თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2013, 14:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2412,
კომენტარები: 19
უსუსურობა მოედნის ცენტრში
არგუმენტები იმის შესახებ, რომ "იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრი მძიმე კრიზისშია.
უსუსურობა მოედნის ცენტრში
მას შემდეგ რაც მაიკლ კერიკმა ტრავმა მიიღო, "იუნაიტედის" ნახევარდაცვა კიდევ უფრო დასუსტდა. ახლა კი, როდესაც კერიკს მოუწევს რამდენიმე კვირის გამოტოვება, კლუბს დიდი გამოცდა ელის წინ. კვირას გამართულ შეხვედრაში, ანგარიშმა და ჩატარებული მატჩის ხარისხმა (კარდიფის წინააღმდეგ) ნათლად დაგვანახა ის პრობლემა, რომლის გამოსწორებაც დევიდ მოეისს უახლოეს ხანებში ევალება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მან მარუან ფელაინი გადმოიბირა "ევეტონიდან", თუმცა ამ უკანასლნელმა გაცემული ავანსები ჯერ-ჯერობით ვერ გაამართლა.

"კარდიფ სიტის" წინააღდმეგ, დევიდ მოესმა ფელაინის ტომ ქლევერლი შეუწყვილა, ასე რომ ვთქვათ მორიგი "იმედგაცურება". ფეიაინის მსგავსად, ვერც ქლევერლი ამართლებს იმედებს და ეს ყველაფერი ზემოთ ხსენებულ მატჩიც ნათლად დავინახეთ, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშზეც აისახა (2-2). წლების მანძილზე, "იუნაიტედის" ნახევარდაცა ქვეყნის საუკეთესოდ მიიჩნეოდა. "წითელი ეშმაკუნები" მოედნის ცენტრში ყოველთვის დომინირებდნენ, მიუხედავად იმისა შინ იყო მატჩი გამართული თუ სტუმრად. სწორედ ამან მოუტანა გუნდს დიდი წარმატება და სახელი. მაგრამ დღევანდელი "იუნატედის" ნახევარდაცვას დადებითს ვერაფერს მოვუძებნით. ამ მხრივ ახლანდელი მწვრთნელის, დევიდ მოესის დადანაშაულებაც შეიძლება. მან ფელაინი გაიფორმა, იმის მიუხედავად, რომ გუნდში არის გამოცდილი მაიკლ კერიკი, რომელიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, იბრძვის ბურთისთვის, ამოაქვს "სიღრმიდან" და მოედნის სხვა მიმართულებით გზავნის მას. "იუნაიტედს" სწორედ კერიკის ღირსეული მეწყვილე სჭირდება, რომელიც იქნება ამოუწურავი ენერგიით და შეძლებს მაიკლთან პასებით ფონს გასვლას.

ამჟამად დევიდ მოიესის განკარგულებაშია ორი შემტევი ნახევარმცველი - ქლევერლი და ანდერსონი, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ვერ ეწყობიან გუნდს.

"კარდიფის" წინააღმდეგ ქლევერლიმ ვერ მოიგო ვერცერთი მეორე სართულის თუ ვარდნის დუელი. იგი ასევე ექვსჯერ დაჯარიმდა და საერთო დუელებში მხოლოდ 29%-ში დარჩა გამარჯვებული. ეს გვაძლევს საბაბს, ვიქიროთ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა "იუნაიტედს" თუ იგი დიდ გუნდებს დაუპირისპიდება. რა ბედი ეწევა გუნდს, თუ "იუნაიტედი" მიუნჰენის "ბაიერნს" შეხვდება ჩემპიონთა ლიგის მატჩში და ქლევერლი ძირითად შემადგნელობაში დაიწყებს თამაშს ? ალბათ დიდი ხნის მანძილზე ფიქრი არ დაგჭირდებათ და პასუხს თავად გასცემთ ამ შეკითხვას, მიუხედავად იმისა რომელი გუნდის გულშემატკივარიც ბრძანდებით.

მოდით, ერთად განვიხილოთ "კარდიფის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას და თვალი გადავავლოთ მარუან ფელაინისა და ტომ ქლევერლის სტატისტიკას ამ მატჩში.

ფელაინიმ "დუელების" 50% მოიგო, თუმცა ქლევერლის მსგავსად ბევრჯერ დაჯარიმდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მისგან უფრო მეტს ელის გულშემატკივარი და მომავალში სტატისტიკის გამოსწორება მართებს.

მოგეხსენებათ რომ თანამედროვე ფეხბურთში პასი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გასულ მატჩში კი, ფელაინის და ქლევერლის დუეტმა (შესაბამისად) 82% და 79% ზუსტი გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მათ ევალებოდათ ბურთის შენარჩუნება და შეტევაში ჩართვა. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ სურათი, სადაც ჩანს რომ, მთელი მატჩის განმავლობაში არცერთი მათგანი არ ჩართულა შეტევაში. მეტიც, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკვანძო გადაცემის შესრულება.

ქვემოთ მოცემულ "რუქაზე", სადაც "კარდიფ სიტის" და "იუნაიტედის" შეხვედრის სტატისტიკაა ასახული, თქვენ ხედავთ, რომ დროის უმეტეს ნაწილს ქლევერლი საკუთარ მოედანზე ატარებდა,
იმის მიუხედავად რომ იგი შემტევი ნახევარმცველია და ევალება მეტოქის ნახევარზე აქტიურად თამაში.
უსუსურობა მოედნის ცენტრში

ანალოგიურად მოქმედებდა მარუან ფელაინი, თუმცა მისი "დანაშაული" უფრო მსუბუქად შეიძლება აღიქვას გულშემატკივარმა, რადგან იგი ასრულებდა თავის პოზიციის შესაბამის სამუშაოს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ბელგიელიც არ გამოირჩეოდა შეტევაში აქტიურობით.

უსუსურობა მოედნის ცენტრში

ფელაინის და ქლევერლის პასების ხარისხი დაწვრილებით განხილვა არსებულ პრობლემას უფრო ნათლად წარმოგვიჩენს. ქლევერლიმ 38 გადაცემიდან 30 შეასრულა ზუსტად, მაგრამ აქ აღსანიშნავი არაფერია. მეტიც, მან მხოლოდ 10 გადაცემა შეასრულა ზუსტად მეტოქის ნახევარზე.

უსუსურობა მოედნის ცენტრში

ფელაინიმ ამ მხრივ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მან 50 გადაცემიდან 41 ზუსტად შეასრულა. ბელგიელს ევალებოდა მხოლოდ ბურთის დაჭერა და თანაგუნდელებისთვის მარტივი გადაცემების გაკეთება, რაც მან წარმატებით შეასრულა.

უსუსურობა მოედნის ცენტრში

პრობლემა, რომელიც "იუნაიტედს" ნახევარდაცვაში გააჩნია მხოლოდ "კარდიფთან" მატჩში არ გამოჩენილა. გუნდს აშკარად დააკლდება მაიკლ ქერიქის არყოფნა, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ, დევიდ მოიესი ვალდებულია გაიფორმოს ერთი ტოპ კლასის შემტევი ნახევარმცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში "წითელი ეშმაკუნები" სულ მალე პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ფიქრს თავს დაანებებენ.

წყარო: EuroSport
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
26 ნოემბერი 2013 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Lukza,
es manchesteria da qleverlisganac varskvlavobas vitxovt ar mogcons chveni ambicia magar tamashze cadi da ciurixs s ubaleshike ramdneime celia vuyureb magis pasebs da cin ishviatad aketebs raga eg da raga yliangi ertnairebi arian orive
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2013 22:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Lev,
ვერ დაგეთანხმები რა... იანგი ამოუცნობი ფენომენია, ქლევერლის ეგრე ნუ გაანადგურებ, იანგის დონემდე ნუ დაწევ wink

ანდერსონის ჯერია ეხლა, დავიღალეთ ქლევერლის ყურებით. ნახევარდაცვა კერიკთან ერთად რომა რ ბრწყინავს მაგას ვჩივით დიდი ხანია, მაგრამ უკერიკოდ ხო საერთოდ კატასტროფაა
0
№13
ავტორი: Berba 9
26 ნოემბერი 2013 22:40
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ცენტრში გვინდა გაძლიერება ვამბობ 9123123 წელია და ვინ მიჯერებს, ფელაინი საერთოდ უნდა დავითხოვოთ))) მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი, ინიესტაზე არ იტყოდა კაცი უარს, მაგრამ სადაა))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№14
ავტორი: BERDI
26 ნოემბერი 2013 23:15
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ფლეტჩერი გვიბრუნდება იმედია დაიბრუნებს თავის ფორმას და პრობლემები შედარებით მოგვარდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: Shako Jones
26 ნოემბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კრეატივი ხალხოო კაგავა ფლეიმეიკარად გვჭირდება მისცენ შანსი იქნებ გაქაჩოს მოძლიერდეს ფიზიკურად ! ერთი კარგი საყრდენც
0
№16
ავტორი: red devil
27 ნოემბერი 2013 08:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
BERDI MAN_FAN,
flecheris imedi tyuilad nu geqneba eg formis dambrunebeli agar aris
0
№17
ავტორი: Goginashvili777
27 ნოემბერი 2013 10:38
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სწორედ ამიტომ გვინდა ან ფაბრეგასი ან მოდრიჩი ანდაც სულაც გუნდოგანი .. კერიკი მანდვილად ლიდერია ცენტრში მაგრამ 32 წლის არის . ეს ქლევერლი ხო რაც გადმოვიდა იმის მერე ერთ დონეზე თამაშობს თუ არ მოუკლო მომატებაზე ლაპარაკი ზედმეტია .. მოკლედ ფლეტჩერი დაბრუნდა და იქნებ ფლეტჩერი კერიკის დუეტმა ჰყოს რამე .. ან დაურეეკოთ სქოულზს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№18
ავტორი: luka12
27 ნოემბერი 2013 16:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
მანჩესტერის ნახევარ დაცვაში მე არ ვხედავ ახლა ვარსკლავს.ზამთარში ვიყიდოთ სნეიდერი.სნეიდერის და კერიკი მაგარი იქნებოდნენ
0
№19
ავტორი: დავითი
27 ნოემბერი 2013 22:33
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
იმენა გამთამაშებელი გვაკლია! ნორმალური მეპასე... ბარსა და ბავარია როგორ იგებენ? სერიოზული ნახევარდაცვა ყავთ და ბურთს აკონტროლებენ... აქ კი სმოლინგით გვინდა ბურთი ვაკონტროლოთ? მთელი გუნდი მის მეგობარ გოგონაზე ანძრ.ევს და მაგი ვაფშე გამოქლიავებული დადის...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top