თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2013, 21:46
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 19
კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და 9 ქულა ლიდერამდე
"მანჩესტერმა" მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა...
კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და 9 ქულა ლიდერამდე
ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ-ლიგის მე-13-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ლონდონის "ტოტენჰემი" და მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. "ტოტენჰემის" დამრიგებლისთვლის ეს მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგანაც "სიტისთან" 6-0 წაგების შემდეგ ყველა დადებით შედეგს მოელოდა. სხვანაირი ატმოსფერო სუფევდა მეტოქის ბანაკში, სადაც "მანჩესტერელები" მეტოქეს კარგ ხასიათზე ხვდებოდნენ. გასულ კვირას მათ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ითამაშეს და "ლევერკუზენი" დამაჯერებლად დაამარცხეს. ყველა მოუთმენლად ელოდა ამ მატჩის დაწყებას და ზუსტად 4 საათზე ყველა ფეხბურთის ფანი ტელევიზორს მიეჯაჭვა. მატჩი "იუნაიტედის" უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ კართან შეიქმნა. ამის შემდეგ ლონდონელებმა რამდენი კარგი შეტევის გახორციელება მოახერხეს. მე-18-ე წუთზე მორიგი შეტევის შედეგად "იუნაიტედის" საჯარიმოს მისადგომებთან დაიდო ძალზედ სახიფათო ჯარიმა, რომელიც ზუსტად შეასრულა კაილ უოკერმა, 1-0. "მანჩესტერმა" მხოლოდ 12 წუთის შემდეგ შეძლო პასუხის გაცემა. ჯონსის ჩაწოდების შემდეგ უეინ რუნიმ მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მოხდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ბრაზილიელმა სანდრომ ბრყწინვალე დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 2-1. ზუსტად სამ წუთში კი უელბეკის წაქცევის შემდეგ მაიკ დინმა პენალტი დადო. რუნიმ ეს შანსი გამოიყენა და ანგარიში უკვე მეორედ გაათანაბრა. ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე სახიფატო მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ მატჩმა "იუნაიტედის" ოცნებები ჩემპიონობის შესახებ დაამსხვრია, მაგრამ პირადად ჩემი აზრით ყველაფერი სხვაგვარადაა. სტუმრად "ტოტენჰემთან" თამაში ყოველთვის ძნელია, მითუმეტეს მაშინ როცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გიწევს თამაში. სწორედ ამიტომ არამგონია, რომ დღეს ვაით ჰარტ ლეინზე "იუნაიტედისთვის" არასასურველი შედეგი დაფიქსირებულიყო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ გუნდმა უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასლვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 12 მატჩია მოიესის შეგირდები არ მარცხდებიან. შემდეგი მატჩი "იუნაიტედს" "ევერტონთან" აქვს. რა თქმა უნდა ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელისთვის და მარუან ფელაინისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ იმ შეხვედრაში ჩვენი საყვარელი კლუბი მოახერხებს გამარჯვებას და კვლავ დაუბრუნდება საჩემპიონო რბოლას.
სტატიები, ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: giorgu
1 დეკემბერი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
au amis dedashevci me ra gveshveleba 3n 4adgili mainc daviikavot cels rom momavalshi chmpiont ligaze movxvdet d chelsis da liverpu;is fanebis dascini ar gvxdet angry ]
0
№2
ავტორი: kolombo
1 დეკემბერი 2013 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ურაფანატიზმის გარეშე,ობიექტურობა ვისაც უნდა არ იყო პენალტი,რუნის გოლიც იღბალის პონტია,ხოლო ტოტემ ორივე მგელი შეაგდო,იმენნა გაარღვიეს მეკარე.ზოგი ამბობს ფრე ლოგიკურიო,არა ბატონო,ტოტეს უნდა მოეგო.-------------მანჩე ამწუთას გუნდის გარდა ყველაფერია.--------------------------------არავი
0
№3
ავტორი: Zizou
1 დეკემბერი 2013 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
თან მინდა 4ეულში შესვლა თან არა...
რატო მინდა გასაგებია მაგრამ მეორე მხრივ იმიტო არ მინდა რო იქნებ ეს კურტკიანი გააგდონ. იმენა ლუზერია რა. მაგის დონეა ევერტონი, მეორე ნომრად თამაში მანჩესტერში არ გამოვა
0
№4
ავტორი: LizarD
2 დეკემბერი 2013 00:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
kolombo,
ღადაობ? რა პენალტი არ იყო? ლორისმა ხელი მე გამომდო?
პირველი გოლში გაგვიმართლა მართალია მაგრამ ტოტენჰემის პირველ გოლზეც იგივე შეიძლება ითქვას...
Zizou,
მაგ კურტკიანის ბრალია ვალენსიამ ერთხელაც რომ ვერ ჩააწოდა ბურთი მეორე ტაიმში? იქნებ ისიც მაგ კურტკიანის ბრალია კაგავას მეორე ტაიმში რომ არ გაუმწვავებია, ხო და ისიც მაგის ბრალია (ქლევერლის პასის შემდეგ ველბეკის მისამართით) მთელ გუნდს რომ ეძინა და დასახმარებლად არავინ წავიდა?? მოიესის ბრალი იქნება ისიც რომ საჯარიმოს მისადგომებთან ევანსი ჩეხაობს, ისიც რომ ლენონმა ევრა ააწიოკა.... და ა.შ.

მანჩესტერი შეტევას მაშინ იწყებდა და საკმაოდ კარგადაც, როცა აგებდა, ფრეზე თითქოს კმაყოფილდებოდნენ. რომ მოენდომებინათ მატჩი სხვაგვარად უნდა განვითარებულიყო მაგრამ ასე არ მოხდა და მხოლოდ ანგარიშის გათანაბრებით კმაყოფილდებოდნენ.
0
№5
ავტორი: RedGirl
2 დეკემბერი 2013 00:34
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩემპიონობაზე აღარ ვიფიქროთ ? :)) რა სისულელეა, მანჩესტერს ყოველთვის შესწევს იმის ძალა რომ გამოვიდეს ყველაზე რთული სიტუაციებიდან და ამას ამბობდა ფერგი ყოველთვის !! ხო ნუ მოიესი კარგია მაშინ როცა იგებს ცუდია მაშინ როცა აგებს. გასაგებია რომ ფრედ ვითამაშეთ, გასაგებია, რომ ცუდი თამაში ვაჩვენეთ მაგრამ რა ვქნათ დავიწყოთ მოიესის ლანძღვა ? :)) კარგით რა. ნუ ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ ერთი დაგამახსოვრდეთ ყოველთვის რომ წაგებით, მოგებით, თუ ნიჩიით ჩვენ ყოველთვის იუნაიტედად ვრჩებით და ყოველთვის შეგვწევს ძალა რომ გავხდეთ ჩემპიონები. მე ამის მჯერა ! GGMU manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Zizou
2 დეკემბერი 2013 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
LizarD,
კურტკიანის ბრალია რუნის მაგივრად სმოლინგი რო შეგყავს 1:1 ზე და ევერტონის თამაშებს რო გვაყურებინებს ოღOნდ წითელ მაისურში :)
0
№7
ავტორი: don_vini
2 დეკემბერი 2013 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რამდენი ხანია აქ კომენტარი აღარ დამიწერია.დორის უქონლობის გამო.,ლევერკუზენთან ყველას გიყვარდათ ხო? დრევანდელი ფრე არც მოიესის ბრალია არც ფეხბურთელების.ცოტა ყველაზე ცუდი ქლევერლი იყო.მერე რაა.ყველას ყოველთვისლ არ გამოსდის თამაში.რა შარშან რა ნიჩია არ ვითამაშეთ ? ორჯერ ვაგებდითმდა გავანიჩიავეთ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№8
ავტორი: Zizou
2 დეკემბერი 2013 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
don_vini,
ნეტა არც ახლა დაგეწერა კომენტარი :(

შარშან ჩემპიონები გავხდით და ახლა მერვეზე ვართ მგონი
0
№9
ავტორი: LizarD
2 დეკემბერი 2013 01:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: RedGirl
ჩემპიონობაზე აღარ ვიფიქროთ ? :)) რა სისულელეა, მანჩესტერს ყოველთვის შესწევს იმის ძალა რომ გამოვიდეს ყველაზე რთული სიტუაციებიდან და ამას ამბობდა ფერგი ყოველთვის !! ხო ნუ მოიესი კარგია მაშინ როცა იგებს ცუდია მაშინ როცა აგებს. გასაგებია რომ ფრედ ვითამაშეთ, გასაგებია, რომ ცუდი თამაში ვაჩვენეთ მაგრამ რა ვქნათ დავიწყოთ მოიესის ლანძღვა ? :)) კარგით რა. ნუ ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ ერთი დაგამახსოვრდეთ ყოველთვის რომ წაგებით, მოგებით, თუ ნიჩიით ჩვენ ყოველთვის იუნაიტედად ვრჩებით და ყოველთვის შეგვწევს ძალა რომ გავხდეთ ჩემპიონები. მე ამის მჯერა ! GGMU


+1 გეთანხმები ყველაფერში = ))

ციტატა: Zizou
LizarD,
კურტკიანის ბრალია რუნის მაგივრად სმოლინგი რო შეგყავს 1:1 ზე და ევერტონის თამაშებს რო გვაყურებინებს ოღOნდ წითელ მაისურში :)


ევერტონი ტაქტიკის მხრივ საკმაოდ კარგი გუნდი იყო მოიესის ხელში. ერთ ცვლილებას უნდა გადააყოლოთ ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც? უბრალოდ აღარ მინდა გავაგრძელო ამ თემაზე, ძალიან შორს წაგვიყვანს, ყველას თავისი აზრი აქვს. ჩემთვის პირადად არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ეგ ცვლილება. ყველაზე მეტად რაც მწყინს ის არის რომ გუნდში ვინმე თუ ვერ ითამაშებს ან რამე ცუდი მოხდება 90% ეგრევე ლანძღავს, როცა კარგად ითამაშებს გააღმერთებენ ხოლმე.. არ შეიძლება ეგრე, ადამიანი, გუნდი, მოთამაშე მხოლოდ წარმატების გამო არ უნდა მოგწონდეს... 12 წაუგებელი მატჩი... შენ კურტკიანს... მემგონი ცუდი რეზულტატი არ არის იმ ფონზე რომ გუნდში ტრამვებია, არ გვყავს კერიკი, პერსი, რაფაელი + ნაკლებად გაამართლა ტრანსფერმა + გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ბევრს გააკეთებს მანჩესტერის სახელით.... მე თუ მკითხავ ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია...
0
№10
ავტორი: don_vini
2 დეკემბერი 2013 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
Zizou,
შენ გკიტხო ამის მერე დავწერო თუ არა კომენტარი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top