თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2013, 21:46
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2441,
კომენტარები: 19
კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და 9 ქულა ლიდერამდე
"მანჩესტერმა" მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა...
კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და 9 ქულა ლიდერამდე
ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ-ლიგის მე-13-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ლონდონის "ტოტენჰემი" და მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. "ტოტენჰემის" დამრიგებლისთვლის ეს მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგანაც "სიტისთან" 6-0 წაგების შემდეგ ყველა დადებით შედეგს მოელოდა. სხვანაირი ატმოსფერო სუფევდა მეტოქის ბანაკში, სადაც "მანჩესტერელები" მეტოქეს კარგ ხასიათზე ხვდებოდნენ. გასულ კვირას მათ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ითამაშეს და "ლევერკუზენი" დამაჯერებლად დაამარცხეს. ყველა მოუთმენლად ელოდა ამ მატჩის დაწყებას და ზუსტად 4 საათზე ყველა ფეხბურთის ფანი ტელევიზორს მიეჯაჭვა. მატჩი "იუნაიტედის" უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ კართან შეიქმნა. ამის შემდეგ ლონდონელებმა რამდენი კარგი შეტევის გახორციელება მოახერხეს. მე-18-ე წუთზე მორიგი შეტევის შედეგად "იუნაიტედის" საჯარიმოს მისადგომებთან დაიდო ძალზედ სახიფათო ჯარიმა, რომელიც ზუსტად შეასრულა კაილ უოკერმა, 1-0. "მანჩესტერმა" მხოლოდ 12 წუთის შემდეგ შეძლო პასუხის გაცემა. ჯონსის ჩაწოდების შემდეგ უეინ რუნიმ მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მოხდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ბრაზილიელმა სანდრომ ბრყწინვალე დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 2-1. ზუსტად სამ წუთში კი უელბეკის წაქცევის შემდეგ მაიკ დინმა პენალტი დადო. რუნიმ ეს შანსი გამოიყენა და ანგარიში უკვე მეორედ გაათანაბრა. ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე სახიფატო მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ მატჩმა "იუნაიტედის" ოცნებები ჩემპიონობის შესახებ დაამსხვრია, მაგრამ პირადად ჩემი აზრით ყველაფერი სხვაგვარადაა. სტუმრად "ტოტენჰემთან" თამაში ყოველთვის ძნელია, მითუმეტეს მაშინ როცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გიწევს თამაში. სწორედ ამიტომ არამგონია, რომ დღეს ვაით ჰარტ ლეინზე "იუნაიტედისთვის" არასასურველი შედეგი დაფიქსირებულიყო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ გუნდმა უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასლვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 12 მატჩია მოიესის შეგირდები არ მარცხდებიან. შემდეგი მატჩი "იუნაიტედს" "ევერტონთან" აქვს. რა თქმა უნდა ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელისთვის და მარუან ფელაინისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ იმ შეხვედრაში ჩვენი საყვარელი კლუბი მოახერხებს გამარჯვებას და კვლავ დაუბრუნდება საჩემპიონო რბოლას.
სტატიები, ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: salier1
2 დეკემბერი 2013 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
ტოტენჰემს ისტორიულად უჭირს მანჩესტერთან, შარშან ვერ ვეთამაშეთ კარგად, მნამდე დაახლოებით 10 წელი ვერ გვიგებდნენ, მაგიტო იმედი მქონდა რო მაინც მოვუგებდით. ფხბურთელები რო ვერ თამაშობენ (რამოდენიმე თამაშს) ჩემი აზრით მწვრთნელს უნდა დაბრალდეს, მწვრთნელი არჩევს ტაქტიკას და შემადგენლობას, თან ამ ქლევერლის რას გადაეკიდა ერთხელ ანდერსონიც ათამაშოს.
0
№12
ავტორი: Macklemore
2 დეკემბერი 2013 03:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
kolombo,
გაუმარჯოს ძმაო. მეორე საიტზე მახსოვხარ შენ. შენს კომენტარებს სუ ვაკვირდებოდი და მიხარია აქაც რო ვნახე შენი კომენტარი. მაგრამ ვერ დაგეთანხმები პენალტზე. აშკარად იყო პენალტი.
0
№13
ავტორი: Turkiashvili
2 დეკემბერი 2013 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
Au ashkarad burti gadagvaxies raa.. Fu moies ra cenzura xar. Am tamashit chelic gvitrevs da sitic :-(
0
№14
ავტორი: red gangster
2 დეკემბერი 2013 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
რას ათამაშებს სულ ამ ქლევერლის გაუშვას არ ჯობს ფულს მაინც ავიღებთ
0
№15
ავტორი: luka12
2 დეკემბერი 2013 11:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
mecxreze ki ara merveze vart
0
№16
ავტორი: Red Hooligan
2 დეკემბერი 2013 15:36
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
სტატიაში ეს არ მიხსნებია, მაგრამ რატომ გაქვთ ჩემპიონობის იმედი ? 4ეულში შევიდეთ და ლიგაზე ნახევარფილამდე გავტანოთ და მეპირადად ჩავთვლი, რომ სეზონი არ ჩააგდო მოიესმა. კი იუნაიტედია ეს გასაგებია, მაგრამ დრო ჭირდება ყველაფერს. თუ მოვიგებთ მაგას რაჯობია, მაგრამ არამგონია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№17
ავტორი: Turkiashvili
2 დეკემბერი 2013 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
Getanxmebi, wels eplshi otxeulshi shevidet da..
0
№18
ავტორი: Malboro463
2 დეკემბერი 2013 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ციტატა: Turkiashvili
Au ashkarad burti gadagvaxies raa.. Fu moies ra cenzura xar. Am tamashit chelic gvitrevs da sitic :-(

შარშან არ გადაუარა ტოტენჰემა ალექსის მანჩესტერს? ცუდად ითამაშეს გუშინ თუ რა ამ თამაშით გვითრევსო არც ჩელსია კარგ ფორმაში რო იცოდე.
0
№19
ავტორი: Manchester_M
2 დეკემბერი 2013 19:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაროჩე ასეთი ჩთაბეჭდილება მრჩება შეიძლება არა ასე მაგრამ მაინც რომ პრემიერ ლიგაზე უფრო დიდ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგას უთმობს.

ისე ტოტენჰემმა მაგარი იღბალა გოლები შეყარა ჩვენც არ შეგვიყრია ნაკლები მაგრამ მაინც :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top