ფერგიუსონი: ნანიმ ვერ დაამტიკცა...
სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, ნანიმ გადამწყვეტ მომენტში უღალატა კლუბს და დაკარგა ბურთი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბოლო წუთებზე პორტუგალიელმა გადაწყვიტა საკუთარი ოსტატობის ხარჯზე მოეტყუებინა მეტოქე და პასის მაგივრად, მან დრიბლინგი განახორციელა. მან დაკარგა ბურთი და კონტრშეტევაზე, "ჩელსიმ" გოლიც გაიტანა. რაც შეეხება თავად ნანის, მან კარგად ითამაშა ფლანგზე, შეძლო და გაიტანა გოლი, თუმცა კარგ თამაშს კარგი დასასრულიც ჭირდებოდა. ის კარგი ბიჭია, კარგი ტექნიკა აქვს, თუმცა ასეთ მომენტში კლუბს ბურთის ფლობა, უფრო ჭირდებოდა.
ნანის კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება, მან ჯერ ვერ მოახერხა გახანგრძლივება კონტრაქტის, თუმცა მას ვადა სეზონის ბოლომდე აქვს, ამის შემდეგ, თუ ის ვერ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, მისი მომავალი "ზენიტს" ან "იუვენტუსს" დაუკავშირდება.
სანტ პეტერბურგის "ზენიტი" თანხებს არ იშურებს, რომ შექმნას ევროპული დონის კარგი კლუბი, მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატეს. ტრანსფერის ეგრეთ წოდებულ "Dead Line"-ზე მათ ნანის გადასვლა შეთავაზეს, თუმცა აგენტმა უარყო შეთავაზება და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. თუმცა, როგორც ჩანს თავად "იუნაიტედს" ჯერ არ აქვს სურვილი გაახანგრძლივონ კონტრაქტი პორტუგალიელთან. მას ვადა, როგორც უკვე ვიცით 2014 წლამდე აქვს, ამ პერიოდში ფერგიუსონი, მას გამოსაცდელ ვადას მისცემს. ან უკიდურეს შემთხვევაში, მას დარჩება, ან ჩამოეჭრება ხელფასიდან ნაწილი. რაზეც, ნანი თანახმა არ არის, მას პირიქით ხელფასის გაზრდა სურს.
პორტუგალიელში 2007 წელს 17 მილიონი იქნა გადახდილი, დღეს კი მისი ფასი "ზენიტის" მხრიდან 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ნანიმ ამ სეზონში სულ 9 თამაში გამართა, აქედან 6 პრემიერ ლიგაში, 1 თასზე და 2 ჩემპიონთა ლიგაში. მან სულ 2 გოლი გაიტანა. ნანის შემცვლელად იანგი მოიაზრება, რომელმაც ახლახან მოიშუშა ტრამვა.
წყარო