თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2013, 13:48
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1729,
კომენტარები: 12
წითლები ნაკრებებში
პატრის ევრას რთული მისია და ნანის წინ გადაგმული ნაბიჯი "მსოფლიო ჩემპიონატისკენ"
წითლები ნაკრებებში
პატრის ევრას საფრანგეთს აქვს ძალიან რთული დავალება უკრაინასთან მატჩში, იმისათვის რომ მოიპოვონ "მსოფლიო ჩემპიონატის" საგზური. "მამლებს" მოუწევთ უკრაინის მინიმუმ ორი გოლის სხვაობით დამარცხება, მას შემდეგ რაც პირველ რაუნდში მოულოდნელი ანგარიშით დამარცხდნენ კიევში.

ფრანგული გამოშვების L'Equipe-ს მიხედვით დიდიე დეშამი აპირებს განახორციელოს 5 ცვლილება წინა მატჩთან შედარებით, თუმცა სავარაუდოდ ეს არ შეეხება პატრის ევრას და მარცხენა ფლანგზე ისევ "იუნდაიტედის" ვიცე-კაპიტანი დადგება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეორე ფეხბურთელი, რომელიც "მსოფლიო ჩემპიონატისთვის" იბრძვის არის ლუის ნანი. თუმცა იგი ფრანგთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვინაიდან პორტუგალიამ პირველ რაუნდში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა შვედეთი. ამ მატჩში თავი გამოიჩინა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ.

ასევე რამდენიმე "იუნაიტედის" ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას მეგობრულ მატჩებში. მათ შორის არიან მარუან ფელაინი და შინჯი კაგავა, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

უეინ რუნი, კრის სმოლინგი და ტომ კლევერლი არიან გერმანიის ნაკრებთან გასმართი მატჩის განაცხადში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება. ხოლო ანტონიო ვალენსიას ეკვადორი შეხვდება ჰონდურასს, ჰოუსტონში.

მაიკლ კინი, უილფრიდ ზაჰა, ჯესი ლინგარდი და ნიკ პაუელი არიან ინგლისის 21-წლამდელთა განაცხადში 2015 წლის "ევროპის ჩემპიონატის" შესარჩევ მატჩში, სან მარინოს წინააღდეგ.

ინგლისის ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ ადგილზე არიან ჯგუფში, ისინი სამი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს და აქვთ ერთით ნაკლები მატჩი. ასე რომ, სან მარინოს დამარცხებით მათ ძალიან კარგი შანსი ექნებათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგან 2015 წლის "ევროპის ჩემპიონატისკენ".

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
19 ნოემბერი 2013 13:49
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უეჭველი უნდა გავიდეს საფრაგეთის ნაკრები!!!
ინგლისმა კიდე უნდა მოუგოს გერმანიას
0
№2
ავტორი: Jubo
19 ნოემბერი 2013 13:57
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საინტერესო თამაშებია დღეს, ჩილესთან ისე საზიზღად ითამაშა ინგლისმა.. უნდა გამოასწორონ დღეს. რუნიმ მინდა გაიტანოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: N.Vidic
19 ნოემბერი 2013 14:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
კაია ახალგაზრდები პრაქტიკას იღებენ

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№4
ავტორი: VaRdo
19 ნოემბერი 2013 14:30
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Vodafone
უეჭველი უნდა გავიდეს საფრაგეთის ნაკრები!!!


რატო უნდა გავიდეს უეჭველი? რახანდ ევრაა? 80% ჩარჩენილია. ჯერ 2 3 გოლს გატანა უნდა და მერე თუ 1 გაუშვა ეგენი 4 გოლის გამტანები არ არიან. ისმახურებს უკრაინა გასვლას და გამხიარდება თუ გავა კიდევაც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Vodafone
19 ნოემბერი 2013 14:32
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
VaRdo,
ევრა რა შუაშია მაგრა მევასება საფრანგეთის ნაკრები და მინდა რო გავიდეს
0
№6
ავტორი: dankrati
19 ნოემბერი 2013 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Chemi iarlomenko evras chemi iarmolenko :DDD esec ro mcveli iqneba :D
0
№7
ავტორი: ლადო
19 ნოემბერი 2013 14:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ინგლისმა მინდა რომ მოიგოს ძალიან...უკრაინა საფრანგეთზე მეტად იმსახურებს გასვლას...დღეს მართლა კაი თამაშებია
0
№8
ავტორი: BERDI
19 ნოემბერი 2013 16:25
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ინგლისმა მოუგოს გერმანიას და მეტი არაფერი არ მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: gilmour
19 ნოემბერი 2013 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
საფრანგეთის ნაკრები ღირსია რო ჩარჩეს, ევრასთან ბოდიში:)
0
№10
ავტორი: GGMU
19 ნოემბერი 2013 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
safrangeti ro ver gavides evra mecodeba :X Rac Sheexeba ingliss minda ro rooneym Sheagdos 2 goli mianc :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top