თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2012, 14:47
ავტორი: ლევანი,
ნანახია: 2558,
კომენტარები: 24
ნანი უახლოვდება მანჩესტერიდან წასვლას
ფერგიუსონი: ნანიმ ვერ დაამტიკცა...
ნანი უახლოვდება მანჩესტერიდან წასვლას
სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, ნანიმ გადამწყვეტ მომენტში უღალატა კლუბს და დაკარგა ბურთი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბოლო წუთებზე პორტუგალიელმა გადაწყვიტა საკუთარი ოსტატობის ხარჯზე მოეტყუებინა მეტოქე და პასის მაგივრად, მან დრიბლინგი განახორციელა. მან დაკარგა ბურთი და კონტრშეტევაზე, "ჩელსიმ" გოლიც გაიტანა. რაც შეეხება თავად ნანის, მან კარგად ითამაშა ფლანგზე, შეძლო და გაიტანა გოლი, თუმცა კარგ თამაშს კარგი დასასრულიც ჭირდებოდა. ის კარგი ბიჭია, კარგი ტექნიკა აქვს, თუმცა ასეთ მომენტში კლუბს ბურთის ფლობა, უფრო ჭირდებოდა.
ნანის კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება, მან ჯერ ვერ მოახერხა გახანგრძლივება კონტრაქტის, თუმცა მას ვადა სეზონის ბოლომდე აქვს, ამის შემდეგ, თუ ის ვერ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, მისი მომავალი "ზენიტს" ან "იუვენტუსს" დაუკავშირდება.
სანტ პეტერბურგის "ზენიტი" თანხებს არ იშურებს, რომ შექმნას ევროპული დონის კარგი კლუბი, მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატეს. ტრანსფერის ეგრეთ წოდებულ "Dead Line"-ზე მათ ნანის გადასვლა შეთავაზეს, თუმცა აგენტმა უარყო შეთავაზება და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. თუმცა, როგორც ჩანს თავად "იუნაიტედს" ჯერ არ აქვს სურვილი გაახანგრძლივონ კონტრაქტი პორტუგალიელთან. მას ვადა, როგორც უკვე ვიცით 2014 წლამდე აქვს, ამ პერიოდში ფერგიუსონი, მას გამოსაცდელ ვადას მისცემს. ან უკიდურეს შემთხვევაში, მას დარჩება, ან ჩამოეჭრება ხელფასიდან ნაწილი. რაზეც, ნანი თანახმა არ არის, მას პირიქით ხელფასის გაზრდა სურს.
პორტუგალიელში 2007 წელს 17 მილიონი იქნა გადახდილი, დღეს კი მისი ფასი "ზენიტის" მხრიდან 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ნანიმ ამ სეზონში სულ 9 თამაში გამართა, აქედან 6 პრემიერ ლიგაში, 1 თასზე და 2 ჩემპიონთა ლიგაში. მან სულ 2 გოლი გაიტანა. ნანის შემცვლელად იანგი მოიაზრება, რომელმაც ახლახან მოიშუშა ტრამვა.

წყარო
ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: bugi
1 ნოემბერი 2012 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
Shako Jones,
??
0
№22
ავტორი: gilmour
1 ნოემბერი 2012 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ციტატა: VaRdo
თუ ნანი გევასებათ მანჩესტერში და მაგის გამო ბალეშიკობთ ამ გუნდს მაშინ ყველაფერი გასაგებია და თუ მანჩესტერის ბალეშიკები ხართ არამგონია ფერგიუსონს ყოველი მეორე ყველა განცხადებაზე აგინებდეს და აკრიტიკებდეს.


შენ ჩემი ძმა ხო არ გგონია რო გუშინა დავიწყე ფეხბურთის ყურება ან 14 წლის ხო არ გგონივარ? ნანის გამო ვბალეშიკობ მანჩესტერს?? როცა 96 წლიდან ვბალეშიკობ გუნდს. და სად გინახავს და წაგიკითხავს რო მე ფერგის ვაგინებდე?
0
№23
ავტორი: Amanda Seyfried
1 ნოემბერი 2012 20:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მივჩეთ შანსი
0
№24
ავტორი: RoooneY AND rVp
1 ნოემბერი 2012 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top