მას შემდეგ რაც „იუნაიტედი“ კიდევ ერთხელ დამარცხდა საკუთარ სტადიონზე. სანამ გადმოხტებოდა, მაჩარიამ მეგობრებს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო ეყურებინა როგორ აგებდა „იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში „კაჭკაჭების“ წინააღმდეგ.

კიბუე ასევე აცხადებს, რომ თამაშამდე მან გააფრთხილა ბარში შეკრებილ გულშემატკივრებს, რომ არ აყოლოდნენ ემოციებს „პრემიერ ლიგის“ გამო და შეეხედათ ამისთვის ისე, როგორც ერთ–ერთი მორიგი თამაშისთვის. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვკარგავთ ახალგაზრდას ინგლისური ფეხბურთის გამო, განსაცვიფრებელი სწორედ ის არის, რომ ის ძალიან შორსაა ჩვენგან. მე არ მესმის რატომ მიაქვს ხალხს გულთან ასე ახლოს ეს ყველაფერი. მეც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს მხოლოდ თამაშია და მეტი არაფერი.“-განაცხადა კიბუემ.

„იუნაიტედის“ 1-0 მარცი „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, იყო მეორე წაგება ოთხი დღის განმავლობაში. ეს არის პირველი და საკმაოდ ცუდად დაწყებული სეზონი სერ ალექს ფერგიუსონის ერის შემდეგ. 15 თამაშის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონები ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ „არსენალს“ 13 ქულით, ხოლო მათ ყველაზე დიდ მტერს „მანჩესტერ სიტის“ შვიდი ქულით, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ „იუნაიტედის“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული. მაგრამ BBC–ის თანახმად, დავიდ მოიესს, რომელმაც ჩაანაცვლა ფერგიუსონი გასულ ზაფხულს, სწამს, რომ წითელი ეშმაკუნები კიდევ არიან ჩემპიონობის ღირსეული პრეტენდენტები. „მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და გპირდებით, რომ ჩვენ მალე ვიქნებით დასახულ მიზანთან ძალიან ახლოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას რაც გვინდა სეზონის ბოლოს“–აცხადებს ბოსი „ნიუკასლთან“ მარცხის შემდგომ.

ასევე ბევრის განცხადებით „იუნაიტედი“ არამარტო ვერ გახდება ჩემპიონი, არამედ დაკარგავს მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურს. მაგრამ მოიესი ფიქრობს, რომ ფანები კვლავ მის გვერდში დგანან და ეს მას ძალიან დაეხმარება:

„“იუნაიტედის“ ფანები დიდებულნი არიან. დიდებულნი ჩემთვის და კლუბისთვის. მადლობელი ვარ, რადგან ყველას ესმის, რომ დიდი ცვლილებები ხდება გუნდში. მე არც იმას ვამბობ, რომ ან მე ან ისინი მოელოდნენ ხუთი თამაშის წაგებას, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ისინი სრულიად მიგებენ მე და ჩვენს კლუბს და ხვდებიან ჩვენ მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს.“–დაამატა ბოსმა.

უცნობია როდის გადმოხტა მაჩარია, მოიესის განცხადებამდე, თუ მის შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია–მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და ამის მიზეზი ფეხბურთი იყო. ეს უკვე გასაკვირი არც არის, რადგან მსოფლიოში „პრემიერ ლიგის“ გულისთვის სასწაულები ხდება. გასულ თვეს, სამხრეთ აფრიკაში, ერთერთმა „არსენალის“ ფანმა დაკარგა ბინა მას შემდეგ, რაც მან წააგო ნინძლავი „მანჩესტერის“ ფანთან. შეგახსენებთ, რომ „მეთოფეებმა“ ეს თამაში წააგეს 1-0 „ოლდ ტრაფორდზე“.

ასეა თუ ისეა, ეს ყველაფერი რეალობაა და ესეც ფეხბურთის ნაწილია. ზოგი თავს იკლავს, ზოგი ბინას კარგავს, ზოგს კი უბრალოდ ფანების თანაგდომის და მათთან ერთად ტიტულების მოგების იმედი აქვს.


nesn.com
სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: love united
9 დეკემბერი 2013 21:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ის რა მაგარი კაცი იქნება ვინც არსენალის ფანს ნაძლევი მოუგო :დ ეხლა მაგის სახლში რომ ცხოვრობს :დ
0
№12
ავტორი: RedGirl
9 დეკემბერი 2013 21:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მადლობა ბავშვებო <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: LizarD
9 დეკემბერი 2013 22:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
love united,
:დ :დ
RedGirl,
საინტერესო იყო.. მაგრამ ტეხავს თავის მოკვლა.. -_-
0
№14
ავტორი: RedGirl
9 დეკემბერი 2013 23:16
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
LizarD,
xo mara ra chemi bralia :D rac ewera eg gadmovtargmne :D mec gamityda tavi ro moikla :D arc davijerebdi video ro ar menaxa :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№15
ავტორი: buka oboladze
10 დეკემბერი 2013 17:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
RedGirl,
ვიდეოს ლინკი დადერა თუ შეგიძლია
0
№16
ავტორი: Rosso Diavolo
10 დეკემბერი 2013 17:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სულელი ყოფილა ნაღდად ვინც მოიკლა....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top