თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2013, 14:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 19
უსუსურობა მოედნის ცენტრში
არგუმენტები იმის შესახებ, რომ "იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრი მძიმე კრიზისშია.
უსუსურობა მოედნის ცენტრში
მას შემდეგ რაც მაიკლ კერიკმა ტრავმა მიიღო, "იუნაიტედის" ნახევარდაცვა კიდევ უფრო დასუსტდა. ახლა კი, როდესაც კერიკს მოუწევს რამდენიმე კვირის გამოტოვება, კლუბს დიდი გამოცდა ელის წინ. კვირას გამართულ შეხვედრაში, ანგარიშმა და ჩატარებული მატჩის ხარისხმა (კარდიფის წინააღმდეგ) ნათლად დაგვანახა ის პრობლემა, რომლის გამოსწორებაც დევიდ მოეისს უახლოეს ხანებში ევალება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მან მარუან ფელაინი გადმოიბირა "ევეტონიდან", თუმცა ამ უკანასლნელმა გაცემული ავანსები ჯერ-ჯერობით ვერ გაამართლა.

"კარდიფ სიტის" წინააღდმეგ, დევიდ მოესმა ფელაინის ტომ ქლევერლი შეუწყვილა, ასე რომ ვთქვათ მორიგი "იმედგაცურება". ფეიაინის მსგავსად, ვერც ქლევერლი ამართლებს იმედებს და ეს ყველაფერი ზემოთ ხსენებულ მატჩიც ნათლად დავინახეთ, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშზეც აისახა (2-2). წლების მანძილზე, "იუნაიტედის" ნახევარდაცა ქვეყნის საუკეთესოდ მიიჩნეოდა. "წითელი ეშმაკუნები" მოედნის ცენტრში ყოველთვის დომინირებდნენ, მიუხედავად იმისა შინ იყო მატჩი გამართული თუ სტუმრად. სწორედ ამან მოუტანა გუნდს დიდი წარმატება და სახელი. მაგრამ დღევანდელი "იუნატედის" ნახევარდაცვას დადებითს ვერაფერს მოვუძებნით. ამ მხრივ ახლანდელი მწვრთნელის, დევიდ მოესის დადანაშაულებაც შეიძლება. მან ფელაინი გაიფორმა, იმის მიუხედავად, რომ გუნდში არის გამოცდილი მაიკლ კერიკი, რომელიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, იბრძვის ბურთისთვის, ამოაქვს "სიღრმიდან" და მოედნის სხვა მიმართულებით გზავნის მას. "იუნაიტედს" სწორედ კერიკის ღირსეული მეწყვილე სჭირდება, რომელიც იქნება ამოუწურავი ენერგიით და შეძლებს მაიკლთან პასებით ფონს გასვლას.

ამჟამად დევიდ მოიესის განკარგულებაშია ორი შემტევი ნახევარმცველი - ქლევერლი და ანდერსონი, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ვერ ეწყობიან გუნდს.

"კარდიფის" წინააღმდეგ ქლევერლიმ ვერ მოიგო ვერცერთი მეორე სართულის თუ ვარდნის დუელი. იგი ასევე ექვსჯერ დაჯარიმდა და საერთო დუელებში მხოლოდ 29%-ში დარჩა გამარჯვებული. ეს გვაძლევს საბაბს, ვიქიროთ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა "იუნაიტედს" თუ იგი დიდ გუნდებს დაუპირისპიდება. რა ბედი ეწევა გუნდს, თუ "იუნაიტედი" მიუნჰენის "ბაიერნს" შეხვდება ჩემპიონთა ლიგის მატჩში და ქლევერლი ძირითად შემადგნელობაში დაიწყებს თამაშს ? ალბათ დიდი ხნის მანძილზე ფიქრი არ დაგჭირდებათ და პასუხს თავად გასცემთ ამ შეკითხვას, მიუხედავად იმისა რომელი გუნდის გულშემატკივარიც ბრძანდებით.

მოდით, ერთად განვიხილოთ "კარდიფის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას და თვალი გადავავლოთ მარუან ფელაინისა და ტომ ქლევერლის სტატისტიკას ამ მატჩში.

ფელაინიმ "დუელების" 50% მოიგო, თუმცა ქლევერლის მსგავსად ბევრჯერ დაჯარიმდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მისგან უფრო მეტს ელის გულშემატკივარი და მომავალში სტატისტიკის გამოსწორება მართებს.

მოგეხსენებათ რომ თანამედროვე ფეხბურთში პასი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გასულ მატჩში კი, ფელაინის და ქლევერლის დუეტმა (შესაბამისად) 82% და 79% ზუსტი გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მათ ევალებოდათ ბურთის შენარჩუნება და შეტევაში ჩართვა. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ სურათი, სადაც ჩანს რომ, მთელი მატჩის განმავლობაში არცერთი მათგანი არ ჩართულა შეტევაში. მეტიც, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკვანძო გადაცემის შესრულება.

ქვემოთ მოცემულ "რუქაზე", სადაც "კარდიფ სიტის" და "იუნაიტედის" შეხვედრის სტატისტიკაა ასახული, თქვენ ხედავთ, რომ დროის უმეტეს ნაწილს ქლევერლი საკუთარ მოედანზე ატარებდა,
იმის მიუხედავად რომ იგი შემტევი ნახევარმცველია და ევალება მეტოქის ნახევარზე აქტიურად თამაში.
უსუსურობა მოედნის ცენტრში

ანალოგიურად მოქმედებდა მარუან ფელაინი, თუმცა მისი "დანაშაული" უფრო მსუბუქად შეიძლება აღიქვას გულშემატკივარმა, რადგან იგი ასრულებდა თავის პოზიციის შესაბამის სამუშაოს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ბელგიელიც არ გამოირჩეოდა შეტევაში აქტიურობით.

უსუსურობა მოედნის ცენტრში

ფელაინის და ქლევერლის პასების ხარისხი დაწვრილებით განხილვა არსებულ პრობლემას უფრო ნათლად წარმოგვიჩენს. ქლევერლიმ 38 გადაცემიდან 30 შეასრულა ზუსტად, მაგრამ აქ აღსანიშნავი არაფერია. მეტიც, მან მხოლოდ 10 გადაცემა შეასრულა ზუსტად მეტოქის ნახევარზე.

უსუსურობა მოედნის ცენტრში

ფელაინიმ ამ მხრივ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მან 50 გადაცემიდან 41 ზუსტად შეასრულა. ბელგიელს ევალებოდა მხოლოდ ბურთის დაჭერა და თანაგუნდელებისთვის მარტივი გადაცემების გაკეთება, რაც მან წარმატებით შეასრულა.

უსუსურობა მოედნის ცენტრში

პრობლემა, რომელიც "იუნაიტედს" ნახევარდაცვაში გააჩნია მხოლოდ "კარდიფთან" მატჩში არ გამოჩენილა. გუნდს აშკარად დააკლდება მაიკლ ქერიქის არყოფნა, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ, დევიდ მოიესი ვალდებულია გაიფორმოს ერთი ტოპ კლასის შემტევი ნახევარმცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში "წითელი ეშმაკუნები" სულ მალე პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ფიქრს თავს დაანებებენ.

წყარო: EuroSport
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2013 14:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკ როგორ გვაკლიხარ recourse

დავიღალე ამ დაბნეული, უსუსური ქლევერლის ყურებით. არ არის ეს ბიჭი ჩვენი დონის, ეს დაწოლილი უაზრო გადაცემების კეთება, შიშით სირბილი მოედანზე ოღონდ შეცდომა არ დავუშვაო, ცოტა ტეხავს რა, როდამდე? კერიკი როცაა მაშინაც კი გვიჭირს ნახევარდაცვაში და ახლა ხო საერთოდ. ჩემია ზრით ანდერსონსაც უნდა მიეცეს შანსი. ორი უკიდურესობაა ანდერსონი და ქლევერლი, მაგრამ სხვა გზა ამ შემთხვევაში არ გვაქვს..

სიახლე ძალიან საინტერესოა, ყოჩაღ good2
0
№2
ავტორი: Vodafone
26 ნოემბერი 2013 15:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაია ავტორ !

მართლა ნერვების მომშლელია ამათი ესეთი თამაში, კარდიფის ნახევადცვას რო ვერ აჯობებ რა უნდა ილაპარაკო, არსენალთან კიდევ კაი გვყავდა ჯონსი კერიკი, თორემ მაგრა ამოგვტენიდნენ, დაფრინავენ მაგათი ნახევარმცველები. წელს ტაიგო უეჭველი უნდა გვეყიდა არ ვიქნებოდით ცალფეხა კლევერლის იმედზე. იმედია იყიდაინ ამ ზამთარში ვინმეს, როისი კარგი იქნება მაგრამ ბევრი ჩალიჩი მოუწევთ.
0
№3
ავტორი: Esi
26 ნოემბერი 2013 15:17
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ანდერსონი მუდამ პროგრესირებადი ქლევერლის ნაცვლად!!!
0
№4
ავტორი: I L C
26 ნოემბერი 2013 16:00
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ყოჩაღ ავტორ!!

ცენტრში მართლა გვაკლია კაცები მარტო კერიკის იმედზე ვერ იქნება გუნდი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: Zizou
26 ნოემბერი 2013 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
აბა რას ამბობთ, ქლევერლია უსუსური და ქერიქი სუსურიიი? :D
0
№6
ავტორი: Red Hooligan
26 ნოემბერი 2013 17:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Esi,
მუდამ პროგრესირებადი მუდამ პროგრესირებადს შეცვლის.

Zizou,
ჰაჰა მთვარისა ინ ექშენ :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: S.Goga
26 ნოემბერი 2013 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
სანამ კერიკი დაბრუნდება ჯონსი და ფელაინი უნდა დავაყენოთ ნახევარ დაცვაში სხვა საშველი არაა....
0
№8
ავტორი: ThiagoAlcantara
26 ნოემბერი 2013 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
S.Goga,
ori arateqnikuri chamshlelit vabshe ver davichert burts jobia felaini andersoni davayenot an erti chamshlelit da shemtev naxevarmcvelad kagawa ))
0
№9
ავტორი: Lukza
26 ნოემბერი 2013 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
აუ შარშან ხოო მოგწონდათ კლევერლიი ? ეგრე არაა სულ ვერ ითამაშებს ფეხბურთელიი და რადგან მანჩესტერში თამაშობს ესეიგი მანჩესტერის დონიისაა ! კერიკთან ერთადაც არ ბრწყინავს ჩვენი ნახევარდაცვა
0
№10
ავტორი: love united
26 ნოემბერი 2013 21:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lukza
წინა წელს იყო პერსექტიული ბიჭი...უნდა დაემტკიცებინა რაიმეს თავი თუ ქონდა..დრო საკმაოდ მიეცა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top