თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2013, 13:48
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1734,
კომენტარები: 12
წითლები ნაკრებებში
პატრის ევრას რთული მისია და ნანის წინ გადაგმული ნაბიჯი "მსოფლიო ჩემპიონატისკენ"
წითლები ნაკრებებში
პატრის ევრას საფრანგეთს აქვს ძალიან რთული დავალება უკრაინასთან მატჩში, იმისათვის რომ მოიპოვონ "მსოფლიო ჩემპიონატის" საგზური. "მამლებს" მოუწევთ უკრაინის მინიმუმ ორი გოლის სხვაობით დამარცხება, მას შემდეგ რაც პირველ რაუნდში მოულოდნელი ანგარიშით დამარცხდნენ კიევში.

ფრანგული გამოშვების L'Equipe-ს მიხედვით დიდიე დეშამი აპირებს განახორციელოს 5 ცვლილება წინა მატჩთან შედარებით, თუმცა სავარაუდოდ ეს არ შეეხება პატრის ევრას და მარცხენა ფლანგზე ისევ "იუნდაიტედის" ვიცე-კაპიტანი დადგება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეორე ფეხბურთელი, რომელიც "მსოფლიო ჩემპიონატისთვის" იბრძვის არის ლუის ნანი. თუმცა იგი ფრანგთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვინაიდან პორტუგალიამ პირველ რაუნდში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა შვედეთი. ამ მატჩში თავი გამოიჩინა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ.

ასევე რამდენიმე "იუნაიტედის" ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას მეგობრულ მატჩებში. მათ შორის არიან მარუან ფელაინი და შინჯი კაგავა, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

უეინ რუნი, კრის სმოლინგი და ტომ კლევერლი არიან გერმანიის ნაკრებთან გასმართი მატჩის განაცხადში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება. ხოლო ანტონიო ვალენსიას ეკვადორი შეხვდება ჰონდურასს, ჰოუსტონში.

მაიკლ კინი, უილფრიდ ზაჰა, ჯესი ლინგარდი და ნიკ პაუელი არიან ინგლისის 21-წლამდელთა განაცხადში 2015 წლის "ევროპის ჩემპიონატის" შესარჩევ მატჩში, სან მარინოს წინააღდეგ.

ინგლისის ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ ადგილზე არიან ჯგუფში, ისინი სამი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს და აქვთ ერთით ნაკლები მატჩი. ასე რომ, სან მარინოს დამარცხებით მათ ძალიან კარგი შანსი ექნებათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგან 2015 წლის "ევროპის ჩემპიონატისკენ".

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
19 ნოემბერი 2013 18:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნანის პორტუგალიაც არაა კაი დღეში გასვლა აქვთ შვედეთში და რა მინიმალური ანგარიშით აქვთ სახლში მონაგები კაროჩე პორტუგალიაც ცუდათაა
0
№12
ავტორი: I L C
19 ნოემბერი 2013 19:19
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
BERDI MAN_FAN,
ვნახოთ..თან რუნიმაც რო გაიტანოს მთლად კაი იქნება..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top